1. ტვირთი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ მისი მიტანის ვადის გასვლამდე იგი გადმოიტვირთება დანიშნულების სადგურზე რკინიგზის მიერ, ან დატვირთული ვაგონი (კონტეინერი) გადმოსატვირთად ჩამოყენებული იქნება ტვირთმიმღების საშუალებით.
2. თუ ტვირთი საბაჟო კონტროლზეა აყვანილი, მისი მიტანის თაობაზე ტვირთმიმღებისა და საბაჟო ორგანოების შეტყობინების დღე ჩაითვლება ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ფაქტობრივ დღეთ და რკინიგზა პასუხს არ აგებს საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით ტვირთის შეჩერებისთვის დანიშნულების სადგურზე.
3. თუ ტვირთი მიტანილია საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მისი მიტანის ვადა გახანგრძლივდება დანიშნულების სადგურზე მიტანიდან საბაჟო ორგანოების სამუშაო დღის დაწყებამდე.
4. ტვირთი ვადაში მიტანილად ითვლება, თუ ის დანიშნულების სადგურზე ვადაშია მიტანილი, მაგრამ ვაგონების (კონტეინერების) მიწოდება დაყოვნდა გადმოტვირთვის ადგილის დაკავების, ტვირთის გადაზიდვის საფასურის გადაუხდელობის ან ტვირთმიმღების მოქმედებით (უმოქმედობით) გამოწვეული სხვა მიზეზით, რის თაობაზე ფორმდება საერთო ფორმის აქტი.
5. ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონი ვადაში მიტანილად ჩაითვლება, თუ იგი დანიშნულების სადგურზე მივა დადგენილი ვადის გასვლამდე და რკინიგზის შეტყობინების საფუძველზე შესაძლებელია მისი გადაცემა მიმღებისთვის.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 74
თავი VI — ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 74, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-74/