2. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებები იდება არანაკლებ 3 წლის ვადით.
3. სადგურის ან რკინიგზის მისასვლელი ლიანდაგის ტექნიკური აღჭურვილობისა და მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლის შემთხვევაში ხელშეკრულებებში შეიტანება დამატებები და ცვლილებები‚ რომლებიც ფორმდება დამატებითი შეთანხმებით ან იდება ახალი ხელშეკრულება.
4. მისასვლელი ლიანდაგის მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში, მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებს რკინიგზა დებს მისასვლელი ლიანდაგით ახალ მოსარგებლესთან