2. მშენებარე სარკინიგზო ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის ორჯერ შემცირებული ნორმებით და დამატებით მატულობს 2 დღე-ღამით რკინიგზის საერთო ქსელიდან მშენებარე სარკინიგზო ხაზზე (და უკან) ტვირთის გადაცემასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება სარეფრიჟერატორო სექციით, მშენებარე სარკინიგზო ხაზის ერთ ან სხვადასხვა დანიშნულების სადგურზე მდებარე რამოდენიმე ტვირთმიმღების მისამართით, ამ ხაზზე ტვირთის მიტანის ვადა გამოითვლება ამ წესების 67-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სადღეღამისო გარბენის სამჯერ შემცირებული ნორმებიდან გამომდინარე