განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
140100118002492158
ინსტანცია
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002492158

საქმე#1ბ----19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მურმან ისაევმა

 

მაია ყუშიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: მ----– ბ-----–---–ის

მსჯავრდებულის: მ------ ვ---–---–ის

ადვოკატის: გ------- ჯ-------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ-----– ბ-----–---–ის და მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ჯ-------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------: მ------ თ------- ძე ვ---–---–ის - დაბადებულის 1-----–-–-----------–---, საქართველოს მოქალაქის, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ---------------------------- მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულ-- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ------ ვ---–---–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიმართ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში; ასევე მ------ ვ---–---–ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისათვის.

 

რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 28 აპრილს, შუადღის საათებში, ქ-------–---------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ------ ვ---–---–ი მეუღლეს - ლ-- მ------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის მის ხელთ არსებული C---------ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რა დროსაც ლ-- მ------–---–მა განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში.

 

მ------ ვ---–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა 9----–-------ი ნ-------–----- კალიბრის C---------ს ტიპის პისტოლეტს, რომელიც მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. აღნიშნული პისტოლეტი ამოღებული იქნა შ---------------------–--------------–ოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 28 აპრილს, ქ-------–---------------------ში მდებარე მ------ ვ---–---–ის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

 

მ------ ვ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

მ------ ვ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 3 (სამი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალა განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მ------ ვ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.

 

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის იარაღი - მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9--- ნ-------–----- კალიბრის პისტოლეტი - ,,C--------“.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ გასწორდა განაჩენში არსებული უზუსტობა და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის N1/2---18 განაჩენში შევიდა ცვლილება და მსაჯავრდებულის მამის სახელად მიეთითა "თ------".

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ-----– ბ-----–---–მა და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა; კერძოდ, მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის (2018 წლის 28 აპრილს მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამართლ--ნი სასჯელის განსაზღვრით. აპელანტის პოზიციით მსჯავრდებული მ------ ვ---–---–ი უნდა იქნეს დამნაშავედ ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნაწილში, ვინაიდან მას დოკუმენტურად გასული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ვადა და მისი ქმედება მიეკუთვნება სისხლის სამართლის წესით დასჯად დანაშაულს და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის საფუძველზე ადმნინისტრაციულ სამართალდარღვევას. ბრალდების მხარეს მუქარის ნაწილში უთითებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც ადასტურებს მ------ ვ---–---–ის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებას, შესაბამისად ითხოვს ამ ნაწილში ითხოვს სამართლ--ნი სასჯელის განსაზღვრას;

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მ-----– ბ-----–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ჯ-------–---–მა, რომელმაც მითხოვა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების ჩადენაში მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის გამართლება. მსჯავრდებულმა მ------ ვ---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------- ჯ-------–---–მა პალატის სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი გამართლების ნაწილში და მოითხოვეს ამ ნაწილში მისი უცვლელად დატოვება; ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოოტანა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ - მ-----– ბ-----–---–ის და მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ჯ-------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი მ------ ვ---–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა მ------ ვ---–---–ი გამართლებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის (2018 წლის 28 აპრილს მოქმედი რედაქცია) ბრალდებაში და დამნაშავედ იცნო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოწმე ნ---–- ფ------მ სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ-- მ------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ მ------ ვ---–---–თან თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დაეძაბა ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო მსჯავრდებულის მიერ ხშირი ალკოჰოლის მოხმარებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. 2018 წლის 28 აპრილს, ნასვამი მეუღლე - მ------ ვ---–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მოკვლით, რა დროსაც განიცადა შიში და რეალურად აღიქვა, რომ აგრესიულად განწყობილი მეუღლე განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მ------ ვ---–---–ი იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდა მას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შვილები, რომლებიც მამის დამშვიდებას ცდილობდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- ვ---–---–მა. ასევე, იდენტური შინაარსის ინფორმაცია დგინდება არასრუწლოვანი მოწმე თ----- ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმითაც.

 

რაც შეეხება უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, კერძოდ, ბრალდებულ მ------ ვ---–---–ის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს იგი დაკავებული იქნა ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით.

