საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/3/393,397 „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის" 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1/3/393,397
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 20/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის

გადაწყვეტილება №1/3/393,397

2006 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

(ამონარიდი)

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

I. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას);

II. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-7 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 212-ე მუხლის მე-6 ნაწილი (იმ ნაწილში, რომელიც ეხება სასამართლოსადმი აშკარა და უხეში უპატივცემულობის გამო დაპატიმრებას) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;

III. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების – ონისე მებონიას და ვახტანგ მასურაშვილის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 208-ე მუხლის მე-6 ნაწილის და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 212-ე მუხლის მე-5 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;

IV. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;

V. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;

VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;

VII. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.

კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)

ვახტანგ გვარამია

ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)

ბესარიონ ზოიძე