2. ჩატვირთვის შემდეგ ფეთქებადი ნივთიერება მკვიდრად უნდა დამაგრდეს ტექნიკური პირობის შესაბამისად, ხოლო თუ ტექნიკური პირობა არ არის დადგენილი, ნახაზის (სქემის) მიხედვით. ფეთქებადი ნივთიერების განლაგებისა და დამაგრების სქემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ზოგად მოთხოვნებს:
ა) ვაგონის (კონტეინერის) ძირის ზედაპირზე სატვირთო ადგილი განლაგდება თანაბრად, ერთმანეთთან მიჯრით;
ბ) ყუთი განლაგდება თავსახურით მაღლა, ხოლო კასრი – საცობით მაღლა;
გ) საბრძოლო მასალა იწყობა ნაკეთობის გრძივი ღერძით ვაგონის განივ, ხოლო თუ გაბარიტის გამო მისი ამგვარად დაწყობა შეუძლებელია – გრძივი ღერძით ვაგონის გასწვრივ;
დ) მექანიკური ზემოქმედების მიმართ უფრო მგრძნობიარე სატვირთო ადგილს განალაგებენ ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი ყველაზე ბოლოს ჩატვირთვა და ყველაზე ადრე გადმოტვირთვა;
ე) ვაგონის ტევადობა და ტვირთამწეობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, თუ ნორმატიული დოკუმენტაციით ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა არ არის დადგენილი;
ვ) თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება საბორნე გადასასვლელის გამოყენებით, დახურული ვაგონის კარის ღიობი უნდა გადაიღობოს კარის ხის ფარით შტაბელის სიმაღლეზე.
3. თუ ფეთქებადი ნივთიერების ტექნიკური დოკუმენტაციით დადგენილია განთავსების განსაკუთრებული პირობა, იგი უნდა იქნეს გათვალისწინებული სქემის შემუშავებისას.
4. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს ტვირთის ზედა რიგის სამაგრის საიმედობას, აგრეთვე ღია მოძრავ შემადგენლობაზე გადასაზიდი ფეთქებადი ნივთიერების სამაგრის სიმტკიცეს. აღნიშნული ტვირთი მაგრდება თითბერის, სპილენძის, ბრინჯაოსა და სხვა ამგვარი მასალისგან დამზადებული ინსტრუმენტის გამოყენებით, რომელიც არ ამოაფრქვევს ნაპერწკალს. აღნიშნულ შემთხვევაში იკრძალება დარტყმები, ბიძგები და ტარაზე დაწოლა
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 108. 1. თუ ვაგონი ფეთქებადი ნივთიერებით არ არის დატვირთული სრულ ტევადობამდე ან ტვირთამ-წეობამდე, იგი შეიძლება შეივსოს იმავე ტვირთმიმღების მისამართით გადასაზიდი საფრთხეშეუცველი ან არაადვილაალებადი ტვირთით,
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 102. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ტვირთგამგზავნის ვაგონში (კონტეინერში), იგი ვალდებულია თითოეული დატვირთვის წინ სადგურსა და სავაგონო დეპოს წარუდგინოს ვაგონისა (კონტეინერის) და მისი მოწყობილობის ტ
- მუხლი 103. 1. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთავა-გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მფლობელობაში არსებულ მისასვლელ ლიანდაგზე, რომელიც აღჭურვილია მოცემული ტვირთის დროული ჩატვირთვა-გადმო
- მუხლი 104. 1. რკინიგზის ან სხვა უფლებამოსილი პირის მისასვლელ ლიანდაგზე, აგრეთვე სადგურის საგანგე-ბოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერება ჩაიტვირთება და გადმოიტვირთება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საშუალები
- მუხლი 105. 1. ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვა ხორციელდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ საგანგებოდ გამოყოფილი პირის ხელმძღვანელობით, რკინიგზის სახანძრო დაცვის უფლებამოსილი წარმომადგენლის თანდ
- მუხლი 106. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია წინასწარ მოამზადოს ფეთქებადი ნივთიერების გადასაზიდად საჭირო მოწყობილობა, აგრეთვე ამ ტვირთის დასამაგრებლად და ვაგონის მოსამზადებლად აუცილებელი მასალა
- მუხლი 107. 1. ფეთქებადი ნივთიერება დატვირთვის ადგილში შეიზიდება სადგურის უფროსის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ დადგენილ ვადაში
- მუხლი 109. 1. ჩატვირთვის შემდეგ ვაგონის კარი მჭიდროდ იხურება, კარის ზესადები ფიქსირდება საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან მაგრდება მავთულის გარესახრახნით და ვაგონი იპლომბება ტვირთგამგზავნის პლომბით
- მუხლი 110. 1. დანიშნულების სადგურში ფეთქებადი ნივთიერების მიტანის შესახებ, აგრეთვე მისასვლელ ლიანდაგზე ან საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის დასაცლელად მიწოდების თაობაზე სადგურ
- მუხლი 111. ტვირთმიმღები ვალდებულია:
- მუხლი 112. 1. სადგურის პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია თვალი ადევნოს ფეთქებადი ნივთიერების დროულ ჩატვირთვას, გადმოტვირთვასა და გატანას
- მუხლი 113. 1. ფეთქებადი ნივთიერების გადატვირთვისას ერთი ლიანდის ვაგონიდან სხვა ლიანდის ვაგონში მთელი ტრანსპორტის (ვაგონთა ჯგუფის) ერთდროულად გადატვირთვა ერთ გადასატვირთ ადგილში დაიშვება, თუ ეს სამუშაო სრულდება ს
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 108, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-108/