ა) 2 დღე-ღამით – ტვირთის გაგზავნასა და მიტანასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად;
ბ) 2 დღე-ღამით – სარეფრიჟერატორო სექციის დამტვირთავ-გადმომტვირთავი ყოველი შუალედური სადგურისთვის, თუ ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვა რამდენიმე სადგურზე ხორციელდება;
გ) 1 დღე-ღამით – ტვირთის გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად, თუ ტვირთი გადაიზიდება საზღვაო ტრანსპორტის გამოყენებით;
დ) 1 დღე-ღამით – პირდაპირი შერეული გადაზიდვისას ტვირთის ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე გადაცემა-მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოს ჩასატარებლად;
ე) 2 დღე-ღამით – ტვირთის გადასატვირთად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვლიან ვაგონში;
ვ) 1 დღე-ღამით – ვაგონის გადასაყენებლად სხვა ზომის ლიანდის წყვილთვალზე;
ზ) 1 დღე-ღამით – ტვირთის მისამართის შესაცვლელად;
თ) 1 დღე-ღამით – წვრილმანი გზავნილებით ან კონტეინერებით 1000 კმ-მდე, ხოლო 2 დღე-ღამით – 1000 კმ-ზე მეტ მანძილზე გადაზიდვისას, სატვირთო-სახარისხებელ ბაქნებზე ტვირთის დაგროვება-დასახარისხებლად;
ი) 1 დღე-ღამით – სასაზღვრო, საბაჟო, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, ვეტერინარიული, ფიტოსანიტარიული და სხვა სახის კონტროლის უზრუნველსაყოფად საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში;
კ) 1 დღე-ღამით – ტვირთის წონის განსასაზღვრად გაგზავნის სადგურის მომიჯნავე სადგურში