1. არაგაბარიტული ტვირთის მიტანის ვადა, არაგაბარიტულობის მე-6 ხარისხისა და ზეგაბარიტული ტვირთის გარდა, განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით შემდეგი ნორმებით:
ა) 1 დღე-ღამე ყოველ 100 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის 1-4 ხარისხის ტვირთისთვის;
ბ) 1 დღე-ღამე ყოველ 80 კმ. მანძილზე – არაგაბარიტულობის მე-5 ხარისხის ტვირთისთვის.
2. ტვირთის მატანის ვადა არაგაბარიტულობის მე-6 ხარისხისა და ზეგაბარიტიანი ტვირთვისათვის, რომელიც სვლის მთელ გზაზე სიჩქარის სპეციალურ შეზღუდვას მოითხოვს, არ წესდება.
3. არაგაბარიტულობის 1-5 ხარისხის ტვირთის მიტანის ვადა ხანგრძლივდება:
ა) 1 დღე-ღამით – გაგზავნის მოსამზადებლად, სადგურის მიერ ტვირთის გატარებაზე ნებართვის მიღების მომენტიდან;
ბ) 1 დღე-ღამით – ტვირთის ყოველი გადაცემისთვის ერთი სადგურიდან მეორე სადგურზე;
გ) ამ წესების 70-ე და 71-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. საფრთხეშემცველი ტვირთის მიტანის ვადა განისაზღვრება ფაქტობრივად გავლილი მანძილის მიხედვით სარკინიგზო კვანძების შემოვლის გათვალისწინებით, ამ წესების 67-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 72
თავი VI — ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 72, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-72/