საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება №1/3/393,397
საქართველოს სახელით
2006 წლის 15 დეკემბერი, ქ. თბილისი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის “ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას);
II. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის “ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის “ 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის “ 208-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის “ 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ბესარიონ ზოიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“?
- დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“?
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“ მიღებულია 15.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №1/3/393,397. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი“, №1/3/393,397, 15.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1110151/