1. საქართველოს ფარგლებში ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა სვლის მთელ გზაზე განისაზღვრება 1 დღე-ღამის განმავლობაში ვაგონის გარბენის ნორმების მიხედვით და შეადგენს:
ა) დიდი სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;
ბ) დიდი სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 320 სატარიფო კილომეტრზე;
გ) მცირე სიჩქარით წვრილმანი გზავნილებით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე;
დ) მცირე სიჩქარით სავაგონო გზავნილით ან დიდტონაჟიანი კონტეინერით გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 200 სატარიფო კილომეტრზე;
ე) მარშრუტებით (გაგზავნის მარშრუტებით) და საკონტეინერო მატარებლით გადაზიდვისას, გადაზიდვის მანძილის მიუხედავად – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 450 სატარიფო კილომეტრზე;
ვ) მარშრუტებით ცხოველების გადაზიდვისას – 1 დღე-ღამეს ყოველ საწყის 150 სატარიფო კილომეტრზე.
2. იმ სარკინიგზო მიმართულებების ნუსხა, რომელზედაც ტვირთი გადაიზიდება დიდი სიჩქარით, ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ტვირთის გადაზიდვის სიჩქარეს ირჩევს და ზედნადებში აღნიშნავს ტვირთგამგზავნი. თუ ტვირთის გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ დიდი სიჩქარით ტვირთგამგზავნი ვალდებულია აღნიშნოს ეს სიჩქარე
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 67
თავი VI — ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 67, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-67/