1. გადაზიდვის საბუთების ბლანკები შეივსება საბეჭდი მანქანის, მათ შორის, კომპიუტერული საშუალებების გამოყენებით, ან ხელით, მელნიანი (ბურთულიანი) კალმით, ხოლო ცალკეული მონაცემები აღინიშნება შტემპელით.
2. გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების წაშლა ან გადახაზვა აკრძალულია.
3. ტვირთგამგზავნის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების შეცვლის აუცილებლობისას იგი ვალდებულია შეავსოს ამ საბუთების ახალი ბლანკი.
4. რკინიგზის მიერ გადაზიდვის საბუთებში შეტანილი მონაცემების ცვლილებებსა და დამატებებს გადაზიდვის საბუთებს შემდგენელი რკინიგზის მუშაკი ამოწმებს ხელმოწერითა და სადგურის შტემპელით.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 47
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 47, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-47/