ა) „გადამხდელი” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ ტვირთის გადაზიდვისათვის ანგარიშსწორების განმხორციელებელი პირის დასახელებისა და კოდის მითითებით;
ბ) „ტვირთი მივიღე ……რიცხვი …თვე …წ.“ – შეივსება ტვირთმიმღების მიერ;
გ) „მინდობილობა № …წ.” – შეივსება დანიშნულების სადგურის მიერ და მასში აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის ნომერი და მისი გაცემის თარიღი;
დ) „პასპორტის ან პირადობის მოწმობის სერია“ – დანიშნულების სადგურის მიერ აღინიშნება ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილი პირის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია, ნომერი და მისი მისამართი.
2. საგზაო უწყისში შეტანილი მონაცემები მოწმდება ტვირთმიმღებისა და სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით.
3. იგივე მონაცემები აისახება ელექტრონულ ზედნადებში, თუ ტვირთი გადაიზიდა მისი გამოყენებით