განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
330310015001066943
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310015001066943

საქმე №3ბ/239-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე- ილონა თოდუა

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრით - მოწინააღმდეგე მხარე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი - მ------ გ------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი) - პ----- კ-------–---–ი;

წარმომადგენელი - შ------- ლ---–--ე;

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - მ------ კ-------–--ე;

 

მესამე პირი - ლ-----------–---–ი;

წარმომადგენელი - ხ------- გ------–-–---–ი;

 

მესამე პირი - გ------- ძ------–---–ი;

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

 

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

2. პ----- კ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

2.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, პ----- კ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს პ----- კ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. პ----- კ-------–---–ის მიმართ, 2----–-–---------------ს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №-------- მასზედ, რომ 2----–-–---------------ს, 21:25 საათზე, შ-----------------ის ქუჩაზე,------ სკოლის მიმდებარედ იგი მოძრაობდა ბუნებრივი აირის სისტემის მქონე------–ის მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით:--------. პ----- კ-------–---–ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევისათვის, რასაც მისი მხრიდან აგრესია და სამართალდამცავი პირების შეურაცხყოფა მოჰყვა. მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას მიეცა მათთვის საშუალება კანონის ფარგლებში შედგენილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა.

 

პ----- კ-------–---–ის დაკავება განხორციელდა 2----–-–---------------ს, 21:25 სთ-ზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. დაკავებისას გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა, პ----- კ-------–---–ი დაწვენილ იქნა ასფალტზე, რა დროსაც დაუზიანდა თავის არე, ნაკაწრები აღენიშნებოდა მარცხენა ლოყასა და სკალპზე. დაეხა მაისური (ტ.1 ს.ფ. 22-25; 27; 35-39).

 

2.2.2. დადგენილია, რომ სსიპ „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში 2----–-–---------------ს, 21:43 საათზე დაფიქსირდა შეტყობინება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ. ზარის ინიციატორის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ესაჭიროებოდათ დაკავებულის შესამოწმებლად, კ----------------–--–------------------ში. გამოძახებაზე გასული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ადგილზე შემოწმდა პ----- კ-------–---–ი.

 

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის №--- სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ 2----–-–---------------ს 22:07 სააათზე პ----- კ-------–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, ექსკორაციები აღენიშნებოდა თხემის მიდამოში, მარცხნივ ლოყის მიდამოში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დაზიანება მიიღო დაკავების დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წინასწარ დიაგნოზად განსაზღვრა: თავის ტკივილის სხვა სინდრომები (კოდი----), თავის ზედაპირული ტრავმა (---). (ტ.2. ს.ფ 159; 156).

 

2.2.3. პ----- კ-------–---–ი 2----–-–---------------ს, 23:25 საათზე შეიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–-----------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მითითებულ დროს განხორციელდა მისი პირადი დათვალიერება და გარეგნული დათვალიერება. გარეგნული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მას აღენიშნებოდა ექსკორაციები თხემის, მარჯვენა წარბის, მარცხენა ლოყის და მარცხენა ყურის მიდამოში, ასევე, ორივე მაჯის მიდამოში კანის ჩანაჭდევი, ირგვლივი მიმართულების. ამასთან, პ----- კ-------–---–მა გამოხატა პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ, კერძოდ, მისი განცხადებით, დაკავებისას მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელებს ურტყამდნენ თავის არეში და თხოვნის მიუხედავად, ხელბორკილები დაადეს მჭიდროდ.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან პ----- კ-------–---–ი გაიყვანეს 2----–-–----------------ს, 10:20 საათზე და გადაიყვანეს სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის მიზნით (ტ.1. ს.ფ. 30-33; 44).

 

2.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, პ----- კ-------–---–ის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის განხილვის მიზნით, სასამართლო სხდომა დაიწყო 2----–-–----------------ს, 15:03:02 საათზე და დასრულდა 15:19:11 საათზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ის №4/5227-14 დადგენილებით, პ----- გ---ს ძე კ-------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------–ს, მისამართი: ქ. წ------, ს----------------, პ/ნ------------) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე დადგენილებით პ----- გ---ს ძე კ-------–---–ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის განჩინებით, პ----- კ-------–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის დადგენილების (საქმე №4/5227-14) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა და განახლდა საქმის წაროება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის №3ბ/1461-16 განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 ივნისის განჩინება და პ----- კ-------–---–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ის დადგენილების (საქმე №4/5227-14) გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტ.3. ს.ფ. 65-68; ტ.1. ს.ფ. 35-39; ტ.3. ს.ფ. 86-97).

