1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის თითოეულ გზავნილზე გაგზავნის სადგურს წარუდგინოს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად შევსებული ზედნადები.
2. ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნმა უნდა მიუთითოს ტვირთის ზუსტი დასახელება საძიებლის მიხედვით და საავარიო ბარათის ნომერი. თუ საფრთხეშემცველი ტვირთის დასახელება საძიებელში ზოგადად არის მოცემული, მაშინ ტვირთგამგზავნმა ზედნადებში დამატებით უნდა მიუთითოს ტვირთის დასახელება სტანდარტის ან ტექნიკური პირობის შესაბამისად.
3. თუ საძიებლის მე-2 გრაფაში არ არის აღნიშნული საავარიო ბარათის ნომერი, ტვირთგამგზავნი საავარიო ბარათს თან ურთავს ზედნადებს. ამ შემთხვევაში ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” მან უნდა მიუთითოს: „საავარიო ბარათი თან ერთვის”.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 10
თავი 4 — საბუთების გაფორმება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-10/