2. ტვირთგამგზავნი ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:
ა) გრაფაში „სიჩქარე” – აღინიშნება გადაზიდვის სიჩქარე (სატვირთო ან დიდი). თუ გადაზიდვა დადგენილია მხოლოდ დიდი სიჩქარით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ამ გრაფაში მიუთითოს სწორედ ეს სიჩქარე;
ბ) გრაფები „ვაგონის სახეობა”, „ვაგონის ნომერი”, ვაგონის ტვირთამწეობა”, „ღერძების რაოდენობა”, „საკისრების მონაცემები”, „მიბმის კოდი”, „ვაგონის ტიპი”, „ვაგონის ძარის მოცულობა”, „დატვირთვის ტექნიკური ნორმა” – შეივსება თითოეულ ვაგონზე, თუ დატვირთვა განხორციელდა ტვირთგამგზავნის საშუალებებით. სარეფრიჟერატორო სექციებით გადაზიდვისას გრაფაში „ვაგონის სახეობა” ჩაიწერება ასოები „სს”, ხოლო გრაფაში „ვაგონის ნომერი” წილადით აღინიშნება: მრიცხველში – სარეფრიჟერატორო სექციის ნომერი, მნიშვნელში – ვაგონის ნომერი და ვაგონის მესაკუთრე რკინიგზის ციფრული კოდი;
გ) გრაფა „არაგაბარატულობის სახეობა” – შეივსება მხოლოდ ტვირთის არაგაბარიტულობისას და აღინიშნება არაგაბარიტულობის ხუთნიშნა ინდექსით;
დ) გრაფაში „დატვირთვის ნორმა” – აღინიშნება ვაგონის დატვირთვის საქსელო ან ტექნიკური ნორმა, ხოლო, თუ ტვირთზე ტექნიკური ნორმა არ არის დადგენილი, ამ გრაფაში შემოკლებით მიეთითება: „არ/დადგ.”;
ე) გრაფაში „გაგზავნის სადგური” – აღნიშნება გაგზავნის სადგურის ზუსტი სახელწოდება. ეს გრაფა შეიძლება, შეავსოს სადგურის შტემპელის გამოყენებით. თუ იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, გრაფაში „გაგზავნის სადგური” მიეთითება ნავსადგურებთან განლაგებული პორტისპირა ან სასაზღვრო გადამცემი სადგური. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის საბუთს უკეთდება აღნიშნვა – „იმპორტი”. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, გაგზავნის სადგურის სახელწოდება აღინიშნება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემისათვის გათვალისწინებული სადგურების კლასიფიკატორის შესაბამისად;
ვ) გრაფაში „დანიშნულების სადგური” – აღინიშნება ტვირთის დანიშნულების სადგურის ზუსტი სახელწოდება. თუ ტვირთი გადაიზიდება იმ სადგურისაკენ, სადაც გადმოტვირთვა ხორციელდება მხოლოდ მისასვლელ ლიანდაგზე, ამ გრაფაში, სადგურის სახელწოდებასთან ერთად, კეთდება აღნიშვნა: „მისასვლელ ლიანდაგზე ჩამოყენებით...…” და მიეთითება იმ მიმღების დასახელება, რომლის მომსახურებისათვის არის განკუთვნილი მისასვლელი ლიანდაგი. თუ საექსპორტო ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო სადგურების გავლით, აღნიშნულ გრაფაში მიეთითება სასაზღვრო გადამცემი ან საზღვაო ნავსადგურისპირა სადგური. ამ შემთხვევაში, გადაზიდვის საბუთში კეთდება აღნიშნვა – „ექსპორტი”. თუ ტვირთი გადაიზიდა ელექტრონული ზედნადებით, დანიშნულების სადგურის სახელწოდება მიეთითება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის კლასიფიკატორის შესაბამისად;
ზ) გრაფაში „გამგზავნი” – აღინიშნება მხოლოდ ერთი ტვირთგამგზავნი იურიდიული პირის ზუსტი საფირმო სახელწოდება და კოდი, ხოლო თუ ტვირთგამგზავნი ფიზიკური პირია – მისი სახელი, გვარი და საპასპორტო მონაცემები. თუ იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საზღვაო ნავსადგურებისა და სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, მიუთითოს ის იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც თავისი ან ტვირთის მესაკუთრის სახელით ტვირთს გადასაზიდად წარუდგენს რკინიგზას;
თ) გრაფაში „გამგზავნის საფოსტო მისამართი” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის სრული საფოსტო მისამართი, ინდექსის, რაიონის, ქალაქის, ქუჩის და სახლის ნომრის მითითებით;
ი) გრაფები „მიმღები” და „მიმღების საფოსტო მისამართი” შეივსება ამ მუხლის „ზ” და „თ” ქვეპუნქტების ანალოგიურად;
კ) „გამგზავნი” და „მიმღები” გრაფების შევსებისას მიეთითება მხოლოდ ერთი იურიდიული პირის სახელწოდება ან ფიზიკური პირის გვარ-სახელი;
ლ) გრაფაში „გადამხდელი” – აღინიშნება იმ პირის დასახელება და კოდი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვასთან დაკავშირებულ ანგარიშწორებას ტვირთის გაგზავნა-გადაცემისას;
მ) გრაფაში „გამგზავნის ნიშნები” – აღინიშნება სატვირთო ადგილებზე ტვირთგამგზავნის მიერ დატანებული განმასხვავებელი ნიშნები.