 

2.2.5. პ----- კ-------–---–მა, სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხანდაზმულობის და მიყენების მექანიზმის ექსპერტიზის გზით დადგენის მიზნით, 2----–-–----------------ს მიმართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს. პ----- კ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტემენტის შენობაში 0---------წ. 17:25-17:45 საათზე. პ----- კ-------–---–ის მიერ ექსპერტიზისთვის დამატებით წარდგენილ იქნა, ასევე, შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100 №----ს (დედანი), დათარიღებული 1---------წ. და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევევის რენტგენოფირი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2----–-–-----------------ს მომზადდა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზამ დაადგინა: პ----- კ-------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (0---------წ-ს) აღენიშნებოდა - მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში (ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ აღწერილობით ნაწილში). აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100-ში №----ის ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე პ----- კ-------–---–ს 1--------- წელს სამედიცინო ცენტრში აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენამხრივი გულმკერდის ტრავმა, V და VII ნეკნების მოტეხილობა ცდომის გარეშე.

 

მოქალაქე პ----- კ-------–---–ის მიერ დამატებით წარდგენილი გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევების რენტგენოფირი, სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის მომართვის საფუძველზე, შესწავლილი იქნა თ.ს.ს.უ. რადიოლოგიური დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ი. ა-----–---–ის მიერ, რომლის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნებოდა მარჯვენა V და VII ნეკნის მოტეხილობა იღლიის წინა ხაზზე, VII ნეკნში გამოხატული იყო კონსოლიდაციის რენტგენოლოგიური ნიშნები. რენტგენოლოგიური სურათი არ ეწინააღმდეგებოდა მომართვაში მითითებული დაზიანების მიღების თარიღს 3--------- წელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ V და VII ნეკნების მოტეხილობა, იზოლირებულად აღებული, ასევე, განვითარებული იყო რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო ექსპერტიზის აღწერილობითი ნაწილის შესაბამისად, პ----- კ-------–---–ის შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთების ზუსტი ლოკალიზაციაა: თხემის მიდამოში ცენტრალურად; წინა შუბლ-თხმის საზღვართან; მარცხენა ყურის ნიჟარის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე; მარცხენა თხემ-საფეთქლის მიდამოში; შუბლის მარცხენა ნახევარში, საფეთქლის საზღვართან; მარცხენა ყვრიმალის გარეთა მესამედში; მარცხენა ყურის შიგნითა ზედაპირის ზემო მესამედში; მარჯვენა წარბის შუა მესამედში; ცხვირის ზურგზე, ცენტრალურად; კისრის წინა და მარჯვენა გვერდითა ზედაპირების საზღვარზე; მარჯვენა ლავიწზედა მიდამოში; მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა მხარის ქვემო მესამედში; მხარის სახსრის საზღვართან; მარჯვენა მხარის სახსრის უკანა და გარეთა ზედაპირის საზღვარზე; წინამხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის შუა და ქვედა მესამედების საზღვარზე, წინა, უკანა და გვერდითა ზედაპირებზე; წინა და გარეთა ზედაპირის საზღვართან; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე; მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის საპროქციოდ, წინა ზედაპირზე; მარჯვენა მხარის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის წინა და გარეთა ზედაპირზე; ხელის მტევნის ზურგზე; ხელის მტევნის გულზე, სხივ-მაჯის სახსართან საზღვარზე ცენტრალურად; მარცხენა მტევნის პირველი თითის, საფრჩხილე ფალანგის ფუძესთან, გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა ბარძაყის ზემო მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე; მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე; მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე.

 

დასკვნის აღწერილობით ნაწილის თანახმად, პ----- კ-------–---–ი პირადი შემოწმებისას უჩიოდა ტრავმის მიღების შემდეგ თავის ტკივილებს, ტკივილებს დაზიანების მიდამოებში, უპირატესად, წინამხრის და მარჯვენა მუხლის საპროექციოდ, ასევე, ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, იღლიის წინა ხაზზე, მე-5-6-7 ნეკნების საპროექციოდ, რომელიც ჩასუნთქვისას და მოძრაობისას ძლიერდებოდა, უჩიოდა ორივე ხელებში დაბუჟებას და ძალის დაქვეითებას. მარჯვენა ხელის მტევანში თითების მოძრაობის შეზღუდვას, უპირატესად, მოხრითი ფუნქციის ძალის დაქვეითებას, სხვა ჩივილები არ გააჩნდა (ტ. 1.ს. ფ. 54-59; ტ.2. ს.ფ. 168).

