1. თუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე რკინიგზა მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლეს არ წარუდგენს ახალი ხელშეკრულების პროექტს‚ მაშინ მისასვლელი ლიანდაგით მოსარგებლე უფლებამოსილია თვითონ მოამზადოს და წარუდგინოს რკინიგზას ხელშეკრულების პროექტის თავისი ვარიანტი. ამ პროექტის განხილვის წესი და ვადები იგივეა, რაც ხელშეკრულების პროექტის მომზადებისას რკინიგზის მიერ.
2. თუ ერთ-ერთი მხარე ხელმოწერილ პროექტს არ დააბრუნებს 10 დღის ვადაში‚ ხელშეკრულება დაიდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ახალი ხელშეკრულების დადებამდე მხარეები ხელმძღვანელობენ მათ შორის ყველაზე გვიან დადებული მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებების პირობებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 401
თავი XXVII — სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მომსახურების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 401, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-401/