განაჩენი

სისხლის სამართლის 05.12.2019
საქმის ნომერი
190100119002891737
ინსტანცია
თარიღი
05.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100119002891737

საქმე № 1ბ/1112-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე ნინო სანდოძე

სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ხ-----------------ი.

სტაჟიორ-პროკურორი - მ-------------–---.

 

დაცვის მხარე:

გამართლებული: ბ----------, დაბადების თარიღი: 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ-------------–--------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------–--–---–--------------------------------------------------------------–-.

 

ადვოკატი - გ----------------–---–-.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა - ქ.რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამართლებული ბ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტის განმარტებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ სწორად არ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან იარაღის ამოღებისთანავე (ჩამორთმევისთანავე) არ მომხდარა ბ---------ის და პირად გასინჯვაში მონაწილე პირების თანდასწრებით ზემოაღნიშნული იარაღის დათვალიერება, აღწერა და კანონით დადგენილი წესით მისი დალუქვა, არ არის გამორიცხული ეჭვი ბ---------ისგან ამოღებული იარაღის მსგავსი საგნის ჩანაცვლების და მასზე ბიოლოგიური კვლების თვითნებურად გადატანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში განმარტებულია ადამინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენიმე მუხლი, თუმცა სასამართლოს არ მიუთითებია კონკრეტულად რომელი მუხლის, რომელი დანაწესი იქნა დარღვეული ბ---------ის პირადი გასინჯვის და მისთვის ნივთის ჩამორთმევის დროს. აპელანტის განმარტებით, ბ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, მასში ასახულია ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი, ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ, დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. ამავე ოქმში გაკეთებულია აღნიშვნა ნივთის ჩამორთმევის შესახებ. ის, რომ პოლიციის განყოფილების სამეთვალყურეო კამერების მიერ გადაღებულ ჩანაწერში არ ფიქსირდება ჩამორთმეული იარაღის მსგავსი, ნივთის დათვალიერების და დალუქვის ფაქტი, არ ნიშნავს რომ იგი არ დათვალიერებულა და არ დალუქულა კანონით დადგენილი წესით. იარაღის მსგავსი ნივთის ამოღება მოხდა 18:46 საათზე, ჩანაწერი სრულდება 18:50 საათზე შესაბამისად ამ მცირე დროის მონაკვეთში ვერ აისახებოდა ყველა მოქმედება. ბ---------ისგან პირადი გასინჯვისას ამოღებული იარაღი, აღიწერა და დაილუქა ამ უკანასკნელის თანდასწრებით, რასაც ადასტურებს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელსაც ბ---------- შენიშვნის გარეშე აწერს ხელს. მისი ხელმოწერა ფიქსირდება ასევე იარაღის დასალუქ პაკეტებზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე იარაღის და ვიდეო ჩანაწერის გამოკვლევისას დაცვის მხარეს არ უთქვამს, რომ საქმეზე წარმოდგენილი იარაღი და ვიდეოჩანაწერში ნანახი იარაღი განსხვავდებოდა ერთამანეთისგან. ამასთან, იარაღი, რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაც ბრალად ედება ბ----------ს, ფიგურირებს ორ სხვა გაუხსნელ საქმეში, შესაბამისად წარმოუდგენელია დაახლოებით ნახევარ საათიან შუალედში პოლიციის თანამშრომლებს ბ---------ისგან ამოღებული ნივთი ჩაენაცვლებინათ ასეთი წარსულის მქონე იარაღით. ბ---------ისგან იარაღის მსგავსი ნივთის ამოღება მოხდა მოულოდნელად, პოლიციის შენობის ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ და შესაძლოა კიდევ მისულიყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ამიტომ ამოღებული ნივთის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დასაცავად ნივთი ერთიანი სივრციდან გაიტანეს იზოლირებულ ოთახში. აღნიშნულიდან მალევე ბ----------სთან შესახვედრად მივიდა ამ უკანასკნელის ადვოკატი, რომელმაც გარკვეული ხნის შემდეგ ისე დატოვა განყოფილება არ მოუთხოვია ამოღებული ნივთის მისი თანდასწრებით დათვალიერება. ამოღებული ნივთის დათვალიერება მოხდა ბ---------ის თანდასწრებით. მოწმე ნ-----------–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ადამიანის ბიოლოგიური კვალი საგანზე რჩება თავად ამ ადამიანის შეხებით, ამასთან, თუ შეხება ხდება მცირე დროით, მაშინ კვალი არ რჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე ბ---------ის საფულიდან და სათვალიდან ცეცხლსასროლ იარაღზე ბიოლოგიური კვალის გადატანა არის წარმოუდგენელი. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ბ----------მ პირადი გასინჯვის დაწყებისას თავად თქვა, რომ ჰქონდა იარაღი, პირად გასინჯვაში მონაწილე პირებს არ უნდა გაეგრძელებინათ პირადი გასინჯვა და უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, შემდეგ კი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე უნდა დაემაგრებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 120-ე მუხლით დადგენილი წესით. აღნიშნული განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლო თავად უშვებს შესაძლებლობას, რომ ამოღებისთანავე არ მომდარიყო იარაღის დალუქვა, რადგან თუ შეწყვეტდნენ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ჩატარებას, მაშინ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა დაწყებულიყო გამოძიება, გამოკითხულიყო პირადი გასინჯვის ჩამტარებელი პირი და ამის შემდეგ მომხდარიყო ადმინისტრაციული წესით უკვე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების პირადი ჩხრეკის ოქმით დამაგრება, რასაც იგივე დრო დასჭირდებოდა, რაც მოცემულ შემთხვევაში იარაღის დასალუქად დაჭირდა ზ----------------–---–ს. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის პირადი გასინჯვა და პოლიციის შესახებ კანონში მითითებული ზედაპირული შემოწმება განსხვავდება ერთმანეთისგან და მათი ჩატარება რეგულირდება სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით. ბ---------- არ გაუჩერებიათ პრევენციული მიზნით, იგი შეაჩერეს და ადმინისტრაციული წესით დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისთვის, რის შემდეგაც ჩატარდა მისი პირადი გასინჯვა და არა ზედაპირული შემოწმება. აპელანტის განმარტებით, მოცემულ საქმეზე ჩატარდა სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული იქნა არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეოჩანაწერი, რომლის გამოკვლევით დადასტურდა, რომ ბ---------ისთვის იარაღი არავის „ჩაუდია“. პოლიციის განყოფილებაში ბ---------- შევიდა 18:37 საათზე ხელბორკილის გარეშე და მშვიდად და აღელვების გარეშე ამოალაგა შარვლის ჯიბიდან ნივთები და დაალაგა მაგიდაზე, თუმცა კატეგორიული უარი განაცხადა ქურთუკის ელვა შესაკრავის გახსნაზე, იგი ცდილობდა დროის გაყვანას და სიმშვიდით პოლიციელებისთვის თვალის ახვევას, რადგან ვარაუდობდა, რომ ადვოკატის განყოფილებაში მისვლის შემდეგ თავს დაიხსნიდა და აღარ მოუწევდა ქურთუკის ელვა შესაკრავის გახსნა. ლოგიკას მოკლებულია იარაღჩადებული ადამიანი, რომელსაც არ ადევს ხელბორკილი იყოს მშვიდი და ავტომანქანაში ან განყოფილებაში შესვლამდე არ ეცადოს თავიდან მოიშოროს პოლიციელების მიერ ჩადებული იარაღი და დაელოდოს როგორ ამოიღებენ კამერების წინ პოლიციის თანამშრომლები. კამერის ჩანაწერის დათვალიერებით დადგენილია, რომ ბ---------ისთვის იარაღის აღმოჩენა პოლიციის თანამშრომლებისთვის იყო მოულოდნელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დაუშვებელ მტკიცებულებად ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ბრალდების მხარის მიერ ასევე დაინიშნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, რათა არ დაყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს. ბ----------მ სასამართლო სხდომაზე ჩვეების მიცემისას განმარტა, რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მას ახალი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამასთან, სასამართლოში წარდგენამდე შედგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ბ----------ს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ ჰქონდა, შესაბამისად მის მიერ სხდომაზე გამოთქმული პრეტენზია იყო დაუსაბუთებელი. მის მიმართ პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე კონკრტეული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბ---------ის მიერ გაცხადებული პრეტენზია არ არის დადასტურებული. ბ----------მ ასევე განმარტა, რომ მას ე.წ. ,,პიკაპში“ ყოფნისას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს იარაღი, თუმცა აღნიშნული არ განუცხადებია დაცვის მხარის მოწმე გ----------–-----ეს. ბ---------ის არაგულწრფელობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ პოლიციელებისგან თავის დაღწევის მიზნით, იგი მათ ეუბნებოდა, რომ ადრე პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალებები და ამიტომ არ აძლევდა პირადი გასინჯვის საშუალებას, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბ----------ს ნარკოტიკების გამო კანონთან კონფლიქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, სასამართლოს მიერ ბ---------ის განმარტების გაზიარების შემთხვევაში, გამოდის რომ მას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ორი სხვადასხვა იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ უნდა დაჭირვებოდათ პოლიციის თანამშრომლებს უკვე ჩადებული იარაღის გამოცვლა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმში მითითებული ამოღებული ნივთმტკიცების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სრულად შეესაბამება იმ იარაღის მონაცემებს, რომელიც თ----------------–--ემ ამოიღო ზ----------------–---–სგან და რომელზეც ჩატარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ბ---------ის მიმართ ჩატარებულ ადმინისტრაციულ და შემდეგ საპროცესო მოქმედებების განხორციელებისას კანონის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ზ----------------–---–ის და დ---------–--–---–ის ჩვენებები, ბ---------ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და ამ მტკიცებულებაზე ჩატარებული ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები ადასტურებენ ბ---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ბ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ბრალდების არსი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, ბ----------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ------------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ----------, პირადად, ჯინსის შარვლის წინა შიდა მხარეს, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, ქარხნული წესით დამზადებულ ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის JERICHO 941 PSL მოდელის N-------- პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას დ ვარგისია სროლისათვის.

 

2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ქ-------------------–---–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ბ----------, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის JERICHO 941 PSL მოდელის N-------- პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

სასამართლომ დაადგინა:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით ბ---------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ბ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ბრალდებულმა ბ------------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იარაღი მას არ ჰქონია და პოლიციის ავტომანქანაში ჩაუდო მ-----–-------–----ემ, რომელიც მათთან მივიდა პოლიციის განყოფილებაში მისვლამდე ავტომანქანის გაჩერებისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა N1-ით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დაიწყო გამოძიება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. ფორმა N1-ში მითითებულია, რომ ხსენებულ დღეს, 18:10 საათზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა ბ----------, რომლის პირადი გასინჯვისას მისგან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ,,იერიხოს“ მარკის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი.

 

საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ----------------–---–ის პატაკით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 იანვარს, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ დ---------–--–---–თან ერთად, სამსახურებრივ ავტომანქანით მოძრაობდა ქ----------–--------–---–-- ქუჩაზე. დაახლოებით 18:10 საათზე, მ----–---–----------–------------------ კვეთაზე, კერძოდ, მ----–---–--------------ე კორპუსთან შენიშნეს მათთვის უცნობი მამაკაცი, როგორც შემდეგ გაირკვა - ბ----------, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით ხმამაღლა ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ისინი პოლიციის ფორმაში ჩაცმულები მიუახლოვდნენ ხსენებულ მამაკაცს, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, წარუდგინეს პოლიციის მოწმობები და მოუწოდეს წესრიგისკენ. ბ---------- პოლიციელების დანახვაზე გახდა უფრო აგრესიული და დაიწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება. არაერთი მცდელობის მიუხედავად დაემშვიდებინათ მამაკაცი, ბ---------- მათ მიმართ გახდა უფრო აგრესიული და მოითხოვდა დაენებებინათ თავი. იგი არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას იდენტიფიცირებისთვის წარედგინა პირადი საბუთები. ბ---------- მათ მიმართ გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას, რაც გამოიხატებოდა მათ მიმართ ლანძღვა-გინებაში, აღნიშნულით კი იქცევდა საზოგადოების ყურადღებას. გარდა ამისა შესაძლებელი იყო ბ----------ს გაქცევით აერიდებინა თავი მათთვის, ამიტომ იძულებულნი გახდნენ ბ---------- დაეკავებინათ ადმინისტრაციული წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, რის შემდეგაც წარადგინეს საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–-, სადაც დადგინდა, რომ აღნიშნული პირი იყო ქ--------------–----------------------------–- მცხოვრები, 1----–-–-----------------ს დაბადებული ბ----------------------. განყოფილებაში ჩატარებული ბ---------ის პირადი გასინჯვისას აღმოჩენილი და ამოღებული იქნა „იერიხოს“ მარკის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, საიდენტიფიკაციო ნომრით: 4-------.

 

მოწმე მ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი გამომძიებლად მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--------------–---–-. 2019 წლის 21 იანვარს, დაიწყო გამოძიება ბ---------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა, შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ზ----------------–---–ის ინფორმაციული პატაკი, რომლითაც ირკვეოდა, რომ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–-, გადაყვანილ იქნა ბ----------, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და პოლიციელებს უწევდა წინააღმდეგობას. განყოფილებაში ზედაპირული გასინჯვისას, ბ----------ს აღმოაჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი. მის მიერ შედგენილი იქნა ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისა ოქმები. მანვე იარაღზე დანიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარებისას და ნიმუშების აღებისას ბ----------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას პოლიციის თანამშრომელმა წარუდგინა ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი, რომელიც იყო დალუქული, ამასთან, იყო სრულად დაკომპლექტებული და არა დაშლილი. მანვე გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოიღო ბ---------ის ტანსაცმელი. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვისას გახდა ცნობილი ბ---------ის კბილის მოტეხვის შესახებ, რის საფუძველზეც დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ამის შემდეგ ბ---------- გადაყვანილი იქნა სამედიცინო ექსპერტთან, რადგან ეს უკანასკნელი საჭიროებდა სტომატოლოგის კონსულტაციას.

