2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:

ა) შედგენის თარიღი და ადგილი;

ბ) შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;

გ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და პირადი ნომრები, დაბადების თარიღი, მისამართი, სამუშაო ადგილი;

დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;

ვ) მოწმეთა და დაზარალებულთა გვარები და მისამართები, თუ ისინი არიან;

ზ) შემდგენისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერები