2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში აღინიშნება: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, გვარი; მონაცემები დამრღვევი პიროვნების შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, მართვის მოწმობის სერია და ნომერი ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი, ან პირადი ნომერი); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები; ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის; დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი; სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი; მოწმის და/ან დაზარალებულის სახელი, გვარი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში); ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში); მოწმის და/ან დაზარალებულის ხელმოწერა. ამასთან, მათ მიერ ოქმზე ხელმოწერა სავალდებულო არ არის; ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა; სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარი.
3. სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილს. ბეჭედი დაისმება საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა