1. ფეთქებადი ნივთიერების გადატვირთვისას ერთი ლიანდის ვაგონიდან სხვა ლიანდის ვაგონში მთელი ტრანსპორტის (ვაგონთა ჯგუფის) ერთდროულად გადატვირთვა ერთ გადასატვირთ ადგილში დაიშვება, თუ ეს სამუშაო სრულდება სპეციალურ ლიანდაგზე, რომელიც საცხოვრებელი შენობებისა და სტაციონარულ შენობა-ნაგებობებისგან, აგრეთვე მთავარ და სადგურის სარკინიგზო ხაზებისგან დაშორებულია არანაკლებ 200 მეტრის მანძილით. აღნიშნულ სამუშაოს ასრულებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები).
2. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს შესასრულებლად დაიშვება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) საგანგებოდ მომზადებული და სამედიცინო შემოწმებაგავლილი წარმომადგენელი, რომელსაც შესაბამის ინსტრუქტაჟსა და უსაფრთხოების წესის შემოწმებას წინასწარ უტარებს სამუშაოს ხელმძღვანელი.
3. დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს შესრულებისას დაცულ უნდა იქნეს ამ წესის 28-ე თავითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ხანძარსაწინააღმდეგო მოთხოვნები.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 113
თავი 23 — ფეთქებადი ნივთიერების შეზიდვა დატვირთვის ადგილში, მისი ჩატვირთვა და გადმოტვირთვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 113, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-113/