2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე;
ბ) ნაწილი II – სამართალდარღვევის ოქმის ყუა.
3. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს ავსებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი, გარდა საბანკო კოდისა და მიმღები მოლარის მონაცემებისა.
4. სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი (სახელწოდება), დაბადების თარიღი (რეგისტრაციის თარიღი), მისამართი (იურიდიული მისამართი), მოქალაქეობა, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი, ან პასპორტის ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი); სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი; ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის შემოწმების შეთხვევაში შემოწმების შედეგი, რომელიც ადასტურებს მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტს; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); მიმღები მოლარე, მისი ხელმოწერა და თარიღი, საბანკო კოდი; ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
5. სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემომტანის მიერ I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი); ჯარიმის ოდენობა; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის; სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი; საბანკო კოდი, სახაზინო კოდი; მიმღები მოლარის ხელმოწერა; ჯარიმის შემომტანის ხელმოწერა; თარიღი.
6. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების იმ დანაყოფების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიე