2. იმ ტვირთმიმღების მისამართით გასაგზავნად, რომელსაც აქვს ვიწრო ლიანდის სარკინიგზო ხაზის მოქმედების ზონაში განლაგებული მისასვლელი ლიანდი, ტვირთი გადასაზიდად მიიღება დანიშვნით საქართველოს რკინიგზის საერთო ქსელში ჩართულ სადგურებში.
3. ფართო ლიანდის მქონე სადგურიდან ვიწრო ლიანდის მქონე სადგურის მიმართულებით გადასაზიდად მიიღება მხოლოდ ტარიან-ცალეული ტვირთი, გარდა დახურულ ვაგონებში ჩატვირთული მძიმეწონიანი ან საფრთხეშემცველი ტვირთისა. ქაღალდის ტარაში (შეფუთვაში) მოთავსებული ტვირთის გადასაზიდად სხვადასხვა სიგანის ლიანდის სარკინიგზო ხაზზე, ტვირთგამგზავნი ვალდებულია ტვირთთან ერთად ვაგონში ჩატვირთოს ცარიელი ტომრები (კოლოფები), რომლის რაოდენობა უნდა იყოს ვაგონში ჩატვირთული ადგილების არანაკლებ 6 პროცენტისა.
4. ვიწროლიანდიანი სადგურისათვის განკუთვნილი ტვირთი გადასაზიდად მიიღება მხოლოდ იმ სადგურის თანხმობით, რომელსაც ესაზღვრება ვიწროლიანდიანი ხაზი.
5. თუ ტვირთი გადაიზიდება სვლის მთელ გზაზე შედგენილი დოკუმენტებით, მისი გადატვირთვა ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში ხორციელდება ტვირთმიმღების (ტვირთგამგზავნის) მიერ. რკინიგზას ტვირთგამგზავნთან ან ტვირთმიმღებთან შეთანხმებით შეუძლია გადატვირთოს ასეთი ტვირთი, მათი ხარჯით.
6. ტარიან-ცალეული ტვირთი, რომელიც გადატვირთვის სადგურში მიტანილია წესივრული შეფუთვით, ერთი სიგანის ლიანდის ვაგონებიდან სხვა სიგანის ლიანდის ვაგონებში გადაიტვირთება ტვირთის ადგილების რაოდენობის შემოწმებით. ამ შემთხვევაში ტვირთის წონა ან ნაკეთობათა რაოდენობა მოწმდება მხოლოდ დაზიანებულ ადგილებში.
7. ტვირთი ვიწრო ლიანდის ვაგონებში თავსდება და მაგრდება დადგენილი ტექნიკური ნორმების მიხედვით