2. რკინიგზა უფლებამოსილია შერჩევით შეამოწმოს ტვირთგამგზავნის მიერ ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორე.
3. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით გადასაზიდი ტვირთის შესახებ არასწორი, უზუსტო, არასრული მონაცემების ჩვენების, გადასაზიდად აკრძალული ტვირთის გაგზავნის ან ტვირთის თვისებების არასწორი მითითების გამო ტვირთგამგზავნს ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა