1. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური პასპორტის მონაცემების‚ მისი გეგმის‚ გრძივი პროფილისა და ხელოვნურ ნაგებობათა ნახაზის გათვალისწინებით.
2. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების დადებამდე რკინიგზა, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლესთან ერთად, ამოწმებს მისასვლელ ლიანდაგს და მის ტექნიკურ აღჭურვილობას. შემოწმების შედეგები ფორმდება რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტით, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია ამ წესების დანართში.
3. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს ხელს აწერს სადგურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა პირი და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე. საჭიროებისას‚ მისასვლელი ლიანდაგის შესამოწმებლად შეიძლება მოწვეული იყოს მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი‚ სალიანდაგო დისტანციის გზის ოსტატი და რკინიგზის სხვა შესაბამისი სპეციალისტები. მისასვლელი ლიანდაგის შემოწმებას ხელმძღვანელობს სადგურისა და მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. შემოწმების მონაწილე მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე ხელს აწერს მისასვლელი ლიანდაგის შემოწმების აქტს‚ ხოლო, თუ იგი არ ეთანხმება აქტში შეტანილ მონაცემებს‚ ხელს აწერს აქტსა და წერილობით აყალიბებს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 397
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 397, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-397/