 

მოწმე დ---------–--–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–-. 2019 წლის 21 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მეწყვილე ზ----------------–---–თან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ.რუსთავში. დაახლოებით 18:00 საათზე, მ----–---–----------------------------------- მიმართულებით მოძრაობისას, ყურადღება მიიქცია მათთვის უცნობმა პირმა, რომელიც მ----–---–------------ მდებარე აფთიაქის ტერიტორიაზე ჯიხურთან ხმამაღლა საუბრობდა ტელეფონზე და იგინებოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა აღნიშნული პირი იყო ბ----------. მათ გააჩერეს ავტომობილი და მივიდნენ ბ----------სთან, რომელიც აგრძელებდა ხმამაღლა გინებას, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რაზეც ბ----------მ უპასუხა, რომ დალოდებოდნენ ცოტა ხანს, რადგან საუბრობდა ტელეფონზე. ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ მათ მამაკაცს მოუწოდეს სიმშვიდისკენ და თხოვეს იდენტიფიცირებისთვის საბუთების წარდგენა, რაზეც ბ----------მ განაცხადა უარი და უთხრა, რომ სანამ ადვოკატს არ დაურეკავდა არც საბუთებს მისცემდა და არც სახელს და გვარს ეტყოდა, რადგან იყო შემთხვევა, როდესაც მას ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნულის გამო მათ ბ---------- დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავების ოქმის ფორმის ადგილზე არ ქონის გამო, მათ ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შეავსეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. გარდა ამისა, ვინაიდან ბ---------- მათ უწევდა წინააღმდეგობას ვერ შეძლეს დაკავებისას მისი ზედაპირული დათვალიერება. ადვოკატთან დაკავშირების შემდეგ ბ---------- ნებაყოფლობით გაჰყვა მათ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისვლამდე მათ ლეონიძის ქუჩაზე გააჩერეს ავტომანქანა და კიდევ ერთხელ თხოვეს ბ----------ს საბუთების წარდგენა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. იმ დროს, როდესაც გაჩერებული იყვნენ ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან სიტუაციის გარკვევის მიზნით მივიდა მათი ხელმძღვანელი - მ-----–-------–----ე, რომელმაც უთხრა, რომ ბ---------- გადაეყვანათ პოლიციის შენობაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მათ ბ---------ისთვის იარაღი არ ჩაუდიათ, მათ შორის შეხლა-შემოხლას ადგილი არ ჰქონია და არც პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას დაუდიათ მისთვის ხელბორკილები. პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნისას ბ---------- მობილური ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ადვოკატს, რომელიც რამდენიმე წუთში მივიდა მათთან. ბ---------- მოითხოვდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები განხორციელებულიყო ადვოკატის თანდასწრებით, თუმცა იმ მიზეზით, რომ ბ----------ს შესაძლოა ჰქონოდა ცივი იარაღი, რომლითაც მიიყენებდა თვითდაზიანებას, ადვოკატს ვერ დაელოდნენ და დაიწყეს მისი ზედაპირული დათვალიერება, რის საშუალებას ბ---------- არ აძლევდათ და უწევდათ წინააღმდეგობას. ზედაპირული დათვალიერებისას ისინი ბ----------ს ეხებოდნენ ხელით, რათა გაერკვიათ ჰქონდა, თუ არა ამ უკანასკნელს კანონსაწინააღმდეგო ნივთი. შემოწმებისას ბ----------მ თავად განაცხადა, რომ ჰქონდა იარაღი. აღნიშნულის მოსმენის შემდეგ მან და ზ----------------–---–მა ბ----------ს გაუკავეს ხელები, რა დროსაც, იქვე მყოფმა პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ - მ-----–-------–----ემ, ბ----------ს შარვლის უბიდან ამოაცალა იარაღი. ამ დროს მათთან ერთად იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები: ზ-------------, დ----------–--- და ა------------–-–---–-. ბ---------ისაგან ამოღებული იარაღი დაილუქა სათანადო წესით და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. მან აღნიშნული იარაღი ნახა პირველად. ბ----------ს მანქანაში ჩასმის დროს იარაღი არ ამოვარდნია, მას მანქანაში ან პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას არ შეუნიშნავს, რომ ბ----------ს ჰქონდა იარაღი. ბ---------ის პირადი დათვალიერებისას ასევე ამოღებული იქნა: საფულე, სიგარეტი, სანთებელა და ტელეფონი. ადვოკატის მისვლისას ბ---------ისგან იარაღი უკვე ამოღებული იყო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------ის ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შეავსეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რა დროსაც ბ----------ს განემარტა, რომ იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, რის შემდეგაც დაადეს ხელბორკილები.

 

რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–---- ინსპექტორ-გამომძიებელ ზ----------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და თანამშრომელთ დ---------–--–---–თან ერთად სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა ქ----------–----–-------------------–---–------------ კვეთაზე, რა დროსაც ლ---------------- მოსახვევში დაინახეს მათთვის უცნობი პირი, რომელიც გადაადგილდებოდა მარტო და გამოიყურებოდა საეჭვოდ, კერძოდ, ეცვა შავი ტანსაცმელი, ეფარა კეპი და წამოფარებული ჰქონდა ე.წ. ,,კაპიშონი“, რის გამოც არ უჩანდა სახე. ხსენებული პირი უცენზურო სიტყვებით საუბრობდა ხმამაღლა. როგორც მათთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი აღნიშნული პირი იყო ბ-----------. მათი ყურადღება მიიქცია ბ---------ის ხმამაღალმა საუბარმა და საეჭვო ჩაცმულობამ, ამიტომ მათ გააჩერეს ავტომანქანა, მიუახლოვდნენ მას, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და აჩვენეს სამსახურებრივი მოწმობები. მიუხედავად აღნიშნულისა, ბ----------მ ტელეფონის გათიშვის შემდეგ მათ მიმართ გამოხატა აგრესია, მიაყენა შეურაცხყოფა და მათი მოთხოვნის მიუხედავად არ ეუბნებოდა სახელს და გვარს. მათ ბ----------ს განუმარტეს, რომ იგი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მათ აყენებდა შეურაცხყოფას, რის გამოც მათ უნდა წაჰყოლოდა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც ბ----------მ უპასუხა, რომ არ არღვევდა კანონს და სადაც უნდოდა იქ წავიდოდა და დარეკა ადვოკატთან. ბ---------ის ქმედებების გამო მოახდინეს ამ უკანსკნელის დაკავება და განუმარტეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება, რადგან შესაძლოა თან ჰქონოდა უკანონო ნივთი. აღნიშნულზე ბ----------მ განუცხადათ კატეგორიული უარი, იმ მიზეზით, რომ ადრე ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, ამიტომ სანამ არ მივიდოდა მისი ადვოკატი, მათ არ მისცემდა პირადი გასინჯვის უფლებას, თუმცა პოლიციის განყოფილებაში გაყვებოდა ნებაყოფლობით, რადგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ჰქონდა. ამის შემდეგ ბ---------- ნებაყოფლობით ჩაჯდა მათ მანქანაში და გაყვა პოლიციის განყოფილებაში. მათ ბ---------ისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ. გზად მათ გააჩარეს მანქანა და კიდევ ერთხელ მოთხოვეს ბ----------ს, გაეხსნა ქურთუკი და მიეცა მათთვის ზედაპირული დათვალიერების საშუალება, რადგან არ სურდათ დათვალიერების გარეშე მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა, ვინაიდან შესაძლებელი იყო მას თან ჰქონოდა იარაღი, რაზეც ბ----------მ კვლავ განუცხადა უარი. ბ--- ხ----ის ამ ქმედებებმა მათში გამოიწვია ეჭვი, ამიტომ საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელი - მ-----–-------–----ე, რომელიც მალევე მივიდა და ბ----------ს უთხრა, მიეცა მათთვის ზედაპირული დათვალიერების საშუალება, რაზეც ამ უკანასკნელმა კვლავ განაცხადა უარი. ამის შემდეგ მათ ბ---------- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბ---------- ერთ თანამშრომელთან ერთად იჯდა მათი მანქანის უკანა სავარძელში, მ-----–-------–----ე კი წავიდა თავისი ავტომანქანით. ავტომანქანაში ყოფნისას ბ---------- პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობას არ უწევდა, იგი განყოფილებაშიც შევიდა მშვიდად და დაჯდა სკამზე. მათ კვლავ განუმარტეს ბ----------ს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება. აღნიშნულს აფიქსირებდა პოლიციის განყოფილებაში განთავსებული ვიდეო კამერა. ბ----------მ ნებაყოფლობით მოიხსნა ქუდი და სათვალე და ამოიტრიალა შარვლის ჯიბეები. შემდეგ ამოიღო ტელეფონი და კიდევ ერთხელ დარეკა ადვოკატთან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------- არ იხსნიდა ქურთუკის ელვა შესაკრავს, რის გამოც მან და დ---------–--–---–მა ხელების გაკავებით შებოჭეს ბ----------, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიყვირა, რომ ჰქონდა იარაღი და თავი დაენებებინათ. ამ დროს მათთან იმყოფებოდა განყოფილების უფროსის მოადგილე მ-----–-------–----ე, რომელმაც ბ----------ს შარვლის უბიდან ამოუღო იარაღი. ამის შემდეგ ბ---------- დაუყონებლივ გადაიყვანეს იზოლირებულ ოთახში, რათა დაეთვალიერებინათ ზედაპირულად და ენახათ ხომ არ აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. პოლიციის განყოფილებაში მალევე მივიდა ადვოკატი, რომელიც შეხვდა დაკავებულ ბ----------ს. ადვოკატთან საუბრისას, ბ----------ს არ უთქვამს რომ იარაღი არ ჰქონდა და ჩაუდეს პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე არ გამოუთქვამს პრეტენზია ცემასთან დაკავშირებით. მოწმემ განმარტა, რომ იგი იჯდა მათთან ახლოს და ესმოდა მათი საუბარი. ადვოკატი ისე გავიდა პოლიციის განყოფილებიდან, არ დაინტერესებულა რა სახის იარაღი ამოიღეს ბ---------ისგან. ადვოკატის პოლიციის განყოფილებიდან გასვლის შემდეგ მან შეადგინა ადმინისტრაციული დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმები, ასევე დალუქა ბ---------ისაგან ამოღებული შავი ფერის იარაღი, რომელშიც მოთავსებული არ იყო ვაზნები და მომხდარის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იარაღი დალუქეს და ოქმი შეადგინეს ადვოკატის პოლიციის განყოფილებიდან გასვლის შემდეგ, მანამდე კი იდო პოლიციის განყოფილებაში განთავსებულ მაგიდაზე. მანამდე იარაღი სხვა ოთახში გაიტანა თუ არა ვინმემ ამის დაკონკრეტება არ შეუძლია. ამოღებული იარაღის დალუქვას ესწრებოდა ბ----------, რომელიც გამოიყვანეს იზოლირებული ოთახიდან. მოწმემ განმარტა, რომ ბ---------ის დაკავება მოხდა 18:10 საათზე, რის შემდეგაც განყოფილებაში მისასვლელად დასჭირდათ გარკვეული დრო. განყოფილებაში მისვლიდან ხუთი წუთის შემდეგ კი, დაიწყეს ბ---------ის გარეგანი შემოწმება.