 

2.2.6. პ----- კ-------–---–მა 2----–-–----------------ს, 15:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დატოვა შეტყობინება 2----–-–-----------------ს, საღამოს 9 საათზე, ვ----------ში პატრულის თანამშრომლების ლ-----------–---–ისა და გ------- ძ------–---–ის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმებით გამოავლინა, რომ 2----–-–---------------ს, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, პ----- კ-------–---–ი პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. აღნიშნულით გაღიზიანებული პატრულ- ინსპექტორი გ. ძ------–---–ი კონფლიქტში შევიდა მოქალაქესთან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამავდროულად, მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეწყვილემ - ლ. ჯ----–---–მა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, ამავე სამინისტროს მოსამსახურეებს: გ------- ძ------–---–ს და ლ-----------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეეფარდათ დისციპლინური სახდელი: ლ-----------–---–ს - საყვედური, ხოლო გ------- ძ------–---–ს - სასტიკი საყვედური. (ტ.1. ს.ფ. 41-44; 48-ე; 84);

 

2.2.7.ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2----–-–--------------ს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, 2----–-–---------------ს, საპატრულო პოლიციის ცალკეული თანამშრომლების მიერ პ----- გ---ს ძე კ-------–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. სისხლის სამართლის №------------ საქმეში პ----- კ-------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 18 ოქტომბრის №1/5377-15 განაჩენით, სისხლის სამართლის №------------ საქმეში, გ------- ძ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენით დადგინდა, რომ 2----–-–---------------ს, 21:25 საათზე, ქ. თბილისში, შ----------------ის ქუჩაზე მდებარე 1---- სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-სამმართველოს სამგორის მიმართულების პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორების ლ-----------–---–ისა და გ------- ძ------–---–ის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა პ----- კ-------–---–ი, რა დროსაც გ------- ძ------–---–მა ძალადობით გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და პ----- კ-------–---–ს ხელი დაარტყა თავის არეში (ტ.1. ს.ფ. 49-52; 174-175; ტ.3. ს.ფ. 42-44).

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მითითებული მუხლების თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ითვალისწინებს დაზარალებულის მიერ ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს მითითებული ნორმით დადგენილი ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობად ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ერთის მხრივ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების წესის, ასევე, დაკავების 12 საათიანი ვადის, დარღვევის გამო.

 

ადმინისტრაციული დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ პ----- კ-------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (0---------წ) აღენიშნებოდა - მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

ექსპერტიზამ, სასამართლო სამედიცინო შემოწმების, შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100-ში №----ის ჩანაწერისა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევების რენტგენოფირის საფუძველზე, ასევე, დაადგინა, რომ V და VII ნეკნების მოტეხილობა, იზოლირებულად აღებული, ასევე, განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქმის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- კ-------–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუწიათ ფიზიკური ძალის გამოყენება, რა დროსაც პ----- კ-------–---–მა მიიღო თავის ტრავმა, რაც აღნიშნული იყო როგორც ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, ასევე, დაფიქსირდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–-----------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის მიერ შედგენილ პ----- კ-------–---–ის გარეგნული დათვალიერების ოქმში. აღნიშნული, ასევე, დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის დასკვნით, რომლის თანახმად, პ----- კ-------–---–ს შემოწმებისას (0---------წ) აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავის მიდამოში, რომლებიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

რაც შეეხება ნეკნების დაზიანების ფაქტს, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, ნეკნების დაზიანების ფაქტზე არ არის მითითება დაკავების ოქმში, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის რეგიონალური დროებით მოთავსების იზოლატორის მიერ შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში, ხოლო შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100 №----ს დათარიღებულია 2----–-–----------------ით, თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტემენტში პ----- კ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა 2----–-–----------------ს 17:25-17:45 საათზე. პ----- კ-------–---–ი პირადი შემოწმებისას უჩიოდა ტრავმის მიღების შემდეგ თავის ტკივილებს, ტკივილებს დაზიანების მიდამოებში, უპირატესად, წინამხრის და მარჯვენა მუხლის საპროექციოდ, ასევე, ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, იღლიის წინა ხაზზე, მე-5-6-7 ნეკნების საპროექციოდ, რომელიც ჩასუნთქვისას და მოძრაობისას ძლიერდებოდა, უჩიოდა ორივე ხელებში დაბუჟებას და ძალის დაქვეითებას. მარჯვენა ხელის მტევანში თითების მოძრაობის შეზღუდვას, უპირატესად, მოხრითი ფუნქციის ძალის დაქვეითებას, სხვა ჩივილები არ გააჩნდა. ანალოგიური ჩივილებით მიმართა პ----- კ-------–---–მა 2----–-–-----------------ს შპს ,-----------’’, რაც დაფიქსირდა პაციენტის გასინჯვის ფურცელშიც (ტ.2, ს.ფ. 168). ამასთან, სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია ის, რომ 2----–-–----------------ს პ----- კ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების ლოკალიზაციის ადგილებიც, დაზიანებები დაფიქსირდა არა მხოლოდ თავის არეში, არამედ მარჯვენა წინამხრის და მარჯვეა მხრის მიდამოშიც, კერძოდ: მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა მხარის ქვემო მესამედში; მხარის სახსრის საზღვართან, მარჯვენა მხარის სახსრის უკანა და გარეთა ზედაპირის საზღვარზე; წინამხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის შუა და ქვედა მესამედების საზღვარზე, წინა, უკანა და გვერდითა ზედაპირებზე; წინა და გარეთა ზედაპირის საზღვართან; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე; მარჯვენა მხარის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე.

