ა) გრაფაში „შემოსვლისას” – აღინიშნება გადაზიდვის საბოლოო ღირებულება, დანიშნულების სადგურში გადახდილი დამატებითი საფასური და საერთო თანხა გადაზიდვის საბუთების შესაბამისად;
ბ) გრაფაში „დანიშნულების სადგურზე აკრეფილი გადასახდელები” – აღინიშნება სხვადასხვა სახის საფასურის გადახდის ქვითრის, ბანკის საანგარიშსწორებო ჩეკის, საბანკო ბარათის ან საგადასახადო მოთხოვნა-დავალების ნომერი და ანგარიშსწორების ადგილი. გადასახდელების გადახდა მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერით, ხოლო ზედნადების უკანა მხარესა და საგზაო უწყისში დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გაცემის გაფორმების დროის შესახებ;
გ) გრაფაში „გადმოტვირთვა რკინიგზის მიერ ან ჩამოყენება მიმღების საშუალებით გადმოსატვირთად” – ზედნადების უკანა მხარეზე და საგზაო უწყისში დაისმის დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელი და აღინიშნება რკინიგზის მიერ გადმოსატვირთად ტვირთის მიწოდების დრო;
დ) გრაფა „ტვირთის გატანა” (ზედნადების უკანა მხარეს) – შეივსება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის მიერ საერთო სარგებლობის ადგილებში ტვირთის გადმოტვირთვისა და დანიშნულების სადგურიდან გატანისას. თუ ტვირთის გატანა ხდება ნაწილ-ნაწილ, თითოეული ნაწილის გატანის შესახებ ამ გრაფაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. იმ სადგურზე, საიდანაც ტვირთის გატანა ხორციელდება საშვით ზედნადებში აგრეთვე მიეთითება საშვის ნომერი;
ე) გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები” (ზედნადების უკანა მხარეს) – აღინიშნება მონაცემები ამ წესების 57-ე და 58-ე მუხლების მიხედვით, თუ შეიცვალა მიტანილი ტვირთის მისამართი;
ვ) გრაფაში „აღნიშვნები ტვირთის გაცემის შესახებ” (ზედნადების უკანა მხარეს) – ტვირთის გაცემის წესის შესაბამისად მიეთითება ტვირთმიმღებისათვის ტვირთის გაცემის თაობაზე,;
2. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, იგი შეივსება ამ მუხლით განსაზღვრული წესით