2. პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენელი თანამდებობის პირი და პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვა. თუ პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.

3. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი სრულდება გარკვევით. დაუშვებელია ოქმში გადახაზვა, გადაშლა, გადაფხეკა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული ოქმი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

4. პირადი და ნივთების გასინჯვის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგანაც პირველი ეგზემპლარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმსა და სხვა მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად უფლებამოსილ სასამართლოს, ხოლო მეორე გადაეცემა პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა პირადი და ნივთების გასინჯვ