 

მოწმე ა------------–-–---–-ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–- და არის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2019 წლის 21 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა განყოფილებაში, რა დროსაც მისმა თანამშრომლებმა ზ-----------------–---–მა და დ----------–--–---–მა განყოფილებაში შეიყვანეს ბ----------, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს არ უწევდა წინააღმდეგობას. მისთვის ბ---------ის განყოფილებაში შეყვანის მიზეზი ცნობილი არ იყო. ბ---------- დასვეს მისი სამუშაო მაგიდიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით განთავსებულ სხვა სამუშაო მაგიდასთან. შემდეგ თანამშრომლებმა თხოვეს მიეცა მათთვის ხელბორკილები, რომელიც დაადეს ბ----------ს. მოწმის განმარტებით ხელბორკილები ინახება საიარაღოში. აღნიშნულ პირებს ხელბორკილის გარდა სხვა ნივთი არ მოუთხოვიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას, ბ---------- აგრესიას არ გამოხატავდა და მისთვის არც პოლიციის თანამშრომლებს მიუყენებიათ შეურაცხყოფა, თუმცა იგი პოლიციის თანამშრომლებს არ აძლევდა ვიზუალური დათვალიერების საშუალებას. აღნიშნულიდან ცოტა ხანში მან გაიგო პოლიციელების ხმა ,,იარაღიო“, მაგრამ თავად იარაღის ამოღებაში მონაწილეობა არ მიუღია და არც ამოღების პროცესი დაუნახავს, გაიგო მხოლოდ ხმა ,,იარაღიო“. მანვე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, განყოფილებაში კარს არ კეტავენ. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის განყოფილებაში შეყვანისას დგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემთხვევაში ბრალდებულის დაკავების ოქმი. ამის შემდეგ ხდება დაკავებულის სარეგისტრაციო ჟურნალში აღრიცხვა. მოწმემ განმარტა, რომ მან მოახდინა ბ---------ის აღნიშნულ ჟურნალში რეგისტრაცია, კერძოდ, ასახა დემოგრაფიული მონაცემები, სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი, ვიზუალური დათვალიერების შედეგი, დაკავების დრო, ადგილი, დაკავების მიზეზი და სად იქნა დაკავების შემდეგ გადაყვანილი. ჟურნალის ერთ-ერთ დანაყოფში მითითებულია ვიზუალური დათვალიერების შედგები, კერძოდ, აღენიშნება თუ არა დაკავებულს რაიმე სახის დაზიანებები და გააჩნია თუ არა პრეტენზია. დაკავებული ეცნობა ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერებს და აწერს ხელს. მოცემულ შემთხვევაში, ჟურნალში გაკეთებულ ჩანაწერს გაეცნო ბ----------, რაზეც მას შენიშვნა არ გამოუთქვამს და მოაწერა ხელი.

 

რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2019 წლის იანვარში, იმყოფებოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, სადაც დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის წარადგინეს მოქალაქე, რომელსაც არ ეკეთა ხელბორკილი და დასვეს სკამზე. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირი იყო ბ----------, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს არ აძლევდა პირადი გასინჯვის საშუალებას და ითხოვდა დალოდებოდნენ მის ადვოკატს, რადგან მისი განმარტებით, ადრე მას პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს ,,მარიხუანა“. პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულს მისცეს უფლება დაერეკა ადვოკატთან. გარკვეული ხნის შემდეგ, განყოფილებაში მივიდა მათი ხელმძღვანელი - მ-----–-------–----ე, რომელმაც ბ----------ს სთხოვა მიეცა პირადი გასინჯვის საშუალება, რაზეც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი. ბ---------ის წინააღმდეგობის მიუხედავად მოხდა მისი პირადი გასინჯვა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა იარაღი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას პოლიციის განყოფილების შესასვლელ კარს არ კეტავენ.

 

მოწმე დ--------------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ექსპერტად. მან საგამოძიებო ორგანოს მომართვის საფუძველზე, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტემენტის ქვემო ქართლის განყოფილებაში ბ---------ისგან აიღო ნერწყვის ნიმუში, რაც დალუქა სათანადო წესით. ლუქზე ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა და ბ----------მ. ნიმუშის აღება მოხდა ნებაყოფლობით, მშვიდ გარემოში, რა დროსაც ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე თ----------------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს გამომძიებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---–-. 2019 წლის 21 ინვარს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოპერატიულმა მუშაკებმა ერთ-ერთი პირისგან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. მან დაკითხა ოპერატიული თანამშრომელი, რომელმაც განუცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს აღნიშნული პირისგან ამოიღო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგაც მოხდა ოპერატიული თანამშრომლისგან მითითებული იარაღის სისხლის სამართლის წესით ამოღება და დალუქვა. ამის შემდეგ ბ---------ისგან წერილობითი თანხმობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში. მოწმის განმარტებით, მას ბ----------მ უთხრა, რომ იარაღი ეკუთვნოდა მას. ბ----------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამასთან, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ბ---------ის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ბ---------- პოლიციის თანამშრომლებს ექცეოდა პატივისცემით, ამიტომ თანამშრომლებიც პატივისცემით ექცეოდნენ მას. მოწმემ ასევე განმრტა, რომ საგამოძიებო ორგანოში ბ---------ის მიყვანას არ შესწრებია მისი განყოფილებაში მისვლისას, იარაღი უკვე დალუქული იყო.

 

რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–----, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ----------–--ის ჩვნებით ირკვევა, რომ იგი 2019 წლის 21 იანვარს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა პ---–-–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა, შეიყვანეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბ---------- და დასვეს სკამზე. ბ---------- იყო მშვიდად. მას დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა უთხრეს, რომ უნდა ჩაეტარებინათ მისი ზედაპირული დათვალიერება და თხოვეს გაეხსნა ქურთუკი, რაზეც ბ-----------მ განცხადა უარი. აღნიშნულის გამო მან, დ---------–--–---–მა და ზ----------------–---–მა, ბ----------ს დაუკავეს ხელები და მოახდინეს მისი ზედაპირული დათვალიერება, რა დროსაც ბ----------მ თქვა, რომ ჰქონდა იარაღი. ბ---------ისგან იარაღის ამოღების შემდეგ, ეს უკანასკნელი გაიყვანეს იზოლირებულ ოთახში. მათ ბ---------ისთვის ხელბორკილები არ დაუდიათ. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მას ევალება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოება, ხოლო სისხლის სამართლის საქმეებს არ იძიებს. ამ შემთხვევის დროს მასთან ერთად განყოფილებაში იმყოფებოდნენ: დ---------–--–---–ი, ზ----------------–---–ი, ა------------–-–---–-, მ-----–-------–----ე და ზ-------------.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 იანვრის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე, გამოსაკვლევად წარდგენილი საკვლევი ობიექტების - იარაღისა და მჭიდის ზედაპირზე გამოვლინდა პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისი ხელის კვლები.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე---------------–--–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მის მიერ გამოკვლეული იქნა შავი ფერის პისტოლეტი და მჭიდი, რომლებიც დამუშავდა სპეციალურ კამერაში. მოწმის განმარტებით, იარაღზე ანაბეჭდი სრულად არ იყო გადატანილი, რის გამოც პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საკმარისი კერძო ნიშნები ვერ გამოვლინდა. მანვე მიუთითა, რომ იარაღზე ხშირად არ ფიქსირდება კვალი, კვალის დარჩენა დამოკიდებულია ზედაპირზე და კანზე. იმ შემთხვევაში თუ პირს არ გაუწმენდია იარაღი, შესაძლოა მასზე დარჩეს უვარგისი კვალი. მოცემულ შემთხვევაშიც გამოვლინდა უვარგისი კვალი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 11 აპრილის ექსპერტის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ:

▪ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,.....პისტოლეტიდან აღებული ანაწმენდები..“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ღია მოყავისფრო-მონარინჯისფერო ლაქა (ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: ,,მჭიდი YERICHO“) სისხლს არ შეიცავს. ობ. N4-ში და მავე პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ. N1; კონტეინერი, წარწერით: ,,პისტოლეტის სასხლეტი YERICHO“ და ობ. N2; კონტეინერი, წარწერით: ,,პისტოლეტის სახელური YERICHO“) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

▪ პაკეტში მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N3; კონტეინერი, წარწერით: ,,ლულის გარსაცმი YERICHO“) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ბ---------ის (ობ. N5, პაკეტი, წარწერით: ....ერთი ცალი ნერწყვის ნიმუში ბიოლოგიურ ჩხირზე... ბრალდებული ბ----------...“) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ------------–---–მა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 07 თებერვლის ექსპერტის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ ა.ბ/იზოლატორში მოთავსებული პირის, იზოლატორში შეყვანისას ჩატარებული სამედიცინო შემოწმების ფორმა N--------- N8 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცნობის, სტომატოლოგ-თერაპევტის მ-------------ის კონსულტაციის და პირადი გასინჯვის მონაცემებით ბ----------ს 22-24.01.19წ. სხეულზე მექანიკური დაზიანების ახალი ნიშნები არ აღენიშნება.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------–-----------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ მან დაათვალიერა ბ---------ის ზედა ყბის კბილები, რომელზეც იყო დაზიანება, კერძოდ კბილი მოტეხილი იყო ღრძილის ყელის დონეზე, თუმცა კბილს არ ჰქონდა ახალი წანატეხისათვის დამახასიათებელი რაიმე ნიშანი, კერძოდ არ აღენიშნებოდა ღრძილზე სისხლჩაქცევები, ამასთან, კბილი იყო კარიესული. რადგან არ არსებობდა ახალი დაზიანების დამახასიათებელი ნიშნები და კბილი იყო კარიესული, ბ----------ს დაენიშნა სტომატოლოგთან კონსულტაცია. მოწმის განმარტებით, დათვალიერდა გამოსაკვლევი პირის მხოლოდ ხელები. ვინაიდან სამუშაო ოთახის სიმცირის გამო ყოველთვის არ არის შესაძლებელი დათვალიერდეს მთლიანი სხეული, ათვალიერებენ სხეულის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელზეც არის ჩივილები. მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე დათვალიერდა ბ---------ის მხოლოდ წინა მხრის მიდამოები. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ ბ---------- მიუთითებდა სხვა დაზიანებაზე ან იქნებოდა საჭიროება, ის აუცილებლად დაათვალიერებდა მთლიან სხეულს. დათვალიერებისას ბ----------ს ფუფხები არ აღენიშნებოდა, თუმცა ჰქონდა წერტილოვანი ნაწიბურები.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 22 იანვრის ექსპერტის N---- დასკვნით ირკვევა, რომ სს N------------ საქმეზე წარდგენილი პისტოლეტი არის, ქარხნული წესით დამზადებული, ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის ,,JERICHO 941 PSL“ მოდელის N-------- პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------------------ რომელმაც დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი იარაღი არის ჩვეულებრივი წარმოების, რომლის შეძენა შეიძლება ჩვეულებრივ მაღაზიაშიც, განსაკუთრებული ნიშნები გამოკვეთილი არ ყოფილა. ვარგისიანობის შემოწმება მოხდა სამ-სამი საკონტროლო გასროლით და იარაღს რაიმე სახის შეფერხება არ ქონდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 28 იანვრის ექსპერტის N------ დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე წარდგენილ ,,JERICHO 941 PSL“ მოდელის N-------- პისტოლეტის ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული მასრები იდენტურია სს N----------- საქმეზე წარმოდგენილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1908 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ,,Parabellum“ ,,P.08“ ნიმუშის ერთი ცალი მასრის.

