განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს-------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მამია ფხაკაძემ
ქეთევან ინასარიძეს მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ხ-----------------ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ბ---------------------------------------–-------–-–-------------------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------–-----–----–----------–-------------------------–----------------------------------------–--------------------------;
ადვოკატი - ა-----------ე;
კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. ქმედების კვალიფიკაცია პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ.რუსთავი, მ----–---–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე ბ---------ე, პირადად ჯინსის შარვლის წინა შიდა მხარეს, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის JERICHO 941 PSL მოდელის N-------- პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას დ ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნული ქმედებისთვის ბ---------ეს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ. რუსთავი, მ----–---–-------- მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ბ---------ე, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის JERICHO 941 PSL მოდელის N-------- პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას დ ვარგისია სროლისათვის.
აღნიშნული ქმედებისთვის ბ---------ეს ბრალი წარედგინა დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბ---------ის ბრალეულობას, ბრალად შერაცხულ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.
3. დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის, ფორმა N1-ს მიხედვით: სისხლის სამართლის № 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 21 იანვარს, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ბარათი შედგენილია გამომძიებელ მ------------ის მიერ. ბარათის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ბ---------ე, რომლის პირადი გასინჯვისას მისგან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა “იერიხოს” მარკის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი. (ტ1. ს.ფ. 1)
შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ ზ----------------–---–ის პატაკის მიხედვით 2019 წლის 21 იანვარს, სამსახურეობრივ ავტომანქანით მოძრაობდა ქ. რუსთავში, მ----–---–-- ქუჩაზე ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ---------–--–---–თან ერთად. დაახლოებით 18:10 საათზე, ქ.რუსთავში, მ----–---–-- და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე, კერძოდ მ----–---–--------- კორპუსთან შენიშნეს მათთვის უცნობი მამაკაცი, როგორც შემდგომ დაადგინეს ბ---------ე, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით ხმამაღლა ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. აღნიშნული მამაკაცის ქცევამ მიიპყრო რა მათი ყურადღება, პოლიციის ფორმაში ჩაცმულები მიუახლოვდნენ მას და განუმარტეს , რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს პოლიციის მოწმობები, რის შემდეგაც მოუწოდეს წესრიგისკენ. ბ---------ე პოლიციელების დანახვაზე გახდა უფრო აგრესიული, კერძოდ, დაიწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება. პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ სცადეს ბ---------ის დამშვიდება, მაგრამ მიუხედავად მოთხოვნისა იგი პოლიციელების მიმართ გახდა კიდევ უფრო აგრესიული და ეუბნებოდა მათ , რომ მისთვის დაენებებინათ თავი და თუ რას გააკეთებდა მისი საქმე იყო. ამასთან ბ---------ე არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას წარედგინა მათთვის პირადი საბუთები, მისი პიროვნების იდენტიფიცირებისათვის. ვინაიდან, ბ---------ე მისი ქმედებებით აშკარად გამოხატავდა სამართალდამცველების მიმართ უპატივცემულობას, რაც გამოიხატებოდა მათ ლანძღვა -გინებაში და იქცევდა საზოგადოების ყურადღებას, ასევე შესაძლებელი იყო გაქცევით თავი აერიდებინა მათი მოთხოვნისათვის, სამართალდამცავები იძულებული გახდნენ დაეკავებინათ ზემოთ აღნიშნული პიროვნება ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ზ----------------–---–ის და დ---------–--–---–ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბ---------ე წარდგენილი იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში რა დროსაც დადგინა, რომ მათ მიერ ადმინისტრაციულად დაკავებული პიროვნება იყო 1----–-–----- სექტემბერს დაბადებული ბ--------------------------------------- მცხოვრები ქ--------------–---------------------------–-. შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში ბ---------ის პირადი გასინჯვისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა „იერიხოს“ მარკის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდენტიფიკაციო ნომრით: 40312603 . (ტ1. ს.ფ. 2)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის სქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების, გამომძიებელი, მ------------ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, მის მიერ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, ბ---------ის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა, შენახვის ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ზ----------------–---–ის ინფორმაციული პატაკი, რომლის თანახმად: ბ---------ე საზოგადოებრივ წესრიგის დარღვევისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, გადაყვანილი იქნა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, სადაც ზედაპირული გასინჯვისას ბ---------ეს აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. მოწმის განმარტებით მის მიერ არის შედგენილი ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისა ოქმები. ასევე მის მიერ, დაინიშნა იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ ბ---------ეს ექსპერტიზის ჩატარების და მისგან ნიმუშების აღებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმის განმარტებით, მას პოლიციის თანამშრომელმა წარუდგინა ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი (დალუქულ მდგომარეობაში), წარდგენილი იარაღი იყო სრულად დაკომპლექტებული და არ ყოფილა დაშლილი. მოწმის განმარტებით მის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით ამოღებულ იქნა ბ---------ის ტანსაცმელი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბ---------ის კბილის მოტეხვის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომის მიმდინარეობისას და აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე მის მიერ დანიშნული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, ბ---------ე კი გადაყვანილი იქნა სამედიცინო ექსპერტთან, ვინაიდან, საჭიროებდა სტომატოლოგის კონსულტაციას. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2. ს.ფ. 99-106)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების, უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, დ---------–--–---–ი რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მეწყვილე ზ----------------–---–თან ერთად სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. რუსთავში. დაახლოებით, 18:00 საათზე, ქ. რუსთავში მ----–---–-- ქუჩიდან, მეთორმეტე მიკრორაიონის მიმართულებით მოძრაობისას, მათი ყურადღება მიიქცია მათთვის უცნობმა პიროვნებამ, როგორც მოგვიანებით დადგინდა ბ---------ემ, რომელიც ხმამაღლა (მე---–---–------ ნომრის მიმდებარე აფთიაქის ტერიტორიაზე ჯიხურთან) საუბრობდა ტელეფონზე და იგინებოდა. მოწმის განმარტებით, მათ გააჩერეს ავტომობილი და მივიდნენ ბ---------ესთან, რომელიც აგრძელებდა ხმამაღლა გინებას. მათ განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რაზედაც ბ---------ემ უთხრა, რომ საუბრობდა ტელეფონზე და ცოტახანს დალოდებოდნენ. მას შემდეგ რაც ბ---------ემ დაასრულა ტელეფონზე საუბარი, პოლიციის თანამშრომლებმა ბ---------ეს მოუწოდეს, სიმშვიდისკენ და სთხოვეს წარმოედგინა საბუთები, რათა მომხდარიყო მისი იდენტიფიცირება. პოლიციელების მოთხოვნაზე ბ---------ემ უარი განაცხადა და უთხრა, რომ არ მისცემდა საბუთებს და არც სახელს და გვარს ეტყოდა სანამ არ დაურეკავდა თავის ადვოკატს, რადგან ადრე ჰქონია შემთხვევა, როდესაც ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. ამ ქმედების გამო მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა. მოწმის განმარტებით ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შევსება ადგილზევე ვერ მოხერხდა, ვინაიდან არ ჰქონდათ დაკავების ოქმის ფორმა, დაკავების ოქმი შევსებულ იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში და დაკავებისას მისი ზედაპირული დათვალიერება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, ბ---------ე მათ უწევდა წინააღმდეგობას. ამის შემდეგ ბ---------ე დაუკავშირდა თავის ადვოკატს და თავისივე ნებით გაჰყვა მათ (პოლიციელებს) განყოფილებაში. მოწმის განმარტებით პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე მათ ავტომობილი გააჩერეს ქ. რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე და კიდევე ერთხელ სთხოვეს ბ---------ეს საბუთების წარმოდგენა, რაზეც ბ---------ემ უარი განცხადა. მოწმის განმარტებით მათთან სიტუაციის გარკვევის მიზნით ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მივიდა მათი ხელმძღვანელი - მ-----–-------–----ე და მიუთითა, რომ ბ---------ე გადაეყვანათ პოლიციის შენობაში.
მოწმის განმარტებით, მათი მხრიდან ბ---------ისთვის იარაღის ჩადებას და არც შეხლა შემოხლას ადგილი არ ჰქონია. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას ბ---------ისთვის ბორკილები არ დაუდიათ. მოწმის განმარტებით, პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან ბ---------ე მობილური ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ადვოკატს და ადვოკატიც რამდენიმე წუთში მივიდა. მოწმის განმარტებით ბ---------ე ითხოვდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულიყო ადვოკატის თანდასწრებით, მაგრამ ისინი (გამომძიებლები) ადვოკატს ვერ დაელოდებოდნენ, რადგან მას შესაძლოა ჰქონოდა ცივი იარაღი, რითაც მიიყენებდა თვითდაზიანებას, ამიტომ დაიწყეს ბ---------ის ზედაპირული დათვალიერება, რის საშუალებასაც ბ---------ე მათ არ აძლევდა და წინააღმდეგობას უწევდა. მოწმის განმარტებით, მათ დაიწყეს ბ---------ის ზედაპირული დათვალიერება, ეხებოდნენ ხელით, რათა გაერკვიათ ჰქონდა, თუ არა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი. შემოწმებისას ბ---------ემ თვითონვე თქვა, რომ ჰქონდა იარაღი ამის გაგონებაზე გამომძიებელმა დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა, ბ---------ეს გაუკავეს ხელები, ხოლო იქვე მყოფმა პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ-მ-----–-------–----ემ შარვლის უბიდან ამოაცალა იარაღი. მოწმის განმარტებით ამ დროს მათთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები: ზ---------------------------–---------------------–-–---–-. ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი დაილუქა, ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები.
მოწმის განმარტებით ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი მან პირველად ნახა. ადვოკატის მოსვლის დროს იარაღი უკვე ამოღებული იყო. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, შეივსო ბ---------ის დაკავების ოქმი, ამასთანავე ბ---------ეს განემარტა, რომ დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით და დაედო ხელბორკილები.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბ---------ის მანქანაში ჩასმის დროს მას იარაღი არ ამოვარდნია და არც მანქანაში და არც პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას შეუმჩნევია, რომ ბ. ხ----ეს ჰქონდა იარაღი. ბ---------ის პირადი დათვალიერების დროს ასევე ამოღებული იქნა: საფულე, სიგარეტი, სანთებელა და ტელეფონი. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა .(ტ.2. ს.ფ. 106-125)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების, ინსპექტორ-გამომძიებელი ზ----------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 ინვარს, სამსახურეობრივი ავტომანქანით, მის თანამშრომელ - დ---------–--–---–თან ერთად, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ქ.რუსთავში, ლეონიძის და მ----–---–-- ქუჩების კვეთაზე, რა დროსაც ლეონიძის ქუჩის მოსახვევში დაინახეს მათვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდგომ გაირკვა ბ---------ე, რომელიც გამოიყურებოდა საეჭვოდ - წამოფარებული ჰქონდა ,,კაპიშონი“, არ უჩანდა სახე, საუბრობდა ხმამაღლა უცენზურო სიტყვებით და გადაადგილდებოდა მარტო. მათი ყურადღება მიიქცია ხმამაღალმა საუბარმა და საეჭვო ჩაცმულობამ: ეცვა შავი ტანსაცმელი, ეფარა „კაპიშონი“ და კეპი, რის გამოც არ უჩანდა სახე. ამის გამო გააჩერეს ავტომანქანა, მიუახლოვდნენ ბ---------ეს და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ამასთან აჩვენეს სამსახურეობრივი მოწმობები, თუმცა საპასუხოდ ბ---------ემ გათიშა ტელეფონი და მათ მიმართ გამოხატა აგრესია - მიაყენა შეურაცხყოფა და მოთხოვნის მიუხედავად არ ეუბნებოდა მის სახელსა და გვარს. პოლიციელებმა განუმარტეს ბ---------ეს, რომ აღნიშნული ქმედებით არღვევდა არა მარტო საზოგადოებრივ წესრიგს, არამედ არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და აყენებდა მათ შეურაცხყოფას, ამიტომ უნდა წაჰყოლოდა მათ პოლიციის განყოფილებაში, რაზეც ბ---------ემ უთხრა, რომ ის არ არღვევდა კანონს და სადაც უნდოდა იქ შეეძლო წასვლა, ამასთან დარეკა ადვოკატთან. მოწმის განმარტებით, ბ---------ის ქმედებებიდან გამომდინარე მოახდინეს მისი დაკავება. დაკავებისას განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება, რადგან შესაძლოა მას ჰქონოდა უკანონო ნივთი, რაზეც ბ---------ემ კატეგორიული უარი განაცხადა. ბ---------ის განმარტებით წარსულში მას პირადი ჩხრეკისას პოლიციელებმა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება და ამდენად სანამ მისი დამცველი არ მივიდოდა ვერ მისცემდა პირადი გასინჯვის უფლებას, თუმცა ნებაყოფლობით გაყვებოდა პოლიციის განყოფილებაში, რადგან არ ჰქონდა არაფერი კანონსაწინააღმდეგო. მოწმის განმარტებით ბ---------ე თავისი ნებით ჩაჯდა მათ ავტომანქანაში და ერთად გაემართნენ პოლიციის განყოფილებისკენ. მოწმის განმარტებით მათ ბ---------ისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ. პოლიციის მიმართულებით მოძრაობისას გააჩერეს ა/მანქანა და ბ---------ეს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს გაეხსნა ქურთუკი და მიეცა პოლიციელებისთვის ზედაპირული დათვალიერების საშუალება, რადგან არ უნდოდათ დათვალიერების გარეშე გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში (ვინაიდან შესაძლოა ბ---------ეს პირადად ჰქონოდა იარაღი), აღნიშნულზე ბ---------ემ კვლავ უარი განაცხადა.
