გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.10.2018
საქმის ნომერი
330310016001583667
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/8027-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი

სხდომის მდივანი: თ----- ბარნოვი

მოსარჩელეები:

1. ლ---- ჯ------–---–ი;

2. გ---–- ძ---------–---–ი;

3. მ------ კ----------ე;

4. შ------- გ-------;

5. მ----- კ--–------ე;

6. გ------- კ------–---–ი;

7. თ----- თ-----------------;

წარმომადგენელი: ე---------------–---–-------------------–-;

 

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი: მ---------------–-ძე;

 

დავის საგანი: მ------–-----------------------------.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მ------–----------------------------- თითოეული მოსარჩელის - ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს მიმართ - 3000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელში აღინიშნა, რომ მოსარჩელეეები (გარდა ლ---- ჯ------–---–ისა) წარმოადგენენ LGBTI აქტივისტებს, წლების განმავლობაში დაკავებული არიან აქტივიზმით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით ცდილობენ ჰომოფობიურ გარემოსთან ბრძოლას. 2016 წლის 17 მაისს სურდათ ესარგებლათ მშვდობიანი შეკრების უფლებით და ამ გზით გამოეხატათ საკუთარი პოზიცია ჰომოფობიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა შეკრების ადგილის განსაზღვრისთვის, მაგრამ იმ დღეს თბილისში არსებული ყველა საჯარო სივრცე დაკავებული გახლდათ, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა მიცემული აქტივისტებისათვის და თემის წევრებისათვის უსაფრთხოების სათანადო გარანტიები, შესაბამისად, 17 მაისს აქტივისტებს არ მიეცათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და მათი მხრიდან გამოხატვის ერთაერთ შესაძლებლობას პარტიზანული ქმედებების განხორციელება წარმოადგენდა. მითითებული გარემოებიდან გამომდინარე 2016 წლის 17 მაისის ღამეს, მოსარჩელეებმა (გარდა ლ---- ჯ------–---–ისა), ქ. თბილისში ერეკლე II ქუჩა N1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე გააკეთეს ჰომოფობიური პოლიტიკის საწინააღმდეგო წარწერები. მათი მიმართულებით გამოჩნდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამკაცები, რომლებიც მათ შეაფასეს როგორც ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები და გაიქცნენ. ამასთან არ გაკეთდა განცხადება, რომ ეს პირები წარმოადგენდნენ პოლიციელებს. პოლიციის მიერ მათი დაკავება განხორციელდა იძულებითი ღონისძიებების გამოყენებით და ის გარემოება რომ ადმინისტრაციული წესით იქნენ დაკავებულები მათთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, სადაც შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმები ასკ-ის 150.1. და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის. პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პერიოდში უარი ეთქვათ მნიშვნელოვანი საპროცესო უფლებების განხორციელებაზე, მათ შორის ადვოკატთან დაკავშირებაზე. პოლიციის განყოფილებაში ყოფნისა და შემდგომში სასამართლოში წარდგენის პერიოდში პოლიციის მხრიდან გამოყენებული იქნა სიძულვილის ენა, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა პოლიციის ქმედებებისა და თავისუფლების აღკვეთის შედეგად განცდილი სტრესი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მოითხოვა უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების N----------- ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა გ---–- ძ---------–---–ი ( პ--------------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამა წლის 17 მაისს მოქალაქე გ---–- ძ---------–---–ი ადმინისტრაციული წესით გამოვლენილი იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. გ---–- ძ---------–---–მა დაკავებისას პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.1.2. 2016 წლის 17 მაისის გ---–- ძ---------–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N---------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ...; დამრღვევის სახელი, გვარი: გ---–- ძ---------–---–ი; დაბადების თარიღი: 07.03.1990; პირადი ნომერი: 0----------; მისამართი: ქ. ლ-----------------; სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს ღამის საათებში მოქ. გ---–- ძ---------–---–ი ქ. თბილისში ერეკლე II ქ. N1-ში საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ხატავდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რითაც დაარღვია 150-ე და 173-ე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლები. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3518-16), 1) გ---–- ძ---------–---–ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისროს ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) გ---–- ძ---------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდეს, სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით (საქმე N4/ა-709-16), გ---–- ძ---------–---–ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის N4/3518-16 დადგენილებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს.ფ. 71; ტ-I) );

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 67; ტ-I);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილება (საქმე N4/ა-709-16) (იხ. ს.ფ. 22-31; ტ-II.

