საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2001 წლის 7 ივნისის
გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53
(ამონარიდი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – (1) ვალიდა დარბაიძის, ნათელა ციმაკურიძისა და ნანა მირველაშვილის, (2) ნატალია ოკუჯავას, (3) მაია მელაძის, (4) მარი მიქიაშვილის, (5) დავით ადამიძის, ნანა სარაშვილის, გიორგი ოკუჯავასა და სხვების (სულ 54 მოქალაქის), (6) ჟუჟუნა ბერიანიძისა და (7) მარია ვარამაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი;
II. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები – მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, მე-5 მუხლი და მე-7 მუხლის მეორე პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების – (1) ვალიდა დარბაიძის, ნათელა ციმაკურიძისა და ნანა მირველაშვილის, (2) ნატალია ოკუჯავას, (3) მაია მელაძის, (4) მარი მიქიაშვილის, (5) დავით ადამიძის, ნანა სარაშვილის, გიორგი ოკუჯავასა და სხვების (სულ 54 მოქალაქის), (6) ჟუჟუნა ბერიანიძისა და (7) მარია ვარამაშვილის მოთხოვნა და არ იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონის პირველი მუხლი, მე-2 მუხლის მეორე პუნქტი, მე-3 და მე-4 მუხლები, მე-6 მუხლი, მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 და მე-9 მუხლები;
IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტების და სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული სათანადო გარემოებების გათვალისწინებით შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონში;
VII. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VIII. გადაწყვეტილება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
იაკობ ფუტკარაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ზოიძე
ნიკოლოზ შაშკინი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“?
- დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2001.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“?
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“ მიღებულია 07.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №1/1/103,117,137,147-48,152-53. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/1/103.117.137.147-48.152-53“, №1/1/103,117,137,147-48,152-53, 07.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1108563/