2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.
4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, პირადი ნომერი); სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ჯარიმის ოდენობა; მოწმისა და დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); საჭიროების შემთხვევაში, ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირისა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა; შენიშვნა, რომელშიც შეიძლება აღინიშნოს სამართალდარღვევასთან დაკავშირებული გარემოებები ან/და დოკუმენტებ