 

3.2.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების Nბი0-------- ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა თ----- თ----------------- (პ--------------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამა წლის 17 მაისს მოქალაქე თ----- თ----------------- ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. ასევე თ----- თ----------------მა დაკავების დროს გაუწია წინააღმდეგობა. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.2.2. 2016 წლის 17 მაისს თ----- თ-----------------ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ...; დამრღვევის სახელი, გვარი: თ----- თ----------------- (პ--------------) სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს მოქალაქე თ----- თ----------------- ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მასზედ, რომ იგი ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, ისეთ ადგილას რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3521-16), 1)თ----- თ----------------- (პ--------------) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისროს ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) თ----- თ-----------------ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდეს, სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

3.2.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით (საქმე N4/ა-710-16), თ----- თ-----------------ს საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის N4/3521-16 დადგენილებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 85; ტ -I )

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს .ფ. 89; ტ -I );

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილება (საქმე N4/ა-710-16) (იხ. ს. ფ. 32-41; ტ-II.)

 

3.3.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების Nბი0-------- ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა გ------- კ------–---–ი (პ/ნ 0----------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამა წლის 17 მაისს მოქალაქე გ------- კ------–---–ი ადმინისტრაციული წესით გამოვლენილ იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნა. ასკ.ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.3.2. 2016 წლის 17 მაისს გ------- კ------–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ... ; დამრღვევის სახელი, გვარი: გ------- კ------–---–ი; ( პ/ნ 0----------) სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს მოქალაქე გ------- კ------–---–ი ადმინისტრაციული წესით გამოვლენილ იქნა მასზედ, რომ იგი ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობას კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. პოლიციამ მოუწოდა შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, თუმცა იგი არ დაემორჩილა მოთხოვნას. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.3.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის დადგენილებით (საქმე4/3522-16), 1) გ------- კ------–---–ი ( პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) გ------- კ------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

3.3.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილებით (საქმე N4/ა-711-16), გ------- კ------–---–ის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის N4/3522-16 დადგენილებაზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს. ფ. 105; ტ-I);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს. ფ. 103; ტ-I );

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის დადგენილება (საქმე4/3522-16) (იხ. ს.ფ. 77-82; ტ-I);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის დადგენილება (საქმე N4/ა-711-16) (იხ. ს. ფ. 12-21; ტ-II).

 

3.4.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების Nბი0-------- ოქმის თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა შ------- გ------- (პ/ნ 0----------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: 2016 წლის 17 მაისს შ------- გ------- თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. ასევე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.4.2. 2016 წლის 17 მაისს შ------- გ-------ს მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: ინსპექტორ-გამომძიებელი ... დამრღვევის სახელი, გვარი: შ------- გ-------(პ/ნ 0----------); სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მოქალაქე შ------- გ------- რომელიც ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, ისეთ ადგილას რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3519-16), 1)შ------- გ------- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) შ------- გ-------ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ სამართალდარღევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდა სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ.ს.ფ. 112 ; ტ-I);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 196; ტ-I);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება (საქმე N4/3519-16). (იხ. ს.ფ. 122-127; ტ-I);

 

3.5.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის Nბი0-------- თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მ------ კ----------ე (დაბ. 10.10.1991, პ/ნ 0----------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამა წლის 17 მაისს მოქალაქე მ------ კ----------ე ადმინისტრაციული წესით გამოვლენილ იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. მ.კ----------ე არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ შეეწყვიტა აღნიშნული ფაქტი და პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.5.2. 2016 წლის 17 მაისს მ------ კ----------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: ინსპექტორ-გამომძიებელი ...; დამრღვევის სახელი, გვარი: მ------ კ----------ე; (პ/ნ 0----------) სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მოქალაქე მ------ კ----------ე რომელიც ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, ისეთ ადგილას რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3517-16), 1) მ------ კ----------ე (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) მ------ კ----------ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდეს, სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს.ფ. 129; ტ-I);

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს. ფ. 131; ტ-I);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება (საქმე N4/3517-16).

 

3.6.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის Nბი0-------- თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მ----- კ--–------ე (დაბ. 10.10.1991, პ/ნ 0----------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამა წლის 17 მაისს მოქალაქე მ----- კ--–------ე ადმინისტრაციული წესით გამოვლენილ იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. მ----- კ--–------ე არ დაემორჩილა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ შეეწყვიტა ზემოაღნიშნული ფაქტი და პოლიციის თანამშრომლებს გაუწია წინააღმდეგობა. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.6.2. 2016 წლის 17 მაისს მ----- კ--–------ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: ინსპექტორ-გამომძიებელი ...; დამრღვევის სახელი, გვარი: მ----- კ--–------ე; დაბადების თარიღი: 02.06.1986; პირადი ნომერი: 1----------; სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მოქალაქე მ----- კ--–------ე, რომელიც ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, ისეთ ადგილას რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3520-16) 1) მ----- კ--–------ე ( პ/ნ 1----------) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისროს ჯარიმა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2) მ----- კ--–------ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში შეწყდა, სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს.ფ. 184; ტ-I);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს. ფ. ს.ფ. 18; ტ-I );

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილება(საქმე N4/3520-16)

 

3.7.1. 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმის Nბი00------- თანახმად, 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ლ---- ჯ------–---–ი (პ--------------), დაკავების დრო: 03:55; დაკავების საფუძველი: ამაწლის 17 მაისს მოქალაქე ლ---- ჯ------–---–ი ადმინისტრაციული წესით გამოვლენილ იქნა მასზედ, რომ იგი თბილისში, ერეკლე II ქუჩა 1-ში მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს. ისეთ ადგილას, რომელიც არ არის საამისოდ გამოყოფილი. ლ---- ჯ------–---–მა დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა. ასკ-ის 150-ე, 173-ე მუხლები.

 

3.7.2. 2016 წლის 17 მაისს ლ---- ჯ------–---–ის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0--------. ოქმში აღინიშნა: შედგენის თარიღი: 17.05.2016 წელი; შედგენის ადგილი: ქ. თბილისი; ოქმის შემდგენლის სახელი, გვარი და თანამდებობა: ინსპექტორ-გამომძიებელი ...; დამრღვევის სახელი, გვარი: ლ---- ჯ------–---–ი; (პ/ნ 0----------) სამართალდარღვევის ჩადენის დრო, არსი, სიმთვრალეზე შემოწმების შედეგები: 2016 წლის 17 მაისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა მოქალაქე ლ---- ჯ------–---–ი, რომელიც ერეკლე II ქუჩა N1, მდებარე საპატრიარქოს შენობის კედელზე საღებავით ასრულებდა სხვადასხვა სახის ნახატებს და წარწერებს, ისეთ ადგილას რომელიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. მოქალაქემ დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. ასკ-ის მუხლი: 150, 173.

 

3.7.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3516-16), ლ---- ჯ------–---–ის (პ/ნ 0----------) მიმართ 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N0-------- ოქმის საფუძველზე დაწყებული N4/3516 ადმინისტრაციული სამართალდარღევის საქმის წარმოება შეწყდა .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (იხ. ს. ფ. 177; ტ-I );

- ადმინისტრაციული დაკავების ოქმი (იხ. ს.ფ. 176; ტ-I );

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016

წლის 20 ივნისის დადგენილებით (საქმე N4/3516-16) (იხ.ს.ფ. 169-173; ტ-I ).

 

3.8. წინამდებარე საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განჩინებით, დაუშვებლობის გამო შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელეების ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელეების: 1. ლ---- ჯ------–---–ის (Nბი00-------); 2. გ---–- ძ---------–---–ის (N-----------); 3. მ----- კ--–------ის (Nბი0--------); 4. შ------- გ-------ს (Nბი0--------); 5. გ------- კ------–---–ის (Nბი0--------); 6. თ----- თ-----------------ს (Nბი0--------); 7. მ------ კ----------ის (Nბი0--------) 2016 წლის 17 მაისის ადმინისტრაციული დაკავების ოქმები.

 

3.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით (საქმე №3ბ/2386-17) ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თარხან -მოურავის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 აგვისტოს განჩინება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის

24 აგვისტოს განჩინება (იხ. ს.ფ. 270-280; ტ-I );

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017

წლის 30 ნოემბრის განჩინება (იხ.ს.ფ. 301-315; ტ-I ).

 

3.10. საქმეშია წარმოდგენილია ა(ა)იპ ,,წა----------------–---------------–---–-----------------–------------–----–---------------–----–--------ს" ექიმ ფსიქიატრის ს------------------ს და ზოგადი პროფილის ექიმის ნ--------–--ის მიერ შედგენილი - მოსარჩელეების ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს - სამედიცინო შემოწმების დასკვნა. თითოეული ,,დასკვნაში" მითითებულია - ,,საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, დაპატიმრების /ძალადობის ადგილი: (შემოწმებამდე/შეფასებამდე 6 თვით ადრე) ქ. თბილისის, საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია, საპროტესტო აქტივობა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულ დღეს. "

 

3.11. მოსარჩელეების წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ა(ა)იპ ,,წა----------------–---------------–---–-----------------–------------–----–---------------–----–--------ს" სამედიცინო დასკვნის შემდგენი პირები: ექიმ-ფსიქიატრი ს------------------ და ზოგადი პროფილის ექიმი ნ--------–--ე, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მოსარჩელეთა სამედიცინო შემოწმება განხორციელდა დაკავების ფაქტიდან 6 თვის შემდეგ.