 

დასკვნის სისწორე და შინაარსი დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ სამი ცალი ექსპერიმენტული მასრა შედარებული იქნა გაუხსნელი საქმეების ობიექტებთან. თავიდან შედარება მოხდა ბაზაში არსებულ მონაცემებთან. ბაზაში შეტანილია გაუხსნელ საქმეთა ობიექტები. ამის შემდეგ მოხდა უშუალო შემოწმება. წარმოდგენილი იარაღიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებულ მასრებზე დარჩენილი განსაკუთრებული კვლებით მოხდა მისი შედარება ერთ მასრასთან, რითაც დადასტურდა, რომ ისინი დარჩენილი კვლების მიხედვით ერთმანეთის იდენტურია.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებაც ედება ბრალად ბ----------ს ფიგურირებს ორ გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ აჭარის რეგიონში არსებულ გაუხსნელ სისხლის სამართლის საქმეში, როგორც ფიზიკური პირისგან გატაცებული იარაღი და ქ.რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–---- წარმოებაში არსებულ, ასევე გაუხსნელ საქმეში იარაღად, რომლითაც მოქალაქეს მიაყენეს ცეცხლნასროლი დაზიანება.

 

ადმინისტრაციული დაკავების N--------- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, 18:10 საათზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლებით დაკავებული იქნა ბ----------, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ილანძღებოდა უცენზურო სიტყვებით, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ამასთან, იგი არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა არაკანონიერი ქმედება და გაუწია წინააღმდეგობა, ასევე შეეცადა გაქცევას, რის შემდეგაც ბ---------- დაკავებულ იქნა. დაკავების შემდეგ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მ--------------–---–- მოხდა ბ---------ის პირადი გასინჯვა, რა დროსაც მის ტანთ ჩაცმული ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის ყავისფერი ქამრის და შარვლის წინა შიდა მხარეს აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, რომელიც არის შავი ფერის და სასხლეტის ქვედა გარეთა მხრიდან ამოტვიფრული აქვს ციფრები 4-------, წინა მარცხენა მხარეს კი ამოტვიფრული აქვს წარწერა ლათინური ასოებით: ,,JERICHO 941 PSL ISRAEL WEAPON INDUSTRIES (W) LTD“, მარჯვენა მხარეს ვერცხლისფერ მეტალზე ამოტვიფრულია ლათინური ასოებით წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3“, ასევე მარჯვენა მხარეს ჩარჩოზე ამოტვიფრულია წარწერა ლათინური ასოებით ,,WARNING READ MANUAL BEFORE OPERATING“. იარაღში მოთავსებულია მეტალის, შავი ფერის მჭიდი, რომელიც არის დაუმუხტავი, ცარიელ მდგომარეობაში. მჭიდს მარჯვენა მხარეს აქვს ლათინური წარწერა 9MM. იარაღი დაილუქა პოლიეთილენის პაკეტში და ლუქზე დაესვა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ოქმის ასლი გადაეცა დაკავებულს. ოქმს ხელს აწერეს ყველა მონაწილე პირი და დაკავებული.

 

ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 21 ინვარს, 21:20-21:45 საათზე, გამომძიებელ თ----------------–--ის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პ---–-–-------------------–---–- ზ----------------–---–ისგან ამოღებული იქნა, ამ უკანასკნელის მიერ ბ---------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული შავი ფერის იარაღი, რომელიც დალუქულია გამჭირვალე პოლიეთილენის პარკში, ლუქზე აღნიშნულია თარიღი, ხელმოწერები და ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ნომერი. იარაღს სასხლეტის ქვედა მხარეს ვერცხლისფერი ლითონის ზედაპირზე ამოტვიფრული აქვს სერიული ნომერი 4-------, წინა მარცხენა მხარეს ამოტვიფრული აქვს წარწერა ლათინური ასოებით ,,JERICHO 941 PSL ISRAEL WEAPON INDUSTRIES (W) LTD ”, იარაღის ხელსაკიდი ტარის ორივე მხარეს აღენიშნება წარწერა /IWI/, მარცხენა მხარეს ვერცხლისფერ ლითონზე აღენიშნება წარწერა ლათინური ასოებით ,,MADE IN ISRAEL H3“, მარჯვენა მხარეს ლულასთან ახლოს აღენიშნება შავი ფერის წარწერა ,,WARNING READ MANUAL BEFORE OPERATING“. აღნიშნულ შავი ფერის იარაღში აგრეთვე მოთავსებულია მჭიდი. იარაღი ძველ ლუქთან ერთად მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პ---–-–-------------------–---- N2 ლუქით. ლუქზე აღინიშნა თარიღი, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების თ----------------–--ის და ზ----------------–---–ის ხელმოწერები. ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა.

 

ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 ინვარს 00:15-00:30 საათამდე პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პ---–-–-------------------–---–-, ბ---------ისაგან ამოღებული იქნა გრძელ სახელოებიანი მაისური შავ-თეთრი ფერის ზოლებით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ყავისფერი ტყავის ქამარი რკინის ბალთით, რაც დაილუქა სათანადო წესით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 ინვარს, 21:55 საათზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, დაკავებული იქნა ბ----------, რომელსაც დაკავების მომენტში გარეგნულად სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაკავებულის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის ზუსტ დროდ ოქმში დაფიქსირებულია 2019 წლის 21 ინვარი 18:35 საათი. იმავე დღეს 22:02-22:05 საათამდე პერიოდში ჩატარდა ბ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოუღიათ. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი. ოქმზე შენიშვნები და განცხადებები არ ფიქსირდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პ---–-–-------------------–---- ადმინისტრაციული შენობის ვიდეო ჩანაწერები, რომლითაც ირკვევა, რომ 2019 წლის 21 იანვარს, 18:38 საათზე, ბ---------- ორ პოლიციელს შეჰყავს პოლიციის განყოფილებაში და სთავაზობენ დაჯდომას. ცოტა ხანში ბ---------- ჯიბიდან იღებს ტელეფონს და საფულეს და ჯდება სკამზე, ხელები აქვს გახსნილი და ბორკილები არ ადევს. რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება მისი პირადი გასინჯვა, რა დროსაც ბ----------ს ხელების გაკავებით ბოჭავენ პოლიციის თანამშრომლები დ---------–--–---–ი და ზ----------------–---–ი, სხვა პირი - სავარაუდოდ მ-----–-------–----ე, რომელიც წინ უდგას ბ----------ს, ამ უკანასკნელის საქამრიდან იღებს იარაღისმაგვარ საგანს და დებს მაგიდაზე. ამის შემდეგ დ---------–--–---–ს და ზ----------------–---–ს გაკავებული ბ---------- გაჰყავთ ამავე შენობაში არსებულ სხვა იზოლირებულ ოთახში, ხოლო მ-----–-------–----ე მაგიდაზე დადებულ იარაღის მაგვარ საგანს ზემოდან ადებს რაღაც ნივთს და გააქვს სხვა ოთახში. ამ დროს რაიმე ოქმის შედგენა, ამოღებული საგნის დათვალიერება ან ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის დალუქვა არ მომხდარა. რამდენიმე წუთში იმავე ოთახში სადაც არც ბ---------- და არც მისგან ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი არ არის შედის ადვოკატი. ვიდეო ჩანაწერი მალევე მთავრდება ისე, რომ კადრში არც ბ---------- და არც მისგან ამოღებული იარაღის მაგვარი საგანი არ ჩანს, ასევე არ ჩანს საპროცესო მოქმედების ამსახველი დოკუმენტის შედგენა ან ნივთის დალუქვა. ამასთან, ჩანაწქერიდან ირკვევა, რომ არ დათვალიერებულა და არ დალუქულა ბ---------ის მიერ პირად გასინჯვამდე საკუთარი ნებით მაგიდაზე დადებული ნივთები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი, ამავე განყოფილების სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეო ჩანაწერით ირკვევა, რომ სავარაუდოდ დროის იმავე შუალედში, როცა იწყება ბ---------ის პირადი გასინჯვა ერთ-ერთი პოლიციელი შიგნიდან კეტავს პოლიციის განყოფილებაში შესასვლელ კარს. კარის ჩაკეტვამდე ჩანს, რომ განყოფილებასთან მისულია ბ---------ის ადვოკატი ა-----------ე, რომელსაც არ ეძლევა პოლიციის განყოფილებაში შესვლის შესაძლებლობა.