 

შეტყობინების ბარათით (წ------ 1--- დგინდება, რომ შეტყობინების ინიციატორია თ----- ვ---–---–ი, რომლის განმარტებით მამა - მ------ ვ---–---–ი იარაღით ემუქრება ოჯახის წევრებს.

 

ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, მ------ ვ---–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.

 

ნარკოლოგიური №30---- დასკვნის მიხედვით, მ------ ვ---–---–ი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმდების ქვეშ.

 

მოწმე გ------- პ-----–---–ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 28 აპრილს ე-–------- მიიღეს შეტყობინება (შეტყობინების ინიციატორი იყო თ----- ვ---–---–ი) მ------ ვ---–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის თაობაზე. აღნიშნულ ფაქთან დაკავშირებით მ------ ვ---–---–ი დაკავებული იქნა ბრალდებული სახით. ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია დგინდება მოწმეების - უბნის ი-----------------------–ის დ----- ჭ-------ის და გამომძიებელ გ------- მ-----–---–ის მიერ. დაკავების პროცესში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება უშუალო ადგილი, სადაც დაზარალებული ლ-- მ------–---–ი უთითებს მისი მეუღლის მ------ ვ---–---–ის მხრიდან იარაღით დამუქრების ფაქტს. აღნიშნული ასახულ-- ასევე თანდართული ფოტომასალაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

