1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩაიწერება ახალი მონაცემები. ამ შემთხვევაში, ზედნადების მე-5 გრაფასა და საგზაო უწყისში აღინიშნება ტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა. აღნიშვნა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.
2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული მონაცემები შეიტანება პირვანდელ ელექტრონულ ზედნადებში. გუ-27 უ-ვც ფორმის პირვანდელი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი, რომელიც ამოიბეჭდება მისამართის შეცვლის გაფორმებისას, მოწმდება საქონლის მოლარის ხელმოწერითა და სადგურის შტემპელით გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები”.