საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება N 1/4/184,228
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
გადაწყვეტილება N 1/4/184,228
საქართველოს სახელით
თბილისი,2005 წლის 28 ივლისი
(ამონარიდი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს სააქციო საზოგადოებების - „საქგაზისა" და „ანაჯგუფის” (ყოფილი „თბილგაზოაპარატის") კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-21 მუხლის სიტყვები – „აგრეთვე გენერაციის ობიექტები, ელექტროგამანაწილებელი და რეგიონალური გაზის ქსელები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებას ან იმ საწარმოთა საკუთრებას წარმოადგენენ, სადაც სახელმწიფო ფლობს აქციათა ან საწესდებო კაპიტალში წილის არანაკლებ 50%-ს";
2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის 21 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
3. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების განხორციელებისათვის საჭირო პირობების შექმნის მიზნით, მათი აღსრულება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით გადაიდოს 2005 წლის 1 ნოემბრამდე;
4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს;
7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)