ნ) გრაფაში „ადგილების რაოდენობა” – აღინიშნება ტვირთის ადგილების რაოდენობა ტვირთის თითოეული დასახელებისა (კრებსითი გზავნილი) და შეფუთვის სახეობის მიხედვით, აგრეთვე ადგილების საერთო რაოდენობა. თუ ტვირთი გადაიზიდება პაკეტებით ქვეშზე, ამ გრაფაში წილადით მიეთითება: მრიცხველში – ქვეშზე დაწყობილი პაკეტების რაოდენობა, მნიშვნელში – პაკეტებში ადგილების საერთო რაოდენობა;
ო) გრაფაში „შეფუთვა” – შემოკლებით აღინიშნება ტვირთის ტარის სახეობა. თუ ტვირთი შეუფუთავად გადაიზიდება, ამ გრაფაში შემოკლებით აღინიშნება „შეუფ.”;
პ) გრაფაში „ტვირთის დასახელება” – აღინიშნება ტვირთის ზუსტი სრული დასახელება. თუ ზედნადებში არ არის საკმარისი ადგილი ერთი გზავნილით გადასაზიდი მთელი ტვირთის ჩამოსათვლელად, ტვირთგამგზავნი იურიდიული პირი, თავის საფირმო ბლანკზე, ადგენს მთელი გადასაზიდი ტვირთის ნუსხას ნიშნების, ადგილების რაოდენობის, შეფუთვის, დასახელებისა და წონის მითითებით. ნუსხა დგება საფინანსო ოპერაციებში მოსახმარი ბეჭდით დამოწმებულ და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ ოთხ ეგზემპლარად. ზედნადების შესაბამის გრაფებში მიეთითება ტვირთის საერთო რაოდენობა და წონა, ხოლო გრაფაში “ტვირთის დასახელება” აღინიშნება: „კრებსითი გაგზავნა, ტვირთის ნუსხა თან ერთვის”. ნუსხის თითოეულ ეგზემპლარზე მიეთითება ზედნადების ნომერი და აღიბეჭდება გაგზავნის სადგურის კალენდარული შტემპელი. ნუსხის ეგზემპლარი თან უნდა დაერთოს ზედნადებს, ხოლო ერთი პირი, ტვირთის მიღების ქვითართან ერთად, გადაეცემა ტვირთგამგზავნს. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ტვირთის დასახელება აღინიშნება ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის კლასიფიკატორის შესაბამისად. გრაფაში „ტვირთის დასახელება” აგრეთვე მიეთითება:
პ.ა) ხე-ტყის შტაბელებად გადაზიდვისას – დატვირთვის გაბარიტის ზედა შევიწროვებულ ნაწილში მოთავსებული ძირითადი შტაბელების რაოდენობა და სიმაღლე;
პ.ბ) მორების და დახერხილი ხე-ტყის გადაზიდვისას – მორების და დახერხილი მასალის სიმაღლე ნახევარვაგონის ბორტის დონესთან შედარებით;
პ.გ) ჩამოსასხმელი ტვირთის გადაზიდვისას – ჩამოსხმის სიმაღლე, სიმკვრივე და ტვირთის ტემპერატურა;
პ.დ) ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) გამყოლით გადაზიდვისას – გამყოლის სახელი, გვარი, პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია, ნომერი და სამედიცინო მოწმობის ნომერი. ელექტრონული ზედნადების გამოყენებისას, აგრეთვე აღინიშნება გამყოლთა რაოდენობა. თუ გადასაზიდად წარდგენილია ვაგონები, რომლებიც რკინიგზას არ ეკუთვნის ან მის მიერ სხვა პირთა დროებით სასყიდლიან სარგებლობაშია გადაცემული, ტვირთგამგზავნი ვალდებულია, ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” შეიტანოს შესაბამისი აღნიშნვა. თუ ტვირთი გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, ამ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „გადაზიდვა განსაკუთრებული პირობებით“;
რ) გრაფა „გამგზავნის მიერ კგ-ობით განსაზღვრული ტვირთის წონა” – შეივსება ტვირთგამგზავნის მიერ, როდესაც ტვირთის წონა განსაზღვრულია მისი მონაწილეობით. თუ ტვირთის წონა დადგენილია სავაგონო სასწორზე, შესაბამის გრაფებში მიეთითება მისი ბრუტო, ნეტო და ვაგონის ტარის წონა. თუ ერთი გადაზიდვის საბუთით გადასაზიდად წარდგენლია სხვადასხვა დასახელებისა და შეფუთვის ცალკეული ტვირთი, ცალცალკე უნდა აღინიშნოს თითოეული დასახელების ტვირთის და აღნიშნული საბუთით წარდგენილი ტვირთის საერთო წონა;
