ა) გრაფაში „განსაკუთრებული აღნიშვნების და შტემპელების ადგილი” აღინიშნება:
ა.ა) საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას – მატარებლის შემადგენლობაში ვაგონის დაცვა-დაფარვის აუცილებლობის შესახებ, თუ ეს გათვალისწინებულია რკინიგზით საფრთხეშემცველი ტვირთების გადაზიდვის წესით;
ა.ბ) მოცემული მიმართულებით გადაზიდვის შეზღუდვის თაობაზე, მოძრავი შემადგენლობის მასის, სახეობის ან დატვირთვის გაბარიტის მიხედვით;
ა.გ) საფრთხეშემცველი, არაგაბარიტული ან მძიმეწონიანი ტვირთის გადაზიდვისას 1520 მმ-ლიანდიან რკინიგზაზე – გორაკიდან დაშვების აკრძალვის შესახებ;
ა.დ) ტვირთის გადაზიდვისას გამგზავნის მარშრუტით – გამგზავნის მარშრუტის ნორმის და სახეობის შესახებ;
ბ) გრაფაში „ზედნადების №” – მიეთითება საგზაო უწყისის სასტამბო ნომერი (გზავნილის ნომერი), რომლითაც ეს ტვირთი გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე;
გ) გრაფაში „განაცხადის №” – აღინიშნება რკინიგზის მიერ მიღებული განაცხადის ნომერი, ხოლო, თუ ტვირთი მიღებულია უგანაცხადოდ, აღინიშნება დატვირთვაზე გაცემული განკარგულების ნომერი;
დ) გრაფაში „ტვირთის შემოზიდვის ნებადართული თარიღი” – მიეთითება ტვირთის შემოზიდვის რიცხვი და თვე. ეს გრაფა შეივსება ტვირთის საერთო სარგებლობის ადგილებში გადასაზიდად წარდგენის ყველა შემთხვევაში;
ე) გრაფაში „დატვირთვის დანიშვნის თარიღი” – აღინიშნება საერთო და არასაერთო ადგილებში დატვირთვის რიცხვი და თვე. თუ გაგზავნის სადგურში ტვირთი ვადაზე ადრე იქნა შემოზიდული, აღნიშნული გრაფა შეივსება ამ მუხლის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, ზედნადების ვიზირების წესს ადგენს სადგური;
ვ) გრაფები „რკინიგზის მიერ განსაზღვრული ტვირთის წონა, კგ” და „წონის განსაზღვრის ხერხი” – შეივსება, თუ ტვირთის წონა განსაზღვრულია რკინიგზის მიერ, სასწორის ტიპის ჩვენებით;
ზ) გრაფაში „რკინიგზის მიმღებ-ჩამბარებელი” – ხელს აწერს რკინიგზის მიმღებ-ჩამბარებელი;
თ) გრაფაში „რკინიგზის მარკა” (შეივსება ტვირთის მცირე პარტიებით გაგზავნისას) – აღინიშნება რიგითი ნომერი, ადგილების რაოდენობა და გაგზავნის სადგურის კოდი გასაგზავნად ტვირთის მიღების დავთრის მიხედვით;
ი) გრაფაში „ტვირთის ნაწილ-ნაწილ შემოზიდვა” (ზედნადების უკანა მხარე) – სადგურის მიმღებ-ჩამბარებელი აღნიშნავს ტვირთის ნაწილის ცალ-ცალკე შემოზიდვის თარიღს საერთო სარგებლობის ადგილებში, ადგილების რაოდენობასა და ტვირთის წონას. ეს მონაცემები დასტურდება მიმღებ-ჩამბარებლის ხელმოწერით;
კ) გრაფები „სატარიფო აღნიშვნები”, „საფასურის გაანგარიშება კილომეტრაჟის მიხედვით” და „გასვლისას” – შეივსება მოქმედი ტარიფების მიხედვით. გრაფაში „გასვლისას” ტვირთის გადაზიდვის საფასურის დამრიცხველი ან გადამხდევინებელი სადგური ვალდებულია, აღნიშნოს გადაზიდვის, გამყოლის მგზავრობის, რკინიგზის მიერ ტვირთის თანხლებისა და დაცვის საფასურის ოდენობა, აგრეთვე ტვირთის ფასეულობის გამოცხადების საფასური.
ლ) გრაფაში „საფასური გადახდილია გაგზავნის სადგურზე” – აღინიშნება სხვადასხვა გადასახდელების ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადამხდელო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. საფასურის გადახდა დასტურდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით. თუ ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები ფიზიკური პირები არიან, გრაფებში „გამგზავნი” და „მიმღები” დამატებით მიეთითება ციფრული კოდი „100”
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 54. ზედნადები გაგზავნის სადგურის მიერ შეივსება შემდეგი წესით:
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 47. 1. გადაზიდვის საბუთების ბლანკები შეივსება საბეჭდი მანქანის, მათ შორის, კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით, ან ხელით, მელნიანი (ბურთულიანი) კალმით, ხოლო ცალკეული მონაცემები აღინიშნება შტემპელით
- მუხლი 48. 1. ამ წესების შესაბამისად ტვირთგამგზავნის მიერ გაფორმებული ზედნადები და მის საფუძველზე გაცემული ტვირთის მიღების ქვითარი ადასტურებენ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას
- მუხლი 49. 1. აკრძალულია გადაზიდვის გაფორმება ერთი გადაზიდვის საბუთით, თუ:
- მუხლი 50. 1. ტვირთგამგზავნი ქონებრივად აგებს პასუხს ზედნადებში შეტანილი მონაცემების უტყუარობასა და არასწორი, უზუსტო და არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგზე
- მუხლი 52. 1. ელექტრონული ზედნადები შეივსება და გადაიცემა უქაღალდო ტექნოლოგიითა და ელექტრონული ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების
- მუხლი 53. 1. უფლებამოსილი პირის რეკვეზიტების მიხედვით ელექტრონულ ზედნადებს ავსებს ტვირთგამგზავნი ან გაგზავნის სადგური
- მუხლი 55. 1. ზედნადებისა და საგზაო უწყისის უკანა მხარეს, აგრეთვე საგზაო უწყისის ყუის წინაპირზე და ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარზე დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გადასაზიდად მიღების დროის ჩვ
- მუხლი 57. 1. სადგური სვლის გზაზე ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:
- მუხლი 58. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:
- მუხლი 59. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩ
- მუხლი 60. 1. თუ ტვირთმიმღები შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დანიშნულების სადგური დარჩა, ტვირთმიმღების სახელწოდება და მისი კოდი გადაიშლება ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და ტვირთგამგზავნის განცხადების საფუძველზე აღინი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 54, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-54/