საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/2/411
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 23/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/2/411

საქართველოს სახელით

ქ. ბათუმი, 2008 წლის 19 დეკემბერი

 

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო   ა დ გ ე ნ ს:

1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №411 (შპს„რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“ და გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ).

2. ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რელიზაციას) და „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

3. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი (იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ელექტრო-ენერგიის საცალო მომხმარებელზე „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებით“ დადგენილ მოცულობაზე მეტი ელექტროენერგიის (სიმძლავრის) რელიზაციას) და `ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.

4. შეწყდეს საქმე მოსარჩელე შპს „ენერგიის“ მიმართ.

5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასა-მართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების მომენტიდან.

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და უზენაეს სასამართლოს.

8. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ 15 დღის ვადაში.

 

კოლეგიის წევრები

კონსტანტინე ვარძელაშვილი

ვახტანგ გვარამია

ქეთევან ერემაძე

ბესარიონ ზოიძე