საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193
საქართველოს სახელით
2003 წლის 16 დეკემბერი, თბილისი,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილები (ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს;
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე და 406-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
3. საგამოძიებო ორგანოებს სირთულეები რომ არ შეექმნათ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების აღსრულება გადაიდოს 2004 წლის 25 სექტემბრამდე;
4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“?
- დიახ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2003.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“?
- „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“ მიღებულია 16.12.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №1/5/193. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.000.000000.
- სად არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა N1/5/193“, №1/5/193, 16.12.2003, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1110069/