საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/3/182,185,191
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 7, 05/02/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/3/182,185,191

საქართველოს სახელით

2003 წლის 29 იანვარი, ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია, ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადება – „პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა“ და მე-5 ნაწილის პირველი წინადადება – „დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს“, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და „დ“ ქვეპუნქტის ბოლო დებულება – „…დღეში არა უმეტეს ერთი საათისა“, 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის ფრაზა – „უფლება აქვს“, 142-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 146-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-2 ნაწილი და მე-3 ნაწილის სიტყვები – „როცა“ და „შემოწმებას დაამთავრებს“ და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო დებულება – „დამცველთან კონსულტაციისათვის პირისპირ შეხვედრის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს“, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებთან, აგრეთვე 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.

3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილების გათვალისწინებით, შეიმუშაოს და შეიტანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები 2003 წლის 1 მაისამდე.

4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.

5. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. ეს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.

ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)

ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)

ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“?
დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.01.2003.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“?
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“ მიღებულია 29.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/3/182,185,191. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.01.2003 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/3/182,185,191“, №2/3/182,185,191, 29.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1110037/