1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადის დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით ან/და იმავე კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა −
გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3101 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025