მოწმის განმარტებით ბ---------ის აღნიშნულმა ქმედებებმა ეჭვი გამოიწვია, რის გამოც საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელი მ-----–-------–----ე, რომელიც მალევე მივიდა მათთან და უთხრა ბ---------ეს, რომ მიეცა ზედაპირული დათვალიერების საშუალება. ბ---------ემ, ისევ ური უთხრა შემოწმებაზე, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სამსახურეობრივი ავტომანქანაში, ბ---------ე იჯდა უკან ერთ თანამშრომელთან ერთად, ხელმძღვანელი მ-----–-------–----ე კი წავიდა თავისი ავტომანქანით. ბ---------ეს ავტომობილში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და განყოფილებაშიც შევიდა მშვიდად, სადაც დაჯდა სკამზე. პოლიციის განყოფილებაში მისვლისას კვლავ განუმარტეს ბ---------ეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება, აღნიშნულ ფაქტს აფიქსირებდა პოლიციის განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერა. მოწმის განმარტებით ბ---------ემ თავის ნებით მოიხსნა ქუდი და სათვალე, ამოიტრიალა შარვლის ჯიბეები, ამოიღო ტელეფონი და კიდევ ერთხელ დარეკა ადვოკატთან, თუმცა ქურთუკის ელვას არ იხსნიდა, რის გამოც მოწმემ (ზ----------------–---–მა) და მისმა თანამშრომელმა დ---------–--–---–მა, ხელების გაკავებით შებოჭეს ბ---------ე, რომელმაც დაიყვირა, რომ ჰქონდა იარაღი და თავი დაენებებინათ. სწორედ ამ დროს მათთან იმყოფებოდა განყოფილების უფროსის მოადგილე მ-----–-------–----ე, რომელმაც ბ---------ეს შარვლის უბიდან ამოუღო იარაღი, რის შემდეგაც ბ---------ე დაუყონებლივ გაყვანილი იქნა იზოლირებულ ოთახში, რათა დაეთვალიერებინათ ზედაპირულად ხომ არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. ამის შემდეგ მალევე პოლიციის განყოფილებაში მივიდა ადვოკატი, რომელიც შეახვედრეს დაკავებულ ბ---------ეს. ადვოკატთან საუბრისას ბ---------ეს არ უარყვია, რომ ჰქონდა იარაღი და არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია : ცემის ან იარაღის ჩადების შესახებ. ეს ყოველივე მოწმემ თავად გაიგონა, რადგან იჯდა მათთან ახლოს და ესმოდა მათი საუბარი. ბ---------ესთან შეხვედრის შემდეგ ადვოკატი მალე გავიდა პოლიციის განყოფილებიდან ისე, რომ არ დაინტერესებულა რა სახის იარაღი ამოუღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფს. მოწმის განმარტებით, ადვოკატის პოლიციის განყოფილებიდან გასვლის შემდეგ შეადგინა ადმინისტრაციული დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმი, დალუქა ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი და მომხდარის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს, რის გამოც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი იყო შავი ფერის, მასში არ იყო ვაზნები, მისი დალუქვა და ოქმის შედგენა მოხდა მხოლოდ ადვოკატის პოლიციის განყოფილებიდან გასვლის შემდეგ და დალუქვამდე იდო პოლიციის განყოფილებაში არსებულ მაგიდაზე, თუმცა მანამდე მოხდა თუ არა იარაღის სხვა ოთახში გატანა ვინმეს მიერ დაკონკრეტება ვერ შეძლო. მოწმის განმარტებით ამოღებული იარაღის დალუქვას ესწრებოდა ბ---------ე, რომელიც ამ მიზნით გამოყვანილი იქნა იზოლირებული ოთახიდან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------ის დაკავება მოხდა 18:10 წუთზე, გარკვეული დრო დაჭირდათ განყოფილებაში მისასვლელად, განყოფილებაში მისვლიდან კი 5 წუთის შემდეგ დაიწყეს ბ---------ის გარეგანი შემოწმება. მოწმის განმარტებით პოლიციის განყოფილების შესასვლელ კარებს, როგორც წესი არ კეტავენ. მოწმემ მისი მონაწილეობით ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების კანონიერება დაადასტურა. (ტ.2. ს.ფ. 199-222)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების, ინსპექტორ გამომძიებელი, ა------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, რა დროსაც მისმა თანამშრომლებმა ზ----------------–---–მა და დ---------–--–---–მა განყოფილებაში შეიყვანეს ბ---------ე, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა წარმომდგენ პირებს. განყოფილებაში შეყვანისას ბ---------ე დასვეს მისი სამუშაო მაგიდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით სხვა სამუშაო მაგიდასთან. გარკვეული დროის შემდეგ, მისმა თანამშრომლებმა სთხოვეს, მიეცა მათთვის ხელბორკილები, რომლებიც შემდგომ ბ---------ეს დაადეს (ხელბორკილებს ინახავენ საიარაღოში, ხელბორკილის გარდა სხვა ნივთი არ მოუთხოვიათ). მოწმის განმარტებით ბ---------ე აგრესიას არ გამოხატავდა, არც პოლიციელებს მიუყენებიათ მისთვის რაიმე სახის შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით ბ---------ე პოლიციის თანამშრომლებს არ აძლევდა ვიზუალური დათვალიერების საშუალებას, ამის შემდეგ ცოტახანში გაიგო პოლიციელების ხმა ,,იარაღიო“. მოწმის განმარტებით თავად იარაღის ამოღებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც ამოღების პროცესი დაუნახავს, ვინაიდან, იქ არ იმყოფებოდა, მან გაიგონა მხოლოდ ხმა ,,იარაღი“.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას კარს არ კეტავენ. მისთვის არ იყო ცნობილი ბ---------ის შემოყვანის მიზეზი. მოწმის განმარტებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის განყოფილებაში შეყვანისას დგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ხოლო სისხლის სამართლებრივი პასუხისგების შემთხვევაში, დგება ბრალდებულის დაკავების ოქმი, ხოლო შემდგომ ხდება აღრიცხვა, დაკავებულის სარეგისტრაციო ჟურნალში. ბ---------ის შემთხვევაშიც, ა------------–-–---–ის მიერ მოხდა აღნიშნულ ჟურნალში რეგისტრაცია, სადაც აისახა დემოგრაფიული მონაცემები, სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ვიზუალური დათვალიერების შედეგი, დაკავების დრო, ადგილი, რასთან დაკავშირებით იქნა დაკავებული და სად იქნა გადაყვანილი. დაკავებული ეცნობა აღნიშნულს და აწერს ხელს, ერთ-ერთ დანაყოფში აღნიშნულია ვიზუალური დათვალიერების შედეგები, სადაც აღინიშნება - დაკავებულს აღენიშნება თუ არა რაიმე სახის დაზიანებები და პრეტენზიები, რომელიც გააჩნია დაკავებულ პირს. აღნიშნული წაეკითხა ბ---------ეს და მოაწერა ხელი, შენიშვნები არ გამოუთქვამს. (ტ.2. ს.ფ. 167-172)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, ზ------------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის იანვარში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც, დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა ადმინისტრაციულ შენობაში წარადგინეს მოქალაქე, პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო და დასვეს სკამზე. აღნიშნულ პირს ხელბორკილები არ ეკეთა. შემდგომში მისთვის ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენილი პირი იყო ბ---------ე, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს არ აძლევდა პირადი გასინჯვის საშუალებას, რადგან ადრე პოლიციელებმა ჩაუდეს ,,მარიხუანა“ და ითხოვდა დალოდებოდნენ ადვოკატს, რომელთან დარეკვის საშუალებაც მიეცა. გარკვეული დროის შემდეგ განყოფილებაში მივიდა მათი ხელმძღვანელი - მ-----–-------–----ე, რომელმაც ბ---------ეს სთხოვა მიეცა პირადი გასინჯვის საშუალება, რაზეც ბ---------ემ კვლავ უარი განაცხადა. მიუხედავად ბ---------ის წინააღმდეგობისა მოხდა ბ---------ის პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა იარაღი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პოლიციის განყოფილების შესასვლელ კარს არ კეტავენ.