 

მოწმე გ----------–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2019 წლის 21 იანვარს, ქ.რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა დიდი ხნის უნახავ ბ----------ს. ვინაიდან ჰქონდათ ერთი გზა, ისინი წავიდნენ ერთად და საუბრობდნენ. მ----–---–----------ე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ჯიხურთან მიახლოებისას ისინი შეაჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ბ----------ს ჰკითხეს ვინაობა და უთხრეს, რომ სურდათ მისი გაჩხრეკა, თუმცა მიზეზი არ განუმარტავთ, რაზეც ბ---------- დათანხმდა. პოლიციის თანამშრომლები დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ზედაპირულად ჩხრეკდნენ ბ----------ს, რის შემდეგაც ბ----------ს უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეამოწმებდნენ დეტალურად. აღნიშნულზე ბ----------მ განაცხადა უარი და პოლიციელებს უთხრა, რომ ადვოკატის გარეშე არ წავიდოდა არსად, რადგან მას პოლიციელებმა მანამდეც ,,ჩაუდეს“ წამალი. ბ---------- ტელეფონით დაუკავშირდა ძმას და ადვოკატს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ბ---------- თავად იტრიალებდა ჯიბეებს შემოწმებისას. ამასთან, იგი თავისი ნებით გაჰყვა პოლიციის თანამშრომლებს განყოფილებაში. პოლიციის მანქანაში ჩასხდომიდან დაახლოებით 15 წუთი ისინი ადგილიდან არ დაძრულან და იყვნენ გაჩერებულები, რის შემდეგაც გადაინაცვლეს გზის მეორე მხარეს მდებარე ლომბარდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე შეჩერდნენ მცირე ხნით და წავიდნენ. მათი წასვლის შემდეგ თავადაც წავიდა სახლში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სანამ მათ შეაჩერებდნენ პოლიციელები, ბ---------- ტელეფონით ესაუბრებოდა შეყვარებულს - ს-------. იგი არც უწმაწურ სიტყვებს იყენებდა და არც ხმამაღლა საუბრობდა. ხსენებულ დღეს ბ----------ს შეხვდა შემთხვევით. მან მეგობრებისგან იცოდა, რომ ბ---------ის შეყვარებულს ერქვა ს-------

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი აფთიაქის სამეთვალყურეო კამერის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია 2019 წლის 21 იანვარს, პოლიციელების მიერ ბ---------ის შეჩერებამდე და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამდე ამ უკანასკნელის მიერ განხორციელებული მოქმედებები. ჩანაწერით ირკვევა, რომ ბ---------- და გ----------–-----ე გადაადგილდებიან ერთად, ბ---------- საუბრობს მობილურ ტელეფონზე. მას შემდეგ, რაც ბ---------- ცდება ვიდეო გადაღების არეალს მას უკან მიჰყვება პოლიციის ორი თანამშრომელი და ისინიც ტოვებენ გადაღების არეალს. კადრში რამდენიმე წუთში ჩანს, რომ ბ---------- ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის გარეშე მიჰყვება პოლიციელებს და ჯდება მათ ავტომანქანაში, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე არ იძვრის ადგილიდან, გ----------–-----ე კი იმყოფება პოლიციელების ავტომანქანის მიმდებარედ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ბ---------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დასჯადია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლაში, ვალში ჩათვლაში, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლია იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელია განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველია, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი ასევე განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, დადგენილია, რომ საქმეზე წარდგენილი პისტოლეტი არის, ქარხნული წესით დამზადებული, ისრაელის წარმოების 9 მმ კალიბრის ,,JERICHO 941 PSL“ მოდელის N-------- პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი არ არის, აღნიშნული იარაღი ნამდვილად წარმოადგენს თუ არა იმ ნივთს, რომელიც ამოღებული იქნა ბ---------ის პირადი შემოწმებისას, რადგან ამ უკანასკნელისგან იარაღის მსგავსი საგნის ამოღებისთანავე არ მომხდარა მისი დათვალიერება, აღწერა, დალუქვა და შესაბამისი ოქმის შედგენა. გარდა ამისა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვის მიზნით გამომძიებლების დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მიერ ბ---------ისთვის ხელების გაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ - მ-----–-------–----ემ, ბ---------ისგან ამოიღო იარაღის მაგვარი საგანი და დადო მაგიდაზე, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი გაიყვანეს ოთახიდან, ამოღებული ნივთი კი მ-----–-------–----ემ გაიტანა სხვა ოთახში, შესაბამისად იარაღის მაგვარი საგანი და ბ---------ის პირადი ნივთები გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ბ---------ის და პოლიციის თანამშრომლების დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მეთვალყურეობის გარეშე, ამასთან სხვა პირის გამგებლობაში. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში არ ჩანს თუ რა მოქმედებები განახორციელა ამოღებულ იარაღის მსგავს საგანზე მ-----–-------–----ემ სხვა ოთახში გატანის შემდეგ.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმე დ---------–--–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო შეჩერებული ბ----------, დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. დაკავების ოქმი შევსებული იქნა პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, სადაც დაადეს ხელბორკილები, ჩაატარეს მისი პირადი გასინჯვა და განუმარტეს უფლებები. აღნიშნული ასევე დაადასტურა ზ----------------–---–მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვისას მ-----–-------–----ემ ამოიღო იარაღი. მათვე განაცხადეს, რომ იარაღის ამოღებამდე ბ----------მ თავად დაიყვირა, რომ ჰქონდა იარაღი. აღნიშნულის მიუხედავად ადმინისტრაციული დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმებში მითითებული არ არის, რომ ბ---------ის პირად გასინჯვაში დ---------–--–---–ის და ზ----------------–---–ის გარდა მონაწილეობდა მ-----–-------–----ეც, რომელმაც ბ---------ისგან ამოიღო იარაღის მაგვარი საგნი. აღსანიშნავია, რომ საგანი ამოღებისთანავე არ დაუთვალიერებიათ და დაულუქავთ ბ--- ხ----ის და პირად გასინჯვაში მონაწილე პირების თანდასწრებით, ასევე არ დალუქულა ბ---------ის სხვა პირადი ნივთები, აღნიშნულით კი არ არის გაბათილებული ეჭვი ამოღებული იარაღის მაგვარი საგნის ჩანაცვლების და მასზე ბიოლოგიური კვლების თვითნებურად გადატანის შესახებ.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის წესები განისაზღვრება ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.

