მუხლი 251. ადმინისტრაციული დაკავების, გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის გასაჩივრება
თავი XIX — ადმინისტრაციული დაკავება, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა
ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
თავი XX. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში მონაწილე პირე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(43)
საქმე №ბს-997(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.01.2025
…გრანტის სახსრების მიზნობრივ გამოყენებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან წარმოშობილი სადავო სამართალურთიერთობა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული…
საქმე №ბს-1170(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.09.2023
…მიღებიდან კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ მისი დაკავება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში და პროკურორთან, რომლითაც მოითხოვა დაკავების/პირადი გასინჯვის უკანონოდ ცნობა და ზიანის ანაზღაურება. გ. რ-ამ გასაჩივრების საფუძვლად მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა…
საქმე №ბს-197(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.05.2023
…საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, ამგვარი ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით ( სასკ-ის 251 მუხლი). გასათვალისწინებელია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების არსებობა იმთავითვე არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ ხელშეკრულების ფარგლებში…
საქმე №ბს-648(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.10.2021
…განხორციელების ვალდებულებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და აღნიშნული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული დავა სსსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სასკ-ის 251 მუხლის, სზაკ-ის 65.2 და 65.1 მუხლების საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას წარმოადგენს. შესაბამისად, ბოლნისის რაიონული…
საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
…დადგენილი წესით საჩივრის წარუდგენლობა, გამორიცხავს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას კანონმდებლობის მოთხოვნათა დაუცველობას და შესაბამისად, უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა…
საქმე №ბს-748(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2020
საქმე №ბს-431(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.05.2019
…შესახებ. დაკავებულ და ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტის დასადგენად წარსადგენ პირს მისი უფლებების შესახებ განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 251-ე მუხლის შესაბამისად. 7. ინსტრუქციის მე-5 მუხლი მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული…