1. თუ ტვირთმიმღები შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დანიშნულების სადგური დარჩა, ტვირთმიმღების სახელწოდება და მისი კოდი გადაიშლება ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და ტვირთგამგზავნის განცხადების საფუძველზე აღინიშნება ახალი ტვირთმიმღების სახელწოდება და კოდი. ამ შესწორების დამოწმება ხდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით და სადგურის შტემპელით.
2. სვლის გზაზე ტვირთის ერთი ვაგონიდან მეორეში გადატვირთვისას გადაზიდვის დოკუმენტებში გადაიშლება ვაგონის ნომერი და მის შესახებ არსებული სხვა მონაცემები ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და მასში ჩაიწერება იმ ვაგონის მონაცემები, რომელშიც გადაიტვირთა ტვირთი. ეს ცვლილება მოწმდება სადგურის მუშაკის ხელმოწერით, რომელიც ხელმძღვანელობდა გადატვირთვას და იმ სადგურის შტემპელით, სადაც განხორციელდა სხვა ვაგონში გადატვირთვა.
3. თუ ტვირთი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, ამ მუხლით განსაზღვრული მონაცემების გარდა მასში აღინიშნება სადგურის იმ მუშაკის სახელი, გვარი და თანამდებობა, რომელიც ხელმძღვანელობდა გადატვირთვას.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 60
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 60, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-60/