1. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთავა-გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ მისასვლელ ლიანდაგზე, რომელიც აღჭურვილია მოცემული ტვირთის დროული ჩატვირთვა-გადმოტვირვისა და სამუშაოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საწყობითა და მოწყობილობით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ფეთქებადი ნივთიერების გადატვირთვის შემთხვევებზე სასაზღვრო, 1520 მმ. ლიანდის გადასასვლელ და ვიწრო ლიანდიან სადგურში.
2. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა- გადმოტვირთვა, 101, 115, 119, 121, 125, 126, 128, 130, 133, 134, 137, 141, 143, 148, 150, 154, 155, 156, 167, 168, 176, 179, 180, 182, 199, 301, 320 პირობითი ნომრის მქონე ტვირთის გარდა, ხორციელდება რკინიგზის მიერ განსაზღვრული სადგურის საგანგებოდ გამოყოფილ ღია მოედანზე. მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერების ჩასატვირთი, გადმოსატვირთი და გადასატვირთი ადგილისა და მექანიზმის მიმართ განსაზღვრულია ამ წესის მე-12 დანართში.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 103
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 103, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-103/