საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1/263
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/1/263
საქართველოს სახელით
ქ. თბილისი2005 წლის 4 თებერვალი
(ამონარიდი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გიორგი ჩხეიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის პირველი დებულების სიტყვები „…სახალხო რაზმეულმა. …ნებაყოფლობითი სახალხო რაზმეულის შტაბში“, 247-ე მუხლის მე-2 და მე-4 დებულებები და მე-3 დებულების სიტყვები „… ან დაარღვია კრებების, მიტინგების, ქუჩაში მსვლელობისა და დემონსტრაციების ორგანიზაციისა და ჩატარების წესი“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე გიორგი ჩხეიძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის კონსტიტუციურობის თობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლ, მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი.
2. ოთარ ბენიძე.
3. ლამარა ჩორგოლაშვილი.
4. ზაურ ჯინჯოლავა.