ს) გრაფაში „ადგილების საერთო რაოდენობა” – სიტყვიერად აღინიშნება გადასაზიდად წარდგენილი ყველა დასახელების ტვირთის ადგილების საერთო რაოდენობა;
ტ) გრაფაში „საერთო წონა” – სიტყვიერად აღინიშნება გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის საერთო წონა, დადგენილი ტვირთგამგზავნის მიერ ან მისი მონაწილეობით;
უ) გრაფაში „წონის განსაზღვრის ხერხი” – აღინიშნება, რა ხერხით განისაზღვრება ტვირთის წონა ტვირთგამგზავნის მიერ ან მისი მონაწილეობით; თუ ტვირთის წონა დადგენილია სტანდარტის მიხედვით, ამ გრაფაში მიეთითება ერთი სატვირთო ადგილის სტანდარტული წონის ბრუტო და ნეტო;
ფ) გრაფებში „სსმ’’-ს (საკეტ-საპლომბი მოწყობილობის) მონაცემები”, „სსმ ტიპი და საკონტ.ნიშნები” – აღინიშნება, თუ ვის მიერ არის დაყენებული საკეტ-საპლომბი მოწყობილობა, მისი ტიპი, მასზე მითითებული გაგზავნის რკინიგზის შემოკლებული სახელწოდება და საკონტროლო ნიშნები;
ქ) გრაფაში „გამოცხადებული ფასეულობა” – სიტყვიერად აღინიშნება ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გამოცხადებული ღირებულება ეროვნული ვალუტით;
ღ) გრაფაში „პასუხს ვაგებ ზედნადებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე” – აღინიშნება ტვირთგამგზავნის სახელი, გვარი და ხელი მოეწერება მის მიერ, ხოლო, თუ გადაზიდვის საბუთებს ავსებს ტვირთგამგზავნის უფლებამოსილი წარმომადგენელი – დამატებით მიეთითება მისი თანამდებობა;
ყ) ზედნადების უკანა მხარეს, გრაფა „ტვირთის განლაგება და დამაგრება” – შეივსება ვაგონებსა და კონტეინერებში ტვირთის განლაგებისა და დამაგრების ტექნიკური პირობების (შემდგომ – ტექნიკური პირობები) შესაბამისად და დასტურდება შემვსები პირის ხელმოწერით, მისი სახელის, გვარისა და თანამდებობის მითითებით. იგივე მონაცემები აღინიშნება ელექტრონულ ზედნადებში;
შ) გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები” (ზედნადების უკანა მხარე) – ამ წესებითა და ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ტვირთგამგზავნი აღნიშნავს:
შ.ა) ტვირთის ქვეშზე გადასაზიდად წარდგენისას – ქვეშების რაოდენობას, ტვირთგამგზავნის მიერ ვაგონში დაყენებული იმ სამარჯვების დასახელებასა და რაოდენობას, რომელიც უნდა გადაეცეს ტვირთმიმღებს დანიშნულების სადგურში;
შ.ბ) მოსახსნელ-მოწყობილიანი და სათბუნებლიანი ტვირთის გადაზიდვისას – მოწყობილობისა და სათბუნებლის წონას;
შ.გ) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის შეყინვისაგან დასაცავად მიღებულ პროფილაქტიკურ ზომებს;
შ.დ) გადასაზიდად წარდგენილი შეუფუთავი ტვირთის ხილულ დაზიანებებს;
შ.ე) ტვირთგამგზავნის თანდართულ საბუთებს (სპეციფიკაცია, ტექნიკური პასპორტი და სხვა), რომელიც დამაგრებულია გადაზიდვის დოკუმენტებზე. თუ საექსპორტო და იმპორტული ტვირთი გადაიზიდება არაპირდაპირი საერთაშორისო მიმოსვლით, საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ან სასაზღვრო გადამცემი სადგურების გავლით, ზედნადების მე-4 გრაფაში ტვირთგამგზავნს შეაქვს, ხოლო პორტისპირა ან სასაზღვრო გადამცემი სადგურის უფლებამოსილ მუშაკს საგზაო უწყისსა და საგზაო უწყისის ყუაზე, „მიმღების” გრაფაში გადააქვს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილ აღნიშვნათაგან:
შ.ე.ა) საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას საზღვაო ნავსადგურების გავლით – „იგზავნება წყლის ტრანსპორტით... (აღინიშნება დანიშნულების ქვეყანა და ნავსადგური)”;
