1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:
ა) გადაზიდვის პირვანდელ საბუთებში – ტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, განკარგულების თარიღი, ნომერი და ახალი დანიშნულების სადგურის სახელწოდება;
ბ) გადაზიდვის ახალ საბუთებში – ტვირთის მისამართის შეცვლის თაობაზე განკარგულების გამცემი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, განკარგულების თარიღი, ნომერი, პირვანდელი ზედნადების ნომერი, გაგზავნის და დანიშნულების სადგურის სახელწოდება.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღნიშვნები მოწმდება სადგურის უფლებამოსილი მუშაკის ხელმოწერითა და მისამართის შეცვლის გამფორმებელი სადგურის შტემპელით.
3. ტვირთის გადაზიდვისას ელექტრონული ზედნადებით გადაზიდვის საბუთები ფორმდება იგივე წესით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 58
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 58, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-58/