 

აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესები იმპერატიულად განსაზღვრავს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წესსა და საფუძველს, როგორიცაა პირის დაკავება და პირადი გასინჯვა, კერძოდ, კანონმდებელი უფლებამოსილ პირს აძლევს პირის დაკავების და პირადი გასინჯვის უფლებას, თუ სამართალდაღვევის ოქმის შედგენა ადგილზე ვერ ხერხდება, მაგრამ უფლებამოსილ პირს ავალდებულებს დაკავების და პირადი გასინჯვის ოქმი შეადგინოს კანონით დადგენილი წესით პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რათა უზრუნველყოფილი იქნას კანონით გათვალისწინებული უფლებების განმარტება და ჩატარებული მოქმედების გასაჩივრების უფლების რეალიზება, რაზეც ნათლად მიუთითებს ქვემოთ მოყვანილი საკანონმდებლო ნორმები:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 244-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილ ორგანოებს (თანამდებობის პირებს), კერძოდ: შინაგან საქმეთა ორგანოებს – წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის მუშაკის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და სხვა შემთხვევებში...

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში. მე-5 ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებული პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევისას შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ნივთების გასინჯვის ანდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 167-ე, 180-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 182-ე, 183-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენისას პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ საქმის განხილვამდე ჩამოართვან ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე საბრძოლო მასალები, რის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობისა და სახეობების აღნიშვნით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან. პალატა თვლის, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის ჩამორთმევა ადმინისტრაციული წესით ნებადართულია მხოლოდ ზემოაღნიშნული დარღვევების შემთხვევაში, კერძოდ, როცა ადგილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნებართვის მქონე პირის მიერ მისი გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევას ან სხვა სამართალდარღვევას რაზეც საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოხსენებულ მუხლებში. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთს ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვის დროს ცეცხლსასროლი იარაღის ჩამორთმევისას დაირღვა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

პირის დაკავების, პირადი გასინჯვის და ნივთის ჩამორთმევის (ამოღების) ამსახველი ოქმის, ამოღებული (ჩამორთმეული) ნივთმტკიცების საპროცესო სტატუსზე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლი, რომლის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.

 

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესი ნათლად მეტყველებს, რომ პირის დაკავების, პირადი გასინჯვის და ნივთის ჩამორთმევის ოქმი წარმოადგენს მტკიცებულებას, ხოლო ჩამორთმეული ნივთი ნივთიერ მტკიცებულებას, რომელთა შექმნა და მოპოვება განსახილველ საქმეში მოხდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და შესაბამისად პალატა თვლის, რომ მათ იურიდიული ძალა არა აქვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ ზედაპირული შემოწმების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესის შინაარსობრივი ანალიზის და საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან ბ-----------მ პირადი გასინჯვის დაწყებისას წამოიძახა, რომ ჰქონდა იარაღი, მის პირად გასინჯვაში მონაწილე პირებს ავალდებულებდა მის მიმართ ჩაეტარებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირადი ჩხრეკა და ამოღებული მტკიცებულება დაემაგრებინათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 121-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, პირადი გასინჯვა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული - პირადი ჩხრეკით დადგენილი მიზნის მისაღწევად, თუმცა საყურადღებოა, რომ ბ---------- პირადი გასინჯვის დაწყებამდე გაკავებული იქნა რა დ----------–--–---–ის და ზ----------------–---–ის მიერ მ-----–-------–----ე წინიდან დაუდგა ბ----------ს და ძებნის გარეშე შარვლის წინა უბიდან ამოუღო იარაღის მაგვარი საგანი, რის შემდეგაც ბ---------ის პირადი გასინჯვა აღარ გაგრძელებულა. აღნიშნულ მოქმედებაში მონაწილე პირები, არ დაინტერესებულან ბ---------ის სხეულზე სხვა ადგილების გასინჯვით ან გარეგნული დათვალიერებით, რაც არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ბ----------ს ჰქონოდა ცივი იარაღი ან სხვა საგანი. ის გარემოება, რომ ბ---------ის სრულყოფილი პირადი გასინჯვა არ მომხდარა და საჭირო იყო მისი პირადი ჩხრეკა დასტურდება ბ--- ხ----ის პირადი ჩხრეკის ოქმით, რომელიც ჩატარდა პირადი გასინჯვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კერძოდ: 2019 წლის 21 იანვრის 22:02 საათიდან 22:05 საათამდე პერიოდში.

 

ყურადსაღებია ასევე იარაღის ამოღების ოქმი, რომლშიც მითითებულია, რომ გამომძიებელმა თ----------------–--ემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მ----------------–---–- ამოიღო გამომძიებელ ზ----------------–---–ის მიერ ბ---------ის პირადი გასინჯვისას ამოღებული შავი ფერის იარაღი, რომელშიც მოთავსებული იყო მჭიდი. აღნიშნული საპროცესო მოქმედება ცალკე აღებული შესაძლოა ფორმალურად არ შეიცავდეს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა იმ პირობებში, როცა სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ---------ის პირადი გასინჯვა და ნივთის ჩამორთმევა მოხდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღვევათა კოდექსის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევით და არ არის უარყოფილი გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის ან მისი ნიშან-თვისებების შეცვლის შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი იარაღი და მისი ლულის გარსაცმზე არსებული გენეტიკური კვალი ბ---------ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნებისთვის ვერ ჩაითვლება კანონიერად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამომძიებლების ჩვენებების შეფასებისას პალატა განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის კატეგორიის საქმეზე მოწმის ჩვენება მხოლოდ მაშინ იქნება უტყუარი, თუ იგი გამყარებული იქნება სხვა ობიექტური მტკიცებულებებით. აღსანიშნავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №1256აპ-08, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ,,ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში პირის მსჯავრდებისათვის საკმარისად არ მიიჩნევა მხოლოდ ჩხრეკის ოქმი, ასევე ამ ჩხრეკის შედეგების დადასტურება მისი მონაწილე და დამსწრე პირების მიერ, ვინაიდან უნდა არსებობდეს ასევე სხვა სარწმუნო მტკიცებულებები შესაბამისი ფაქტის დადგენისთვის.’’

 

პალატა თვლის, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. საყურადღებოა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმეზე ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სადაც სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებით მიუთითა, რომ ეროვნული ორგანოების მხრიდან, ადგილი ჰქონდა გარკვეულწილად, არაერთგვაროვან მიდგომას და რომ ეროვნული ორგანოების გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს... პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia)). პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს პოლიციელთა (დ---------–--–---–ი, ზ----------------–---–ი) ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან მათ მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებები (კერძოდ: ბ---------ის ადმინისტრაციული წესით დაკავება, მისი პირადი გასინჯვა და ოქმის შედგენა და გასინჯვის შედეგად ამოღებული იარაღი და შემდგომში იარაღის საქმეზე კანონით დადგენილი წესით დამაგრება) არის კანონის დარღვევით ჩატარებული, რაც დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერებით და მოწმე პოლიციელების სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.

 

პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბ---------ის ბრალეულობას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ---------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბ---------ის ბრალეულობას ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ---------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი ბ---------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ბ----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ბ------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ბ----------ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ბ---------ისგან ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ბ----------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ბ--- ხ----ის ნერწყვის ნიმუში და ცეცხლსასროლი იარაღიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს.

 

02 ცალი ლაზერული დისკი და 01 ცალი მეხსიერების ბარათი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

,,JERICHO 941 PSL“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით - გადაეცეს საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N------------ საქმეზე დასართავად და შემდგომი ბედის გადასაწყვეტად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო სანდოძე