(ტ.2. ს.ფ. 184-187)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ექსპერტი დ--------------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე ბ---------ისგან საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტემენტის ქვემო ქართლის განყოფილებაში აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. აღებული ნიმუშები დაილუქა შესაბამისი წესით და ლუქზე ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, მათ შორის ბ---------ემ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, მშვიდ გარემოში, ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. (ტ.2. ს.ფ. 184-187)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების, გამომძიებელი თ----------------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 ინვარს, მისთვის ცნობილი გახდა რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ინფორმაცია, რომ ოპერატიულმა მუშაკებმა ერთ-ერთი პირისგან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. თ----------------–--ის მიერ, დაიკითხა ოპერატიული თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ამოიღო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი. ამის შემდეგ მოხდა ოპერატიული თანამშრომლისგან იარაღის სისხლის სამართლებრივი წესით ამოღება და დალუქვა. მოწმის განმარტებით ბ---------ესთან წერილობითი თანხმობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩატარდა ნერწყვის ნიმუშის აღება. მოწმის განმარტებით, მას პირადად ბ---------ემ უთხრა, რომ იარაღი ეკუთვნოდა მას. ბ---------ეს რაიმე სახის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც თანამშრომლებისგან ბ---------ის მიმართ რაიმე ღირსების შემლახველ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით ბ---------ე თანამშრომლების მიმართ იქცეოდა პატივისცემით და შესაბამისად თანამშრომლებიც პატივისცემით ექცეოდნენ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ბ---------ის საგამოძიებო ორგანოში მიყვანას არ შესწრებია, როდესაც ის მივიდა განყოფილებაში იარაღი უკვე დალუქული იყო. (ტ.2. ს.ფ. 232-234)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დ----------–--ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, იმყოფებოდა პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა, შეიყვანეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბ---------ე, რომელიც იყო მშვიდად და დასვეს განყოფილებაში არსებულ სკამზე. დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა ბ---------ეს უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება და სთხოვეს გაეხსნა ქურთუკი, რაზეც ბ---------ემ უარი განცხადა, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა (დ----------–--ემ, დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა), დაუჭირეს ბ---------ეს ხელები და მოახდინეს მისი ზედაპირული დათვალიერება რა დროსაც ბ---------ემ თქვა, რომ ჰქონდა იარაღი, რომელიც ამოიღეს პოლიციელებმა, ხოლო ბ---------ე გაიყვანეს იზოლირებულ ოთახში. მოწმის განმარტებით ბ---------ისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ თავად სისხლის სამართლის საქმეებს არ იძიებს, ევალება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება. აღნიშნული შემთხვევის დროს განყოფილებაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ დ---------–--–---–ი ზ----------------–---–ი, ა------------–-–---–ი, მ-----–-------–----ე და ზ------------ე. მოწმემ ვერ შეძლო დაეზუსტებინა ბ---------ისაგან ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის საპროცესო დამაგრების დეტალები. (ტ.2. ს.ფ. 244-248)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი, ე---------------–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 22 იანვარს, გაცემული ექსპერტიზის N3----- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: სს N0----------- საქმეზე, გამოსაკვლევად წარდგენილ საკვლევ ობიექტებზე - იარაღისა და მჭიდის ზედაპირზე გამოვლინდა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისი ხელის კვლები.(ტ.1. ს.ფ.99-101).
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ანაბეჭდი არ იყო სრულად გადატანილი იარაღზე, სწორედ ამიტომ ვერ გამოვლინდა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საკმარისი კერძო ნიშნები. გამოკვლეული იყო შავი ფერის პისტოლეტი და მჭიდი, ორივე დამუშავდა სპეციალურ კამერაში. ზოგადად იარაღზე ხშირად არ ფიქსირდება კვალი, კვალის დარჩენა დამოკიდებულია ზედაპირზე და კანზე. თუ პირს არ გაუწმენდია იარაღი, შესაძლოა იარაღზე დარჩეს უვარგისი კვალი. განსახილველ შემთხვევაშიც გამოვლინდა უვარგისი კვალი.
(ტ.2. ს.ფ. 195-197)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტი, ნ-----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 11 აპრილს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: .....პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდები..“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ღია მოყავისფრო-მონარინჯისფერო ლაქა (ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: ,,მჭიდი YERICHO”) სისხლს არ შეიცავს. ობ. N4-ში და მავე პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1; კონტეინერი, წარწერით: ,,პისტოლეტის სასხლეტი YERICHO“ და ობ. N2; კონტეინერი, წარწერით : ,,პისტოლეტის სახელური YERICHO“) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N3; კონტეინერი, წარწერით: ,,ლულის გარსაცმი YERICHO“) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ბ---------ის (ობ. N5, პაკეტი, წარწერით: ....ერთი ცალი ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე... ბრალდებული ბ---------ე...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია. (ტ.2. ს.ფ. 134-139 - ს.ფ. 151-153 )
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, მ--------–-----------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 07 თებერვალს, გაცემული ექსპერტიზის N--------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: ა.ბ/ იზოლატორში მოთავსებული პირის, იზოლატორში შეყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა # 1713/211, #8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცნობის, სტომატოლოგ-თერაპევტის მაკა ღონღაძის კონსულტაციის და პირადი გასინჯვის მონაცემებით ბ---------ეს 22-24.01.19წ. სხეულზე მექანიკური დაზიანების ახალი ნიშნები არ აღენიშნება. (ტ.1. ს.ფ. 218-222)
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაათვალიერა ბ---------ის ზედა ყბის კბილები, რომელზეც იყო დაზიანება. კბილი იყო მოტეხილი ღრძილის (ყელის დონეზე), კბილს არ ქონდა ახალი წანატეხისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი, კერძოდ სისხლ ჩაქცევები ღრძილებზე, ამასთანავე კბილი იყო კარიესული. რადგან არ არსებობდა ახალი დაზიანების დამახასიათებელი ნიშნები და კბილი იყო კარიესული, ბ---------ეს დაენიშნა სტომატოლოგთან კონსულტაცია. დათვალიერებული იყო მხოლოდ ხელები, რადგან სამუშაო ოთახის სიმცირის გამო ყოველთვის არ არსი შესაძლებელი დათვალიერდეს გამოსაკვლევი პირის მთლიანი სხეული, ამიტომ ხდება მხოლოდ სხეულის იმ ნაწილების დათვალიერება, რაზედაც არის ჩივილები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე მოხდა წინა მხრის მიდამოების დათვალიერება. საჭიროება, რომ ყოფილიყო ან ბ---------ეს, რომ მიეთითებინა სხვა დაზიანებაზე, აუცილებლად დაათვალიერებდა მთლიან სხეულს. მოწმის განმარტებით დათვალიერებისას ბ---------ეს არ ჰქონდა ფუფხები, ქონდა წერტილოვანი ნაწიბურები. (ტ.2. ს.ფ. 58-62)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავარი ექსპერტი, პოლიციის მაიორი, გ---------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 22 იანვარს, გაცემული ექსპერტიზის N---- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: სს N0----------- საქმეზე წარდგენილი პისტოლეტი არის, ქარხნული წესით დამზადებული, ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის ,,JERICHO 941 OSL” მოდელის N 40312603 პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. (ტ.1. ს.ფ. 105-108)
მოწმემ დამაზუსტებელ კითხვებზე განმარტა, რომ წარდგენილი იარაღი არის ჩვეულებრივი წარმოების, რომლის შეძენაც შიძლება ჩვეულებრივ მაღაზიაშიც, განსაკუთრებული ნიშნები არ იყო გამოკვეთილი. ვარგისიანობის შემოწმება მოხდა სამ-სამი საკონტროლო გასროლით, იარაღს რაიმე სახის შეფერხება არ ქონია. (ტ.2. ს.ფ. 77-80)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების მთავრი ექსპერტი, პოლიციის მაიორი, მ---------------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 28 ინვარს გაცემული, ექსპერტიზის N-------კ დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით: - სს #0----------- საქმეზე წარდგენილ ,,JERICHO 941 OSL” მოდელის #40312603 პისტოლეტის ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები იდენტურია სს #12220318011 საქმეზე წარმოდგენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშს, 9მმ კალიბრის ”Parabellum” ,,P.08” ნიმუშის ერთი ცალი მასრის. (ტ.1. ს.ფ. 181-182)
დამაზუსტებელ კითხვებზე მოწმემ განმარტა, რომ სამი ცალი ექსპერიმენტული მასრა შედარებული იქნა გაუხსნელი საქმეების ობიექტებთან. პირველად შედარება მოხდა ბაზაში არსებულ მონაცემებთან, (ბაზაში შეტანილია გაუხსნელ საქმეთა ობიექტები) და შემდგომ მოხდა უშუალო შემოწმება. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ წარმოდგენილი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ მასრებზე დარჩენილი განსაკუთრებული კვლებით მოხდა მისი შედარება ერთ მასრასთან, რითაც დადასტურდა, რომ კვლების მიხედვით ერთმანეთის იდენტურია. (ტ.2. ს.ფ.80-82)
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაც ედება ბრალად ბ---------ეს ფიგურირებს ორ გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ აჭარის რეგიონში არსებულ გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ფიზიკური პირისგან გატაცებულ იარაღი და ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების წარმოებაში არსებულ, ასევე გაუხსნელ საქმეში იარაღად, რომლითაც მოქალაქეს მიაყენეს ცეცხლნასროლი დაზიანება.
