2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში (დანართი №7) აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (მათ შორის, პირადი ნომერი); დაზარალებულთა სახელები, გვარები და მისამართები (თუ ისინი არიან); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისგმებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; მცურავი ობიექტის მონაცემები (თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილია მცურავი ობიექტის გამოყენებით), მათ შორის IMO-ის (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომელიც მცურავ ობიექტებს ანიჭებს სარეგისტრაციო ნომერს) ნომერი; მოწმის სახელი, გვარი და მისამართი (თუ არის); ოქმზე თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სამართალდამრღვევის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტება და საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობებ