2. ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
3. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაციული დაკავების ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე – გადაეცემა დაკავებულ