ბ---------ის ადმინისტრაციული დაკავების N--------- ოქმის მიხედვით - ოქმი შედგენილია ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ----------------–---–ის მიერ, 2019 წლის 21 იანვარს. ოქმის მიხედვით დაკავება მოხდა 2019 წლის 21 იანვარს 18:10 საათზე, რადგან დაკავებული პირი - ბ---------ე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, ამასთანავე არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა არაკანონიერი ქმედება და გაუწია წინააღმდეგობა, ასევე შეეცადა გაქცევას იგი დაკავებულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით.
ოქმის მიხედვით დაკავების მერე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში მოხდა ბ---------ის პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას ესწრებოდა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი დ---------–--–---–ი. ბ---------ის პირადი გასინჯვისას მის ტანთ ჩაცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის, ყავისფერი ქამრისა და მარჯვენა წინა შიდა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, რომელიც არის შავი ფერის, სასხლეტის ქვედა გარეთა მხრიდან ამოტვიფრული აქვს ციფრები 40312603, წინა მარცხენა მხარეს ამოტვიფრული აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,JERICHO 941 DSL I3RAEL WEPON INDV3TRIES (W) LTD, ხელსაკიდ ტარზე მარჯვენა და მარცხენა მხარეზე ამოტვიფრულია წარწერა /W/ , მარჯვენა მხარეს ვერცხლისფერ მეტალზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3”, ასევე მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით წარწერა WARNING READ MANVL BEFORE ODERATING”. იარაღში მოთავსებულია მჭიდი. მჭიდს მარჯვენა მხარეს აქვს ლათინური წარწერა 9MM. მჭიდი არის მეტალის შავი ფერის დაუმუხტავი, ცარიელ მდგომარეობაში. აღნიშნული იარაღი დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში, ლუქზე დაესვა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. ოქმს ხელს აწერეს ყველა მონაწილე პირი, მათ შორის დაკავებული.(ტ.1.ს.ფ.17-18)
იარაღის ამოღების ოქმის მიხედვით, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2019 წლის 21 ინვარს 21:20 საათიდან 21:45 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ თ----------------–--ეს მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა ზ----------------–---–ის მიერ ბ---------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული შავი ფერის იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში, ლუქზე აღნიშნული იყო თარიღი, ხელმოწერები და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ნომერი. იარაღს სასხლეტის ქვედა მხარეს ვერცხლისფერი ლითონის ზედაპირზე ამოტვიფრული აქვს სერიული ნომერი 40312603, წინა მარცხენა მხარეს ამოტვიფრული აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,JERICHO 941 DSL I3RAEL WEPON INDV3TRIES (W) LTD, აგრეთვე იარაღის ხელსაკიდ ტარზე ორივე მხარეს აღენიშნება წარწერა /W/ მარცხენა მხარეს ვერცხლისფერი ფერის ლითონზე აგრეთვე აღენიშნება ლათინური ასოებით წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3”, იარაღის მარჯვენა მხარეს ლულასთან ახლოს აღენიშნება შავი ფერის წარწერა ,,WARNING READ MANVL BEFORE ODERATING”. აღნიშნული შავი ფერის იარაღში აგრეთვე მოთავსებულია მჭიდი. ზ----------------–---–ისგან ამოღებული, დალუქულ მდგომარეობაში მყოფი, შავი ფერის იარაღი მოთავსდა ძველ ლუქთან ერთად პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების N2 ლუქით. ლუქზე აღინიშნა თარიღი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა - თ----------------–--ის და ზ----------------–---–ის ხელმოწერები. ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა.(ტ.1.ს.ფ.13-16)
ბ---------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 21 ინვარს 00:15 საათიდან 00:30 საათამდე პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილებაში ბ---------ისაგან ამოღებული იქნა თეთრი-შავი ფერის ზოლებით გრძელ სახელოებიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ყავისფერი ტყავის ქამარი რკინის ბალთით, რაც მოთავსდა ღია ფერის პარკში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილების N2 ლუქით, დაესვა ხელმოწერები, თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლის მ------------ის მიერ. ოქმს ხელს აწერს პირი რომელთანაც ჩატარდა ამოღება და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე სხვა ყველა პირი. ოქმს არ ერთვის შენიშვნები და განცხადებები. (ტ.1.ს.ფ. 36-39)
ბრალდებულ ბ---------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით - ბრალდებულის დაკავება მოხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, 2019 წლის 21 ინვარს, 21:55 საათზე დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელ ზ------------ის მიერ, მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის და იძულების გარეშე. ბ---------ეს დაკავების მომენტში გარეგნულად სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაკავებული პირი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილი იყო 2019 წლის 21 ინვარს 18:35 საათზე. დაკავებულ პირს გაეცნო თავისი უფლებები.
პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა 2019 წლის 21 ინვარს 22:02 საათიდან 22:05 საათამდე პერიოდში. ჩხრეკის დაწყებამდე ბ---------ეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით წარედგინა ამოსაღები ობიექტი, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რაზეც განაცხადა თანხმობა. ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, წინააღმდეგობის და იძულებას ადგილი არ ჰქონია. პირადი ჩხრეკისას ბ---------ისაგან არ ამოღებულა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ დ----------–--ე და ზ------------ე. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. ოქმს არ ერთვის შენიშვნები და განცხადებები. (ტ.1.ს.ფ. 23-30)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პოლიციის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ვიდეო ჩანაწერები, რომლის თანახმად - 2019 წლის 21 იანვრის 18 : 38 საათზე ბ---------ე ორ პოლიციელს შეყავს პოლიციის განყოფილებაში, თანამშრომლები მას სთავაზობენ დაჯდომას, ბ---------ე ჯიბიდან იღებს ნივთებს (ტელეფონს და საფულეს ) და ჯდება სკამზე, ხელები გახსნილი აქვს (ბორკილები არ ადევს), რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება მისი პირადი გასინჯვა პოლიციის თანამშრომლები დ---------–--–---–ი და ზ----------------–---–ი ხელების გაკავებით ბოჭავენ ბ---------ეს, ხოლო სხვა პირი, სავარაუდოდ მ-----–-------–----ე, რომელიც წინიდან უდგას ბ---------ეს საქამრიდან უღებს იარაღის მაგვარ საგანს, რომელსაც დებს მაგიდაზე, გაკავებული ბ---------ე დ. სალბიშვილს და ზ. ვ--------–---–ს გაყავთ, ამავე შენობაში არსებულ სხვა იზოლირებულ ოთახში, თავის მხრივ მ-----–-------–----ე მაგიდაზე დადებულ იარაღის მაგვარ საგანს ზემოდან ადებს რაღაც ნივთს და გააქვს სხვა ოთახში. საყურადღებოა, რომ ამ დროს არანაირი ოქმის შედგენა, ამოღებული საგნის დათვალიერება ან ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის დალუქვა არ ხდება. რამდენიმე წუთში იმავე ოთახში სადაც აღარც ბ---------ე იმყოფება და აღარც მისგან ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი შემოდის ადვოკატი და მალევე ვიდეო ჩანაწერი მთავრდება ისე, რომ კადრში არც ბ---------ე და არც მისგან ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი არ ჩანს, ასევე არ ჩანს რაიმე საპროცესო მოქმედების ამსახველი დოკუმენტის შედგენის ან ნივთის დალუქვის ეპიზოდი. რაც შეეხება ბ---------ის მიერ პირად გასინჯვამდე თავისი ნებით მაგიდაზე დადებულ ნივთებს არც მათი დათვალიერების და დალუქვის პროცედურა არ ხდება.
ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი, ამავე განყოფილების სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო ჩანაწერში ასახულია, რომ სავარაუდოდ იმავე დროის შუალედში, როცა იწყება ბ---------ის პირადი გასინჯვა ერთ-ერთი პოლიციელი შიგნიდან კეტავს პოლიციის განყოფილებაში შესასვლელ კარს და კარის ჩაკეტვამდე ჩანს, რომ განყოფილებასთან მისულია ბ---------ის ადვოკატი ა-----------ე, რომელსაც არ ეძლევა პოლიციის განყოფილებაში შესვლის შესაძლებლობა.
(ტ.2. ს.ფ.161)
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა, გ----------–-----ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 21 იანვარს ქ. რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ბ---------ეს, რომელიც დიდიხანი არ ჰყავდა ნანახი და რადგან ერთი გზა ჰქონდათ, ერთად წამოვიდნენ და საუბრობდნენ ერთმანეთში. მოწმის განმარტებით მ----–---–-- ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდგარ ჯიხურთან მიახლოებისას ისინი შეაჩერა პოლიციის თანამშრომლებმა, ბ---------ეს ჰკითხეს ვინაობა და უთხრა, რომ მისი გაჩხრეკა უნდოდათ, მიზეზი არ განუმარტავთ, რაზეც ბ---------ე დათანხმდა. პოლიციის თანამშრომლები ბ---------ეს დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ჩხრეკდნენ ზედაპირულად. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა ბ---------ეს უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდებოდა მისი დეტალური შემოწმება, რაზეც ბ---------ე არ დათანხმდა და პოლიციელებს უთხრა, რომ ადვოკატის გარეშე არსად არ წავიდოდა, ვინაიდან, პოლიციელებმა მანამდეც ,,ჩაუდეს“ წამალი. სწორედ ამიტომ ბ---------ე ტელეფონით დაუკავშირდა თავის ძმას და ადვოკატს. მოწმის განმარტებით ბ---------ე თვითონ იტრიალებდა ჯიბეებს და თავისი ნებით გაყვა პოლიციელებს განყოფილებაში. პოლიციის მანქანაში ჩაჯდომიდან დაახლოებით 15 წუთი ადგილიდან არ დაძრულან და იყვნენ გაჩერებულები, რის შემდეგაც გადაინაცვლეს გზის მეორე მხარეს ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისევ მცირე ხნით შეჩერდნენ და შემდეგ წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ გ----------–-----ე წავიდა სახლში. მოწმის განმარტებით მათი პოლიციელების მიერ შეჩერებამდე, ბ---------ე ტელეფონით ესაუბრებოდა შეყვარებულს (ს------ს), შესაბამისად უწმაწურ სიტყვები არ გამოუყენებია და არც ხმამაღლა არ საუბრობდა. მოწმის განმარტებით მისთვის მხოლოდ მეგობრებისგან იყო ცნობილი, რომ ბ---------ეს შეყვარებულს ერქვა ს------. ბ---------ეს არც ისე ხშირად ხვდებოდა, რადგან ბ---------ე იყო დაკავებული, თავად კი საზღვარგარეთ იყო წასული. იმ დღეს ბ---------ეს შეხვდა შემთხვევით. (ტ.2. ს.ფ. 270-276)
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი აფთიაქის სამეთვალყურეო კამერის გადაღებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია 2019 წლის 21 იანვარს ბ---------ის მოქმედებები პოლიციელების მიერ მის შეჩერებამდე და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამდე. ჩანაწერის მიხედვით ბ---------ე და გ----------–-----ე გადაადგილდებიან ერთად, ბ---------ე საუბრობს მობილურ ტელეფონზე, თუმცა ვის ესაუბრება ან რა სიტყვებით და ტემბრით საუბრობს დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ვიდეო ჩანაწერზე არ არის აუდიო ჩანაწერი. ჩანაწერის მიხედვით მას შემდეგ, რაც ბ---------ე სცდება ვიდეო გადაღების არეალს მას უკან მიყვება ორი პოლიციის თანამშრომელი და ისინიც ტოვებენ გადაღების არეალს. რამდენიმე წუთში კადრში ჩანს, რომ ბ---------ე ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიყვება პოლიციელებს და ჯდება მათ ა/მანქანაში, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე არ იძვრის ადგილიდან, ხოლო გ----------–-----ე იმყოფება პოლიციელების ა/ მანქანის მიმდებარედ.
ბრალდებულმა ბ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში არ ცნო თავი დამნაშავედ და განმარტა, რომ იარაღი რომლის შეძენა, შენახვა და ტარება ედება ბრალად არის ჩადებული, კერძოდ, ის მისთვის ჩადებული იქნა მ-----–-------–----ის მიერ პოლიციელების ა/მანქანაში ყოფნისას, როცა განყოფილებაში მიყვანამდე გაჩერდა ა/მანქანა და მათთან მივიდა მ-----–-------–----ე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს:
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენა და სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ ცალკეულ სისხლის სამართლის საქმეებზე, ბრალდების მხარე ვალდებულია მტკიცების ფარგლების გათვალისწინებით, დაამტკიცოს პირის მიერ დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა და სასამართლოში წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას, როგორც წესი ბრალდების მხარე სასამართლოში წარადგენს მოწმეთა ჩვენებებს, ჩხრეკის ოქმს, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას , დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზის დასკვნას… მოცემული საქმეც ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, თუმცა იმ პირობებში როდესაც ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას, ბრალდების არცერთი მტკიცებულება არ უნდა ტოვებდეს ეჭვის საფუძველს. მითუმეტეს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, რომ საგანს რომელსაც პირი სათანადო ნებართვის გარეშე იძენს, ინახავს ან ატარებს უნდა იყოს ცეცხლსასროლი იარაღი და ამასთან ვარგისი გამოყენებისთვის. აღნიშნული გარემოება ნათლად მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი, რომ იარაღი, რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და ტარებას სდებენ პირს ბრალად ამოღებისას ან შემდეგ არ მომხდარა მისი ჩანაცვლება. განსახილველ შემთხვევაში ამ ეჭვის გამორიცხვა შეუძლებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებითვე დასტურდება, რომ ბ---------ისაგან იარაღის მსგავსი საგნის ამოღებისთანავე არ მომხდარა მისი დათვალიერება, აღწერა დალუქვა და შესაბამისი ოქმის შედგენა. უფრო მეტიც ვიდეო ჩანაწერით დასტურდება, რომ იარაღის მაგვარი საგანი გარკვეული დროის განმავლობაში მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდა პირის გამგებლობაში, რომელიც განსახილველ საქმეში არ მონაწილეობდა.
სასამართლოს ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული მასალების მიხედვით ბ---------ის მიმართ ჩატარებულ რიგ საპროცესო მოქმედებებში დარღვეულია კანონის იმპერატიული მოთხოვნები კერძოდ: სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------–--–---–ის ჩვენების მიხედვით ბ---------ე სამართალდამცავების მიერ შეჩერებულ იქნა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, და ეთხოვა წარედგინა მისი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, რაზეც ბ---------ე არ დათანხმდა და პოლიციელებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც მოხდა ბ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება. მოწმის განმარტებით ბ---------ის დაკავების ოქმი შევსებულ იქნა პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, განყოფილებაშივე მოხდა ხელბორკილების დადება, მისი პირადი გასინჯვა და უფლებების განმარტება, სასამართლოს ანალოგიურ ჩვენებას აძლევს გამომძიებელი ზ----------------–---–ი და დამატებით განმარტავს, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვის შედეგად მისგან მ-----–-------–----ის (პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე) მიერ ამოღებულ იქნა იარაღი. საყურადღებოა, რომ მოწმეთა ჩვენებებით იძულებითი გასინჯვის დაწყებამდე და იარაღის ამოღებამდე თვითონ ბ---------ემ დაიყვირა, რომ ჰქონდა იარაღი.