 

3.11.1. მოწმე ნ--------–--ის განმარტებით, შეფასებისას ფიზიკური დაზიანებების დაფიქსირება შეუძლებელი გახლდათ, ვინაიდან გასული იყო გარკვეული დრო (6თვე). შეფასებისას გამოიყენეს კლინიკური გასინჯვის მეთოდი (მოსმენა, შეფასება, ალპაცია, რასაც ექიმი იყენებს ზოგადად დათვალიერებისასა). მანამდე არესბული დაავადებები გამწვავებული იქნა, ფსიქოსომატიკის, ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად. დასკვნაში მითითებული: ,,ძალადობა", ,,წამება/ არაჰუმანური მოპყრობა" ეს არის ტერმიმოლოგია. შეფასებას ახდენენ გარკვეული ტერმინებისა და სქემის მიხედვით.

 

მოწმე ს------------------ს განმარტებით, შეფასება განხორციელდა ინციდენტიდან 6 თვის შემდეგ. გასაუბრება/ინტერვიუებით. კლინიკურ ინტერვიუ-გასაუბრებას, თან ახლავს სპეციალური ტესტები, ხდება დეპრესიის მაჩვენებლის გაზომვა, უშალოდ დაკავებისას შექმნილი განცდა, შემდეგ პოლიციის შენობაში ღირსების შელახვა რამდენად არის პოსტ ტრამვული სიმპტომი, მუდმივად რა ზეგავლენა იქონია. შეფასება ხდება დიაგნოზების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების - ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია", საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პლიიციის შესახებ" საქართველოს კანონი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 6.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18.1. მუხლის თანახმად. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამავე ნორმის მე-7 ნაწილით, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“

 

6.3. ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 59.5. მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამ კოდექსის 208.1. მუხლის (2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

6.6. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-143-113-1137 (2კ-17) 02.10.2018წ) განმარტებაზე, სახელდობრ:

 

,,საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიმართ განხორციელებული შეზღუდვა შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტს, რამდენადაც იმის დადგენისას „შეეზღუდა თუ არა

თავისუფლება“ რომელიმე ადამიანს მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მნიშვნელობით,ამოსავალ წერტილად კონკრეტული ვითარება უნდა იქცეს, ასევეგასათვალისწინებელია მთელი რიგი კრიტერიუმები, როგორიცაა გამოყენებული ზომის სახე, ხანგრძლივობა, შედეგები და საშუალება. მე-5 მუხლის ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ პოლიციისთვის საკუთარი მოვალეობების შესრულება, როგორიცაა წესრიგისა და მოსახლეობის დაცვა, შეუძლებელი გახდეს იმ პირობით, რომ გაითვალისწინებენ მე-5 მუხლის ფუძემდებელ პრინციპებს, რომელიც ადამიანს თვითნებობისგან იცავს. ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისასპოლიცია დისკრეციის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ხშირად რთულია და პოლიცია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის მიუწვდომელ ინფორმაციასა და დაზვერვის მასალებს ფლობს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორც წესი უკეთეს მდგომარეობაშია. ამასთან, სასამართლო არ თვლის, რომ თავისუფლების შეზღუდვის ცალკეული ფაქტი, რომელთა ხანგრძლივობა ვითარებიდან გამომდინარე ხელისუფლების ნებაზე არაა დამოკიდებული და სერიოზული დაზიანებებისა და რეალური საფრთხის ასაცილებლადაა საჭირო, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის მნიშვნელობით „თავისუფლების შეზღუდვად“ შეფასდეს (იხ. 15.03.12წ. №39692/09, 40713/09, 41008/09 საჩივრებზე დიდი პალატის გადაწეყვეტილება „ოსტინი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ §§56, 57, 59).

 

ქართულ კანონმდებლობაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რესტიტუციის შესაძლებლობას იძლევა „პოლიციის შესახებ“ კანონის 59-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტის მითითება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხისმგებლობის საკითხი წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავით დადგენილი ნორმებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავადამ კოდექსით არის გათვალისწინებული."

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005.1. მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ადზარალებული განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არ შეეცაცდა სამართლებრივი გზებით თავიდან აეცილებინა ზიანი. მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

6.8. ამასთან, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე ნორმის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელმყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-972-936(3კ-08),08.04.2009წ) სახელდობრ:

 

„არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც:

 

,, მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. "

 

ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის’’

 

6.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნაა - მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მ------–----------------------------- თითოეული მოსარჩელის - ლ---- ჯ------–---–ის, გვანცძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს მიმართ - 3000 ლარის ოდენობით, მათ მიმართ 2016 წლის 17 მაისს შედგენილი N----------- (გ---–- ძ---------–---–ი), Nბი0-------- (თ----- თ-----------------), Nბი0-------- (გ------- კ------–---–ი), Nბი0-------- ( შ------- გ-------), Nბი0-------- ( მ------ კ----------ე), Nბი0-------- ( მ----- კ--–------ე), Nბი00------- (ლ---- ჯ------–---–ი) ადმინისტრაციული დაკავების ოქმებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური ზ----- ანაზღაურების სახით.

 

6.10. ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 56.1. მუხლით, პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს ეს ქმედება ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურატურაში ან სასამართლოში. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, პოლიციის პრევენციული ღონისძიება, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციული რეალაქტის ფორმით განხორციელდა, საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ღონისძიების განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოში, თუ ამ ორგანოში არსებობს ღონისძიების განმახორციელებელი თანამდებობის პირის ზემდგომი თანამდებობის პირი. ხელმძღვანელი თანამდებობის პირის საპოლიციო ღონისძიება საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საპოლიციო ღონისძიება, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის ნორმების საფუძველზე ხორციელდება, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მე-4 ნაწილით, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.

 

6.11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244.1. მუხლის, თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245.5. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

 

ამ კოდექსის 247.1. მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო მე-2 ნაწილით, პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე და 251-ე მუხლებით იმპერატიულადაა განსაზღვრული ადმინისტრაციული დაკავების ვადა და გასაჩივრება წესი.

 

ამ კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.

 

ამ კოდექსის 281.2. მუხლის შესაბამისად, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დაკისრებით მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.12. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, მოსარჩელეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ,,ადმინისტრაციული წესით დაკავების" ლეგიტიმურება, შესაბამისად, ითვლება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანო უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით მოსარჩელეების დაკავება არის კანონშესაბამისი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-143-113-1137 (2კ-17) 02.10.2018წ) განმარტებაზე, სახელდობრ:

 

,,საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და „პოლიციის შესახებ“

კანონით დადგენილია სახელმწიფო მოსამსახურის - პოლიციელის მიერ მოვალეობის დარღვევის შესახებ ფაქტის დადგენის შესაძლებლობა, ქმედების გასაჩივრების წესი და პროცედურა. აღნიშნული წესით პოლიციელის მიერ განხორციელებული ქმედებისა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა საფუძვლად დაედოს ზიანის ანაზღაურების შესახებმოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებსთავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტზე, რომელსაც აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად, გამოიყენებაადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში (სასკ. მუხლი 17.1). მითითებულიპრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები). ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტის საფუძველზე. ფაქტის დადასტურებას აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში ... და ... სასარჩელო მოთხოვნაზე საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულება არის მოსარჩელეთა მიმართ განხორციელებული პოლიციური ღონისძიების - ადმინისტრაციული დაკავების კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შედეგად გამოტანილი გადაწყვეტილება, რომელზეც შესაძლებელი იყო ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება და იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის დაკმაყოფიელბას. რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობის მაკვალიფიცირებელია საჯარო მოსამსახურის (პოლიციელის) მიერ სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის ფაქტის დადგენა, რომლის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე დადგენის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა არ გააჩნია სასამართლოს."

6.13. ს ასამართლოს მოსაზრებით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (ადმინისტრაციული დაკავება) და დამდგარ შედეგს (მორალური ზიანი) შორის პირდაპირი, უშუალო მიზეზობრივი კავშირი, ამასთან, არ დასტურდება ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით არსებობა. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს მოსარჩელეების ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2. მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

ამ კოდექსის 55.2. მუხლის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელზე მოსარჩელეთა მიერ გადახდილია სახელმწიფი ბაჟი 700 (შვიდასი ლარი (იხ.ს.ფ. 24; ტ-I), რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-2; მე-12; მე-13-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ე; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით, და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელეების ლ---- ჯ------–---–ის, გ---–- ძ---------–---–ის, მ------ კ----------ის, შ------- გ-------ს, მ----- კ--–------ის, გ------- კ------–---–ის, თ----- თ-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე, ქ. თბილისი გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან;

3. გადაწყვეტილების ასლი გადაეგზავნოთ მხარეებს.

 

მოსამართლე: ლეილა მამულაშვილი