1. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს სამი თვით ადრე რკინიგზა, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლესთან ერთად‚ იწყებს ახალი ხელშეკრულების პროექტის შემუშავებას.
2. მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების დადებამდე, მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე წარუდგენს რკინიგზას მისასვლელ ლიანდაგით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს, ხოლო რკინიგზა გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს ამ ხელშეკრულებების პროექტების მოსამზადებლად.