1. აკრძალულია გადაზიდვის გაფორმება ერთი გადაზიდვის საბუთით, თუ:
ა) სხვა ტვირთთან ერთად გამყოლის გარეშე გადაიზიდება მალფუჭებადი ტვირთი;
ბ) გადაიზიდება ტვირთი, რომლის თვისებების გამო აკრძალულია მისი გადაზიდვა ერთ ვაგონში სხვა ტვირთთან ერთად.
გ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამგვარი ზომების დაცვას არ მოითხოვს;
დ) ტვირთი, რომელიც მოითხოვს სანიტარიული, ვეტერინარული და სხვა განსაკუთრებული ზომების დაცვას გადაიზიდება იმ ტვირთთან ერთად, რომელიც ამ ზომების დაცვას არ მოითხოვს;
ე) გადაიზიდება შენახვის სხვადასხვა ვადის მქონე ტვირთი, თუ იგი არ გადმოსატვირთად იგზავნება არასაერთო სარგებლობის ადგილებში.
2. ტვირთგამგზავნის თხოვნით რკინიგზას შეუძლია ზედნადები შეავსოს ხელშეკრულების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ზედნადებს ხელს აწერს ტვირთგამგზავნი.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 49
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 49, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-49/