1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია წინასწარ მოამზადოს ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად საჭირო მოწყობილობა, აგრეთვე ამ ტვირთის დასამაგრებლად და ვაგონის მოსამზადებლად აუცილებელი მასალა.
2. შეფუთვის სისწორის, ტარის ხარისხის, ნიშანდების არსებობის, დადგენილი (პირობითი) ნომრის მითითების სისწორის, აგრეთვე პლომბისა და ბეჭდის მთლიანობის დადგენის მიზნით ტვირთგამგზავნი ვალდებულია დაათვალიეროს ყველა სატვირთო ადგილი ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად ჩაბარებამდე და მისი ჩატვირთვის პროცესში.
3. თითოეული ნაკლი და გაუმართაობა, აგრეთვე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში გამოვლენილი ტარის დაზიანება ტვირთგამგზავნის მიერ დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში.
4. თუ ამ წესის 103-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტვირთის ჩატვირთვისას გამოვლინდება ისეთი ნაკლი, რომლის აღმოფხვრა ჩატვირთვამდე შეუძლებელია ან თუ ტვირთი გადმოიყარა ან გადმოიღვარა, იგი გადასაზიდად არ მიიღება და ტვირთგამგზავნი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაიტანოს იგი სადგურიდან ამ ტვირთის მიმართ არსებული საავარიო ბარათის მოთხოვნათა დაცვით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 106
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 106, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-106/