იარაღის ამოღების კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო ჩანაწერის მიხედვით ბ---------ის პოლიციის განყოფილებაში წარდგენის შემდეგ სავარაუდოდ მისი პირადი გასინჯვის მიზნით გამომძიებლებმა დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა გაუკავეს ხელები და პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ მიხეილ ბოკელავაძემ, ბ---------ისგან ამოიღო იარაღის მაგვარი საგანი და დადო მაგიდაზე, ამის მერე ბ---------ე პოლიციელების მიერ გაყვანილ იქნა სხვა ოთახში, ხოლო მ-----–-------–----ემ სხვა ნივთით აიღო მაგიდაზე დადებული იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც გაიტანა სხვა ოთახში და დროის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი და ბ---------ის პირადი ნივთები იმყოფება, როგორც ბ---------ის ასევე პოლიციის თანამშრომლების დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მეთვალყურეობის გარეშე, თავის მხრივ ვიდეო ჩანაწერში საერთოდ აღარ ჩანს რა უყო მ-----–-------–----ემ ბ---------ისაგან ამოღებულ ნივთს, რომელიც იზოლირებულ ოთახში გაიტანა სხვა ნივთთან ერთად.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უტყუარი მტკიცებულებებისა საქმეში წარმოდგენილი ბ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავების და მისი პირადი გასინჯვის N--------- ოქმის მიხედვით, ოქმი შეადგინა ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლმა ზ----------------–---–მა, ოქმის მიხედვით დაკავების მერე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებაში მოხდა ბ---------ის პირადი გასინჯვა და პირად გასინჯვას ესწრებოდა უბნის ინსპექტორ გამომძიებელი დ---------–--–---–ი. ბ---------ის პირადი გასინჯვისას მის ტანთ ჩაცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის, ყავისფერი ქამრისა და მარჯვენა წინა შიდა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, რომელიც არის შავი ფერის, სასხლეტის ქვედა გარეთა მხრიდან ამოტვიფრული აქვს ციფრები 40312603, წინა მარცხენა მხარეს ამოტვიფრული აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,JERICHO 941 DSL I3RAEL WEPON INDV3TRIES (W) LTD, ხელსაკიდ ტარზე მარჯვენა და მარცხენა მხარეზე ამოტვიფრულია წარწერა /W/ , მარჯვენა მხარეს ვერცხლისფერ მეტალზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3”, ასევე მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით წარწერა WARNING READ MANVL BEFORE ODERATING”. იარაღში მოთავსებულია მჭიდი. მჭიდზე მარჯვენა მხარეს არის ლათინური წარწერა 9MM. მჭიდი არის მეტალის შავი ფერის დაუმუხტავ, ცარიელ მდგომარეობაში. აღნიშნული იარაღი დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში, ლუქზე დაესვა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. ოქმს ხელს აწერეს ყველა მონაწილე პირი, მათ შორის დაკავებული. სასამართლოს მოსაზრებით ოქმში ასახული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას და შეიცავს მნიშვნელოვნად არაზუსტ ინფორმაციას, კერძოდ, პირადი გასინჯვა არ მომხდარა მხოლოდ დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მიერ, მასში მონაწილეობდა და იარაღის მაგვარი საგნის ამოღება მოხდა მ-----–-------–----ის მიერ, რომელიც ოქმში საერთოდ არ ფიგურირებს, ის არც გამოძიებაში გამოკითხულა და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხულა. იარაღის მაგვარი საგნის ამოღებისთანავე (ჩამორთმევისთანავე) არ მომხდარა მისი ბ---------ის და პრად გასინჯვაში მონაწილე პირების თანდასწრებით დათვალიერება, ოქმში აღწერა და კანონით დადგენილი წესით დალუქვა, ასევე არ მომხდარა ბ---------ის სხვა პირადი ნივთების კანონით დადგენილი წესით დალუქვა რათა გამორიცხულიყო ყოველგვარი ეჭვი ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის ჩანაცვლების და მასზე ბიოლოგიური კვლების თვითნებურად გადატანის.
იმ პირობებში, როდესაც პოლიციის განყოფილების უფროსის მ-----–-------–----ის მიერ ბ---------ის პირადი გასინჯვის შედეგად ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის ამოღებისთანავე არ იქნა დათვალიერებული და დალუქული საპროცესო მოქმედებაში მონაწილე პირთა თანდასწრებით და ამოღებული იარაღი გატანილ იქნა სხვა ოთახში, სასამართლოს აღნიშნული ფაქტი აეჭვებს, ბ---------ისგან ამოღებული იარაღის, როგორც საქმის მნიშვნელოვანი ნივთიერ მტკიცებულების შეუცვლელობასთან დაკავშირებით.
სასამართლო ბ---------ის მიმართ ჩატარებული პირადი გასინჯვისა და მისთვის ნივთის (იარაღის მაგვარი საგნის) ჩამორთმევის კანონიერების შესაფასებლად მოიშველიებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილს, რომლის თანახმად საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები იმპერატიულად განსაზღვრავს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და საფუძველს, როგორიცაა პირის დაკავება და პირადი გასინჯვა, კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით კანონმდებელი უფლებამოსილ პირს აძლევს პირის დაკავების და პირადი გასინჯვის უფლებას, თუ სამართალდაღვევის ოქმის შედგენა ადგილზე ვერ ხერხდება, მაგრამ უფლებამოსილ პირს ავალდებულებს დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმი შეადგინოს კანონით დადგენილი წესით პირველივე შესაძლებლობების შემთხვევაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას კანონით გათვალისწინებული უფლებების განმარტება და ჩატარებული მოქმედების გასაჩივრების უფლების რეალიზება, რაზედაც ნათლად მიუთითებს ქვემოთ მოყვანილი საკანონმდებლო ნორმები:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და სხვა შემთხვევებში...
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად - დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში, ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად - ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნათლად მიუთითებს, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვისას და მისთვის ნივთის ჩამორთმევისას დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესები.
რაც შეეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებისას კანონმდებლობის დაცვის მნიშვნელობაზე ნათლად მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლი, რომლის თანახმად არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე.
პირის დაკავების, პირადი გასინჯვის და ნივთის ჩამორთმევის (ამოღების) ამსახველი ოქმის, ამოღებული (ჩამორთმეული) ნივთმტკიცების საპროცესო სტატუსზე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი ნათლად მეტყველებს, რომ პირის დაკავების, პირადი გასინჯვის და ნივთის ჩამორთმევის ოქმი წარმოადგენს მტკიცებულებას, ხოლო ჩამორთმეული ნივთი ნივთიერ მტკიცებულებას, რომელთა შექმნა და მოპოვება განსახილველ საქმეში მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პირობა - კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს და შესაბამისად ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებები მიჩნეულ უნდა იქნას იურიდიული ძალის არ მქონე დაუშვებელ მტკიცებულებებად.
ბ---------ის პირადი გასინჯვის და მისგან ნივთის ჩამორთმევის (ამოღების) პროცედურული საკითხის განხილვისას სასამართლო ასევე მიუთითებს „ პოლიციის შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შინაარსობრივი ანალიზის და საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბ---------ემ პირადი გასინჯვის დაწყებისას თვითონვე წამოიძახა, რომ ჰქონდა იარაღი, მის პირად გასინჯვაში მონაწილე პირებს ავალდებულებდა მის მიმართ ჩაეტარებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირადი ჩხრეკა და ამოღებული მტკიცებულება დაემაგრებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 121-ე მუხლით დადგენილი წესით და არ გაეგრძელებინათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პირადი გასინჯვის პროცედურა, რომელიც როგორც ზემოთ აღინიშნა ჩატარდა კანონის უხეში დარღვევით.
ბ---------ის პირადი გასინჯვის და მისთვის იარაღის მაგვარი საგნის ჩამორთმევის პროცედურის საერთო შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით პირადი გასინჯვა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული - პირადი ჩხრეკით დადგენილი მიზნის მისაღწევად, თუმცა საყურადღებოა, რომ ბ---------ე პირადი გასინჯვის დაწყებამდე გაკავებული იქნა რა დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მიერ მ-----–-------–----ე წინიდან დაუდგა ბ---------ეს და ძებნის გარეშე შარვლის წინა უბიდან ამოუღო იარაღის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც ბ---------ის პირადი შემოწმება აღარ გაგრძელებულა და ზემოთ აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილე პირები, არც კი დაინტერესებულან ბ---------ის სხეულზე სხვა ადგილების გასინჯვით ან გარეგნული დათვალიერებით, რაც სასამართლოს მოსაზრებით არ გამორიცხავდა შესაძლებლობას ბ---------ეს ჰქონოდა ცივი იარაღი ან სხვა საგანი, რომლითაც შეძლებდა თვითდაზიანების მიყენებას, როგორც ამას პირადი გასინჯვის დაწყების საფუძვლად მიუთითებდნენ სასამართლო სხდომაზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები. ის გარემოება, რომ ბ---------ის სრულყოფილი პირადი გასინჯვა არ მომხდარა და საჭირო იყო მისი პირადი ჩხრეკა დასტურდება ბ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომელიც ჩატარდა 2019 წლის 21 იანვრის 22:02 საათიდან 2019 წლის 21 იანვრის 22:05 საათამდე პერიოდში.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იარაღის ამოღების ოქმზე, რომლის მიხედვითაც
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა 2019 წლის 21 ინვარს 21:20 საათიდან 21:45 საათამდე პერიოდში, გამომძიებელ თ----------------–--ეს მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა გამომძიებელ ზ----------------–---–ის მიერ ბ---------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული შავი ფერის იარაღი, რომელიც მოთავსებული იყო გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში, ლუქზე აღნიშნული იყო თარიღი, ხელმოწერები და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ნომერი. იარაღს სასხლეტის ქვედა მხარეს ვერცხლისფერი ლითონის ზედაპირზე ამოტვიფრული აქვს სერიული ნომერი 40312603, წინა მარცხენა მხარეს ამოტვიფრული აქვს ლათინური ასოებით წარწერა ,,JERICHO 941 DSL I3RAEL WEPON INDV3TRIES (W) LTD, აგრეთვე იარაღის ხელსაკიდ ტარზე ორივე მხარეს აღენიშნება წარწერა /W/ მარცხენა მხარეს ვერცხლისფერი ფერის ლითონზე აგრეთვე აღენიშნება ლათინური ასოებით წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3”, იარაღის მარჯვენა მხარეს ლულასთან ახლოს აღენიშნება შავი ფერის წარწერა ,,WARNING READ MANVL BEFORE ODERATING”. აღნიშნული შავი ფერის იარაღში აგრეთვე მოთავსებულია მჭიდი. ზ----------------–---–ისგან ამოღებული, დალუქულ მდგომარეობაში მყოფი, შავი ფერის იარაღი მოთავსდა ძველ ლუქთან ერთად პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების N2 ლუქით. ლუქზე აღინიშნება თარიღი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა - თ----------------–--ის და ზ----------------–---–ის ხელმოწერები. ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა.
მართალია ზემოთ აღნიშნული საპროცესო მოქმედება ცალკე აღებული შესაძლოა ფორმალურად არ შეიცავდეს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა იმ პირობებში, როცა სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვა და ნივთის ჩამორთმევა მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და არ არის გამორიცხული გონივრული ეჭვი ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების შენაცვლებასთან დაკავშირებით, სასამართლოს მოსაზრებით წარმოდგენილი იარაღი და მისი ლულის გარსაცმზე არსებული გენეტიკური კვალი ბ---------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნებისთვის ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია (მოწამლული ხის პრინციპი). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
სასამართლო გამომძიებლების (დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის) მიერ მიცემულ ჩვენების სარწმუნოობის შეფასებისას განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამომძიებლების ჩვენებების შეფასებისას არ ახდენს მათი ჩვენებების დისკრედიტაციას, თუმცა განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის კატეგორიის საქმეზე მოწმის ჩვენება მხოლოდ მაშინ იქნება უტყუარი, თუ იგი გამყარებული იქნება სხვა ობიექტური მტკიცებულებებით. პირადი გასინჯვის ოქმი, ამოღების ოქმი და აღნიშნული საპროცესო მოქმედებების შედეგად ამოღებული იარაღის და მისი საქმეზე დამაგრების რელევანტურობის დადასტურება მასში მონაწილე თანამშრომლების მიერ ყოველთვის არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკმარის და უტყუარ მტკიცებულებად პირის მსჯავრდებისთვის, ვინაიდან, ბრალდების მტკიცებულებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს ისეთი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომლის უტყუარობასაც ადასტურებენ მხოლოდ მისი შემდგენი პირები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №1256აპ-08, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში პირის მსჯავრდებისათვის საკმარისად არ მიიჩნევა მხოლოდ ჩხრეკის ოქმი, ასევე ამ ჩხრეკის შედეგების დადასტურება მისი მონაწილე და დამსწრე პირების მიერ, ვინაიდან უნდა არსებობდეს ასევე სხვა სარწმუნო მტკიცებულებები შესაბამისი ფაქტის დადგენისთვის.’’
სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ყურადღება მიექცეს და სათანადოდ შეფასდეს ბრალდებულ ბ---------ის პრეტენზია მოწმე პოლიციელებთან, ვინაიდან ბრალდებულის პრეტენზიის უარყოფის გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს მოწმეთა მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებით მიუთითა, რომ ეროვნული ორგანოების მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად, არაერთგვაროვან მიდგომას და რომ ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90, ასევე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ განაცხადი 40094/05 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციელთა ( დ---------–--–---–ი, ზ----------------–---–ი) ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ნამდვილად აქვს, ვინაიდან მათ მიერ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებები (კერძოდ: ბ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება და მისი პირადი გასინჯვის ოქმი და გასინჯვის შედეგად ამოღებული იარაღი და შემდგომში იარაღის საქმეზე კანონით დადგენილი წესით დამაგრება) არის კანონის სრული იგნორირებით ჩატარებული, რაც დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით, და მათივე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.
განსახილველ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას საყურადღებოა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად დაუშვებელი მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან (ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით) დაკავშირებული განმარტება, კერძოდ, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი გულისხმობს „მოთხოვნას, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 22/01/2015 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №548, II-7).
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადგენილად მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დააკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ბ---------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. შესაბამისად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა (სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში ) არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი. მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბ---------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რის გამოც ბ---------ე წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე-277-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ---------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
2. ბ---------ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს;
3. ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
4. განემარტოს ბ---------ეს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ბ---------ისგან ამოღებული ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ბ---------ეს ან მის მიერ მინდობილ პირს.
ბ---------ის ნერწყვის ნიმუში და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
02 ცალი ლაზერული დისკი და 01 ცალი მეხსიერების ბარათი რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
,,JERICHO 941 PSL” მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N012220318011 საქმეზე დასართავად და შემდგომი ბედის გადასაწყვეტად;
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე