1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების პირობებს გაგზავნის სახეობის მიხედვით.
2. ტვირთის გადაზიდვა სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით ფორმდება გუ-27 ფორმის ზედნადებით ან გუ-29-0 ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტით, რომელიც შედგება ზედნადების, საგზაო უწყისის ყუისა და ტვირთის მიღების ქვითრისგან.
3. ტვირთის გადაზიდვა სავაგონო გზავნილებით შეიძლება გაფორმდეს გუ-27-უ-ვც ფორმის ელექტრონული ზედნადებით.
4. ტვირთის მარშრუტებით, ვაგონთა ჯგუფებით და კონტეინერებით გადაზიდვისას ზედნადების შევსების წესი და მისი ფორმა განისაზღვრება შესაბამისად ვაგონთა ჯგუფებით ერთი ზედნადებითა და უნივერსალური კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის წესებით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 46
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 46, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-46/