შ.ე.ბ) საექსპორტო ტვირთის გადაზიდვისას სასაზღვრო გადამცემი ნავსადგურებიდან – „იგზავნება ... (აღინიშნება დანიშნულების ქვეყანა)”;
შ.ე.გ) იმპორტული ტვირთის გადაზიდვისას საზღვაო ნავსადგურებიდან – „შემოტანილია წყლის ტრანსპორტით ... (აღინიშნება გამომგზავნი ქვეყანა, ნავსადგურები)”;
შ.ე.დ) იმპორტული ტვირთის გადაზიდვისას სასაზღვრო გადამცემი სადგურებიდან – „შემოტანილია ... (აღინიშნება გამგზავნი ქვეყანა)”. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, მე-4 გრაფაში დამატებით შეიტანოს სხვა აღნიშვნებიც, რომლებიც არ არის დადგენილი ამ წესებით.
3. საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვისას გადაზიდვის საბუთები შეივსება რკინიგზით საფრთხეშემცვლელი ტვირთის გადაზიდვის წესის შესაბამისად
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 53. 1. უფლებამოსილი პირის რეკვეზიტების მიხედვით ელექტრონულ ზედნადებს ავსებს ტვირთგამგზავნი ან გაგზავნის სადგური
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 10. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის თითოეულ გზავნილზე გაგზავნის სადგურს წარუდგინოს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად შევსებული ზედნადები
- მუხლი 92. 1. ტვირთგამგზავნი ან ფეთქებადი ნივთიერების ღია მოძრავ შემადგენლობაზე დატვირთვა-განლაგებასა და დამაგრებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში გააკეთოს შესაბამისი აღ
- მუხლი 102. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ტვირთგამგზავნის ვაგონში (კონტეინერში), იგი ვალდებულია თითოეული დატვირთვის წინ სადგურსა და სავაგონო დეპოს წარუდგინოს ვაგონისა (კონტეინერის) და მისი მოწყობილობის ტ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 46. 1. ეს წესი განსაზღვრავს ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების პირობებს გაგზავნის სახეობის მიხედვით
- მუხლი 47. 1. გადაზიდვის საბუთების ბლანკები შეივსება საბეჭდი მანქანის, მათ შორის, კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით, ან ხელით, მელნიანი (ბურთულიანი) კალმით, ხოლო ცალკეული მონაცემები აღინიშნება შტემპელით
- მუხლი 48. 1. ამ წესების შესაბამისად ტვირთგამგზავნის მიერ გაფორმებული ზედნადები და მის საფუძველზე გაცემული ტვირთის მიღების ქვითარი ადასტურებენ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულების დადებას
- მუხლი 49. 1. აკრძალულია გადაზიდვის გაფორმება ერთი გადაზიდვის საბუთით, თუ:
- მუხლი 50. 1. ტვირთგამგზავნი ქონებრივად აგებს პასუხს ზედნადებში შეტანილი მონაცემების უტყუარობასა და არასწორი, უზუსტო და არასრული მონაცემების შეტანით გამოწვეულ შედეგზე
- მუხლი 52. 1. ელექტრონული ზედნადები შეივსება და გადაიცემა უქაღალდო ტექნოლოგიითა და ელექტრონული ზედნადებით ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის ტექნიკური და პროგრამული საშუალებების
- მუხლი 54. ზედნადები გაგზავნის სადგურის მიერ შეივსება შემდეგი წესით:
- მუხლი 55. 1. ზედნადებისა და საგზაო უწყისის უკანა მხარეს, აგრეთვე საგზაო უწყისის ყუის წინაპირზე და ტვირთის გადასაზიდად მიღების ქვითარზე დაისმის სადგურის კალენდარული შტემპელი, ტვირთის გადასაზიდად მიღების დროის ჩვ
- მუხლი 57. 1. სადგური სვლის გზაზე ზედნადებს ავსებს შემდეგი წესით:
- მუხლი 58. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:
- მუხლი 59. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 53, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-53/