2. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ჩასასხმელ პუნქტებში მიმავალი რკინიგზის ცარიელი ცისტერნების, ბუნკერული ნახევარვაგონების გადაზიდვა მისი დავალებით ფორმდება:
ა) გუ-27-დს ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ღია ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცარიელი ცისტერნების გადაზიდვისას;
ბ) გუ-27-დტ ფორმის გადაგზავნის ზედნადებით – ცარიელი ბუნკერული ნახევარვაგონებისა და მუქი ნავთობპროდუქტებისგან დაცლილი ცისტერნების გადაზიდვისას.
3. ტვირთმიმღების მიერ გადაგზავნის ზედნადები შეივსება თითოეული დაცლილი ვაგონის მიხედვით და წარედგინება სადგურს გადმოტვირთვის (ჩამოსხმის) შესახებ შეტყობინებასთან ერთად. გადაგზავნის ზედნადების წარუდგენლად სადგურის მიერ ვაგონები არ მიიღება.
4. ტვირთმიმღები აგრეთვე ვალდებულია, მის მიერ გადმოტვირთულ თითოეულ ვაგონზე შეავსოს გადაგზავნის ზედნადების ყუა, რომელიც რჩება ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურში.
5. ტვირთმიმღებისაგან გადაგზავნის ზედნადების მიღების შემდეგ სადგური ვალდებულია, შეამოწმოს მისი შევსების სისწორე, აგრეთვე ტვირთმიმღების ხელმოწერისა და შტემპელის არსებობა ვაგონის გადმოტვირთვისა (გადმოსხმის) და დაწმენდა-დასუფთავების გრაფაში.
6. საჯარისო ნაწილების მიერ ტვირთისგან დაცლილი ცარიელი ვაგონების გადაგზავნის ზედნადებში ტვირთმიმღები არ მიუთითებს გადმომტვირთველი (ჩამომსხმელი) პირის მონაცემებს და ტვირთის მიმღების წარმომადგენლის თანამდებობას, აგრეთვე არტყამს ბეჭედსა და შტემპელს.
7. თუ ვაგონი არასრულად არის გადმოტვირთული, არ არის დაწმენდილი-დასუფთავებული და გამოუსადეგარია შემდგომი დატვირთვისათვის, ვაგონის ხელახალი დატვირთვის სადგურზე შეივსება გადაგზავნის ზედნადების უკანა მხარე, რომელიც შეიცავს მოსული ვაგონების დათვალიერების მონაცემებს.
8. გადაგზავნის ზედნადების ყველა ფორმას აქვს სასტამბო ნუმერაცია და შედგება ზედნადებისა და ზედნადების ყუისგან. გადაგზავნის ზედნადები გადაზიდვისას თან ახლავს ცარიელ ვაგონს, ხოლო ამ ზედნადების ყუა რჩება გადმოტვირთვის (ჩამოსხმის) და ცარიელი ვაგონის გაგზავნის სადგურს.
თავი VI
ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წეს