განსახილველ საქმეში არსებული გამოკვლეული და უდაოდ მიჩნეული მტკიცებულებები დამაჯერებლობის თვალსაზრისით ადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობის საკითხს, რა დროსაც მტკიცებულებების გაანალიზებით ახდენს კონკრეტული გარემოების უტყუარად მიჩნევის საფუძვლებს, რის შემდეგაც ახორციელებს უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებს. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს მ------ ვ---–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულ-- მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში, რა ცალსახად მიუთითებს მასზედ, რომ აღნიშნული გარემოების დასადგენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება. დაზარალებულმა ლ-- მ------–---–მა განმარტა, რომ ბრალდებულ მ------ ვ---–---–თან თანაცხოვრების ბოლო პერიოდში დაეძაბა ურთიერთობა, რაც გამოწვეული იყო ბრალდებულის მიერ ხშირი ალკოჰოლის მოხმარებით, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. 2018 წლის 28 აპრილს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე - მ------ ვ---–---–ი დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ მოკვლით, რა დროსაც განიცადა შიში და რეალურად აღიქვა, რომ აგრესიულად განწყობილი მეუღლე განზრახვას სისრულეში მოიყვანდა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მ------ ვ---–---–ი იარაღის დემონსტრირებით ემუქრებოდა მას. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ შვილები, რომლებიც მამის დამშვიდებას ცდილობდნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ----- ვ---–---–მა. ასევე, იდენტური შინაარსის ინფორმაცია დგინდება არასრუწლოვანი მოწმე თ----- ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმითაც. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ 2018 წლის 28 აპრილს, ს--------ის სამსახურში შესული შეტყობინებები, რომლის თანახმადაც მ------ ვ---–---–ი ოჯახის წევრებზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ემუქრება იარაღით სიცოცხლის მოსპობით, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები. დაზარალებულმა ლ-- მ------–---–მა მის მიერ მიცემულ ჩვენბაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ვითარებაში მოხდა მის მიმართ დანაშაულის ჩადენა, კერძოდ მან დეტალურად განმარტება ჩამოაყალიბა : მისი მეუღლე მ------ ვ---–---–ი ბოლო ერთი წელ-- იღებს ალკოჰოლურ სასმელებს, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეექმნა საფრთხე. 2018 წლის 28 აპრილს, დაზარალებულის განმარტებით შუადღის საათებში ლ-- მ------–---–ი და მისი შვილები თ----- და თ----- ვ---–---–ები იმყოფებოდნენ ქალაქ გ----–-, მათ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც სახლში მივიდა მ------ ვ---–---–ი, რომელიც იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში. მან მის მეუღლეს სთხოვა, რომ გაჰყოლოდა ექიმთან სამკურნალოდ, რაზეც მოულოდნელად იგი გახდა აგრესიული და ლ-- მ------–---–ს დაემუქრა, რომ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას. დაზარალებულის განმარტებით მას მ------ ვ---–---–ის მუქარაზე გაუჩნდა საფუძვლ--ნი, რეალური შიში, რომ იგი ნამდვილად მოკლავდა, ვინაიდან მისი მეუღლე იყო ძალ--ნ აგრესიული, ჰქონდა შეშლილი სახე და ხმამაღლა ყვიროდა. ამავე დროს, პირველი მუქარის ეტაპის შემდეგ, მ------ ვ---–---–ი ავიდა მათი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საიდანაც ჩამოიტანა პისტოლეტი, რომელსაც უშვერდა მეუღლეს, ასევე ემუქრებოდა აღნიშნული პისტოლეტით მოგკლავო და შუბლის გაგიხვრეტო, აღნიშნულით მას გაუქჩდა საფუძლ--ნი, ლოგიკური შიში. ასევე გამოკითხული იქნა მათი შვილი თ----- ვ---–---–ი, რომელმაც შეტყობინება გააკეთა შესაბამის სამსახურში, თ----- ვ---–---–მა შინაარსობრივად მისცა იგივეობრივი ჩვენებები, აღნიშნული ჩვენები, როგორც მ------–---–ის ისე თ----- ვ---–---–ის ერთმანეთთან თანხვედრაშია, თ----- ვ---–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ მისი თანდასწრებით მამა დედას დაემუქრა, მათ შორის იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით და იგი იყო შიშში. გარდა ამისა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულ-- მათი მეორე შვილის თ----- ვ---–---–ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც უდაოდ იქნა მიჩნეული, აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მისი თანდასწრებით მამა დედას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მან ისევ გამოიყენა იარაღი. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებით აშკარაა, რომ დაზარალებულის მიმართ მუქარის განხორციელების ამსახველი ინფორმაცია მოცემულ-- დაზარალებულის და მოწმეების - თ----- ვ---–---–ის, თ----- ვ---–---–ის გამოკითხითვის ოქმებში, მასში მოცემული ინფორმაციის შეფასება ცხადყოფს, რომ ის კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის კუთხით ეფუძნება პირველწ------დან მიღებული ინფორმაციას, რომელიც ერთმანეთთან შესაბამისობაშია და საკმარისია კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებათა უტყუარად მიჩნევისათვის.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ პალატა განმარტვს მუქარის დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივ მხარეს და აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით განსახილველი ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულ-- არაა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. ის ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ ეს დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში, კერძოდ, მუქარაში. ბ) შედეგში შიში და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ამდენად, სახეზეა მატერიალური (შედეგიანი) დანაშაული. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მუქარის შინაარსი დაკონკრეტებულ--. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ-- არა მარტო მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლ--ნად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლ--ნი შიშის გამოწვევა. თუ ასეთი შიში არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს. განსახილველი დანაშაული დამთავრებულ-- მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. მუქარის ამსრულებელ-- ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი. სუბიექტური მხრივ მუქარის მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნისას. კვალიფიკაციისათვის ასევე არა აქვს მნიშვნელობა დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. დამნაშავეს შეიძლება არც ჰქონდეს მიზნად თუნდაც სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის მხოლოდ დაშინება. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულ-- მაშინ, როცა დაზარალებულს გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ------ ვ---–---–ის მხრიდან გამოთქმული მუქარისას - დაზარალებულ ლ-- მ------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, მსჯავრდებულის ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობიდან გამოდინარე, ასევე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი ფსიქიკის ადამიანი (და არა ძალ--ნ მშიშარა, ან პირიქით ძალ--ნ გულადი) ჩათვლიდა, რომ მუქარა იყო რეალური.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმზე, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელ-- სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობა, ამდენად პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარეს იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულებს კონკრეტული მუქარის გამო გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში - სასამართლოში წარმოდგენილ--, შესაბამისად მუქარის ნაწილში მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის გამართლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ არის სახეზე. რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ნაწილს, ამ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან და მ------ ვ---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება არ წარმოადგენს სისხლისამართლებრივი წესით დასჯად ქმედებას და იგი ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა)“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული იქნა პისტოლეტი მჭიდით, მასში მოთავსებული ვაზნებით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი გორის რაონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით.

 

2018 წლის 29 აპრილის, N26-- ბალისტიკური ექსპერიზის დასკვნის თანახმად, N3---- ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9---. ნ-------–----- კალიბრის პისტოლეტის მოდელი ,,C--------“. წარმოდგენილი პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. 2. 1 (ერთი) ცალი ობიექტი წარმოადგენს 9--- ნ-------–----- კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ მჭიდს, მჭიდი დამზადებულ-- ქარხნული წესით, არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. 3. წარმოდგენილი 1 (ერთი) ცალი ობიექტი არის 9---. ნ-------–----- კალიბრის ვაზნა, რომელიც კუსტარული წესით დამუხტულ-- 1------------------- დიამეტრის საფანტით და წარმოადგენს 9---. ნ-------–----- კალიბრის თავდაცვითი დანიშნულების, პისტოლეტებისა და რევოლვერებისათვის განკუთვნილ ვაზნას. (მათ შორის წარმოდგენილი N3---- პისტოლეტისთვისაც) წარმოდგენილი ვაზნა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. სასამართლო სხდომაზე, ჩვენების მიცემისას ჩატარებული ე---------ზის შინაარსის სისწორე დაადასტურა. აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხული იქნა ე--------- ტ------– ჩ---–---- რომელმაც დაადსტურა დასკვნის სისწორე, და ასევე განმარტა, რომ გასაკვლევად წარდგენილ ,,C---------“ მოდელის პისტოლეტს ლულის არხში არ გააჩნდა სტაციონალური ტიხარი-მზღუდავი, რომელიც ხელს უშლის ჭურვების გასროლას. თავდაპირველი გამოკვლევით დადგინდა, რომ ობიექტი დამზადებულ-- ქარხნულად და წარმოადგენს აირის იარაღთა კატეგორიას (არ იყო საფანტის პისტოლეტი), თუმცა ტიხარ-მზღუდავის არარსებობის გამო შესაძლებელ-- ჭურვის გასროლა და აღნიშნულით ცოცხალი ძალის განადგურება. მხარეთა შეკითხვებზე, თუ რის საფუძველზე განმარტავს ე---------, რომ ლულის არხში სტაციონალური ტიხარი-მზღუდავის არსებობა ასეთი მოდელის იარაღისთვის ყველა შემთხვევაში სავალდებულოა, აღნიშნა, რომ იგი ეყრდნობა საცნობარო მონაცემებს, თუმცა ამ მონაცემთა (ცნობარი, ლიტერატურა, რეკომენდაცია) წარმომავლობის თაობაზე დასკვნაში არ აუსახავს.

 

N2---- ნებართვის გაცემის დოკუმენტის მიხედვით დგინდება, რომ N3---- „C--------“ მოდელის პისტოლეტის მფლობელ-- მ------ თ-------- ძე ვ---–---–ი, დაბად. 7--------, მცხ: გ-------–------------. ნებართვა გაცემულ-- 9--------, ხოლო ნებართვის მოქმედების ვადად მითითებულ-- 9---------

 

საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ს----------–-----–-----------------------–---------------------–---------------–--------------ის მ------ ნ------- წერილით დგინდება, რომ კომპიუტერული ბაზის მონაცემების მიხედვით, მოქ. მ------ ვ---–---–ის (პ/ნ №5----------) სახელზე რეგისტრირებული „C--------“ სისტემის პისტოლეტი N2----, მიეკუთვნება საფანტს იარაღებს და პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 04/09/2002 წელს.

 

სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა მ------ ვ---–---–ის 2002 წლის 4 სექტემბრის განცხადება, სადაც იგი ითხოვს საკუთრებაში არსებული საფანტის პისტოლეტის რეგისტრაციაში გატარებას დადგენილი წესით. ასევე, მ------ ვ---–---–ის 2005 წლის 6 სექტემბრის განცხადება, N2---- საფანტის C--------“ სისტემის პისტოლეტის ხელახალ რეგისტრაციაში გატარების შესახებ.

 

შ---------------–--------–---------------------------------------–----–--------------–-----------------–----------------–ოს ანკეტის მიხედვით, 2005 წლის 7 სექტემბერს (გაცემულ-- 13.09.2005 წ.) ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა N2---- პისტოლეტი 2008 წლის 13 სექტემბრამდე ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილ-- ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად; ხოლო ამავე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილ-- ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.“ მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული N2---- „C--------“ სისტემის პისტოლეტი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, წინარე პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელ-- დადგინდეს რამდენად არსებობს ბრალდებულის ქმედებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციური შემადგენლობის ნიშნები.

 

შ---------------–--------–---------------------------------------–----–--------------–-----------------–----------------–ოს ანკეტით დგინდება, რომ მ------ ვ---–---–ს რეგისტრაციაში ჰქონდა ხსნებული იარაღი 2002 წლის 4 სექტემბრიდან 2008 წლის 13 სექტემბრამდე. მას შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია. ხელახალი რეგისტრაციის გავლის პროცედურის დაუცველობა იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის მოქმედების გავრცელებას და შესაბამისი სახდელის გამოყენების საფუძველ--. კერძოდ: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, ადამინისტრაციულ სამართალდარვევას წარმოადგენს მოქალაქეთა მიერ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობის თავდაპირველი რეგისტრაციის ფაქტზე, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ს თავის დროზე კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ჰქონდა იარაღი გაფორმებული შენახვის უფლებით, ანუ მის მიერ, მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა (შენახვა) ექცეოდა მართლზომიერების ფარგლებში. უფლების წარმოშობის საწყისი მომენტი იყო კანონიერი, შესაბამისობაში მოდიოდა იმ დროს მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან. (რეგისტრაციის და შენახვის პროცედურული წესების სრულყოფილად იყო დაცული, სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები იყვნენ აღნიშნული ფაქტზე ინფორმირებულნი). მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედება (უმოქმედობა) - ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევა ანუ ხელახალი რეგისტრაციის არ გავლა, რამაც საწყისი მართლზომიერების ფარგლები გაუქმდა - ხელახალი რეგისტრაციის ვადის დარღვევიდან გამომდინარე. მ------ ვ---–---–ის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი მას წლების წინ ჰქონდა რეგისტრირებული და შენახვის უფლებაც კანონიერად მოპოვებული, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროცედურული მოთხოვნების უგულვებელყოფა გვაქვს სახეზე.

 

ბრალდების მხარის პოზიციას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან მ------ ვ---–---–ის ქმედება დაუქვემდებარა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლს, რომლის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანას საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს, ისჯება ადმინისტრაციული წესით და ითვალისწინებს შესაბამისი სახდელის დაკისრებას. აპელანტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სახდელი განსაზღვრულ-- მხოლოდ მაშინ, როდესაც მოქალაქე იცვლის საცხოვრებელ ადგილს და არა ნებისმიერ შემთხვევაში. პალატა ვერ დაეთანხმება მოცემულ მსჯელობას, ბრალდების მხარე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის ნორმას ვიწროდ განმარტავს რა დროსაც იკარგება ნორმის სრულყოფილი აზრი, სამართლის ნორმის ნაწილები - ნორმის ჰიპოთეზა და დისპოზიცია, გააზრებულ უნდა იქნას სკრუპულოზურად (დეტალურად). ნორმის განმარტებისას ყურადღება უნდა მიექცეს იმ პირობებს და გარემოებებს, რომელთა არსებობა ან დადგომა აუცილებელ-- ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის, ასევე ყურადღება გამახვილდეს ნორმის იმ ნაწილზე რომელიც უშუალოდ ქცევის წესს განსაზღვრავს. ამავე დროს არ უნდა დაიკარგოს ნორმის დედააზრი და მთავარი დანიშნულება. კანონმდებლის მიერ ნაგულვები სამართლებრივი ურთიერთობები, რომელიც ექცევა რეგულირების ქვეშ, მისი არცერთი ნაგულვები მომენტი არ უნდა დარჩეს რეაგირების მიღმა და ნორმის ინტერპრეტირებისას (ეს იქნება სიტყვა-სიტყვით, ლოგიკური თუ დოქტრინალური) მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას მისი მთავრი და მამოძრავებელი განსაზღვრებები.

 

ბრალდების მხარე უთითებს, იმ ფაქტს, რომ მ------ ვ---–---–ს 2008 წელს გაუვიდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ვადა, მას შემდეგ ხელახალი რეგისტრაცია არ განუხორციელებია, შესაბამისად 10 წლის განმავლობაში არ გაუვლ-- ხელახალი რეგისტრაცია, სწორედ მისი უმოქმედობა ქმნის სისხლის სამართლის დანაშაულს. პალატა ვერ გაიზირებს აღნიშნულ პოზიციას, მსჯავრდებულის უმოქმედობა ეხებება იმ გარემოებას, რომ მან არ გაახანგრძლივა (იყო უმოქმედოდ) აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის საჭირო დოკუმენტების ვადა, სწორედ ეს არის მისი არამართლზომერი ქმედება და არ არის სახეზე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაული. ბრალდების მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ არ იქნას გამოყენებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი ვინაიდნ ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მხრიდან საცხოვრელის შეცვლას, შესაბამისად რეგისტრაციის დადგენილი ვადების და აღრიცხაზე წესების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, არ ქმნის ლოგიკურ და ეჭვგარეშე არგუმენტს სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულსამართლებრივ ურთიერთობათა გამიჯვნის შესახებ. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის დისპოზიციაში ქმნის რეგულაციის ერეთერთ შემადგენელ ნაწილს, მაგრამ როგორც ზემოთ აღინიშნა ის არ არის ნორმის ძირითადი განმსაზღვრელი მომენტი, რომლის გარშემოც ადგილი უნდა ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევას. ამდენად პალატას მიაჩნია, რომ იარაღის შენახვის ნაწილში არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ვინაიდან სახეზე გვაქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.

 

პალატა ასევე მხედველობაში იღებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლის დანაწესს - ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალი რეგისტრაციის დადგენილი ვადის დარღვევა, მოცემული ჩანაწერი ცალსახად განსაზღვრავს რომ - თუ პირს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის უფლება, მას გაუუქმდა (გაუვიდა) ვადა აღნიშნული უფლების რეგისტრაციის, მან მოცემული მავალდებულებითი ნორმით უნდა განახორციელოს აღნიშნული იარაღის ხელახალი რეგისტრაცია, ეს არის სწორედ მისი პირველი აქტივობა. ის თუ დროის რადენი პერიოდი გავიდა პირველადი რეგისტრაციის გავლის შემდეგ (მ------ ვ---–---–ს 10 წლის განმავლობაში არ გაუვლ-- ხელახალი რეგისტრაცია, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე) კვალიფიკაციის თვალსაზრისით ამას არ აქვს არსებითი მნიშველობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 182-ე მუხლი განმარტებული უნდა იქნას იმგვარად, რომ როდესაც ადამიანი ცხოვრობს გ----–-, მისი ცეცხლსასროლი იარაღი აღრიცხვაზე არის სწორედ გორის პოლიციაში, იგი ვერანაირად ვერ იქნება აღრიცხული სხვა ტერიტორიული ორგანოს ქვემდებარე პოლიციაში. სწორედ ამ გარემოების უზრუნველყოფაზეა მითითება ადმინისტრაციუოლ სამართალდარღვევათა კოდექსში საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან მიმართებაში. მოქალაქე მოცემული ნორმით ვალდებულ-- საქმის კურსში ჩააყენოს პოლიცია თუ იცვლის საცხოვრებელ ადგილს, ამასთანავე მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) დადგენილი ვადების ან შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი აღრიცხვაზე აყვანის წესების დარღვევისას უნდა განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა იმისათვის, რომ არ იქნას მის მამართ გამოყენებული ადმინისტარციულსამართლებრივი სახდელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა) გათვალისწინებულ დანაშაული ობიექტური კუთხით გამოიხატება - ცეცხლსასროლი იარაღის შენახვაში, რომელიც გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს. თუკი პირს ააქვს იარაღის შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არღვევს მისი შენახვის წესებს, პასუხისმგებლობა დაეკისრება ადმინისტრაციული წესით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და სამართლ--ნად ცნო მ------ ვ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ, ხოლო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, შესაბამისად პირველი ინსტანციის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----– ბ-----–---–ის სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ მ------ ვ---–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------- ჯ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი, არ დაკმაყოფილდეს;

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განაჩენი მ------ ვ---–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

მ------ ვ---–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

მ------ ვ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 3 (სამი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების შეზღუდვის ვადა აეთვალოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.

 

მ------ ვ---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 28 აპრილიდან.

 

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - მ------ ვ---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქარხნული წესით დამზადებული 9--- ნ-------–----- კალიბრის პისტოლეტი - ,,C--------“.

 

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მურმან ისაევი