 

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პ----- კ-------–---–ი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა მას შემდეგ რაც სასამართლომ განიხილა მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის განხილვა სასამართლოს მიერ მოხდა 2-----–-–------------------ს, სასამართლო სხდომა დასრულდა 2----–-–---------------ის 15:19::11 საათზე, ხოლო პ----- კ-------–---–მა სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხანდაზმულობის და მიყენების მექანიზმის ექსპერტიზის გზით დადგენის მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა 2----–-–----------------ს. სასამართლომ ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების დროის გათვალისწინებით, მიიჩნია რომ პ----- კ-------–---–მა, დაკავების დროს მიღებული დაზიანებების დადგენის მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პ----- კ-------–---–მა ადმინისტრაციული დაკავებისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს. ამასთან, სასამართლოს რომც გაეზიარებინა მხარეთა (მოპასუხეთა, მესამე პირების) მოსაზრება და მიეჩნია, რომ პ----- კ-------–---–ს ნეკნების დაზიანება არ მიუღია ადმინისტრაციული დაკავების დროს, საქმის მასალებით უტყურად დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, ადმინისტრაციული დაკავების დროს პ----- კ-------–---–ის მიერ თავის ტრავმის მიღების ფაქტი. აღნიშნული კი, პირველი ინტანციის სასამართლოს მოსაზრებით, ნეკნების დაზიანების ფაქტისგან დამოუკიდებლად, სრულიად საკმარისი ფაქტობრივი საფუძველია ადმინისტრაციული დაკავების დროს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების გამო მორალური ზიანის დაკისრებისთვის.

 

რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან, მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

დელიქტით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ განხორცელებული ქმედების, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ვნების ხარისხის, საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ასაკის და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ვნებისთვის მორალური ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 2000 (ორი ათასი) ლარით.

 

ხოლო, რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისას აუცილებელია, რომ ზიანის მოთხოვნა მიმართული იყოს სწორედ იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმის მიერ, შესაბამისად, მიუთითა, რომ დამდგარი ზიანი სწორედ მათი ქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია და ზიანის მიმყენებელს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც დამოუკიდებლად აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის. ამდენად, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის დაკავებას, ასევე, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას, რომელიც მოსარჩელეს ზიანს მიაყენებდა, სასამართლოს განმარტებით ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

 

ადმინისტრაციული დაკავების წესის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სადაც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული დაკავების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვვეთა კოდექსით დადგენილი წინაპირობები, ამასთან, დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო გადაწყვეტილებით/დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უდავოდ დადგინდა, რომ პ----- კ-------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, რაც სასამართლოს განმარტებით, გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის შეწყვეტილი, ასევე, სათანადო წესით არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული დაკავება, რა შემთხვევაშიც პირს ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.

 

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის აპელირება დაკავების 12 საათიანი ვადის დარღვევაზეც და საქმის მასალების საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას. მართალია, პ----- კ-------–---–ის დაკავება აღემატებოდა 12 საათს, მაგრამ სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი დაკავება მოხდა არასამუშაო საათებში, იგი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოგვიანებით, სამუშაო საათებში სასამართლოში წარდგენის მიზნით. ამასთან, მხარეთა მიერ არ არის სადავო ის გარემოება, რომ მისი დაკავების საერთო ვადა არ აღემატებოდა 48 საათს. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის აპელირება ხსენებულ გარემოებაზე და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული დაკავებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადები.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

4.1. აპელანტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსზე, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული დაკავება, ეს არის იძულების ღონისძიება, პოლიცილის მიერ ფიზიკური ძალის ანდა სპეციალური საშუალებებისა გამოყენება პოლიციის ფუნქციების შესასრულებლად. შესაბამისად, იძულების ღონისძიების დროს, დაზიანების მიღების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს გამოყენებული ძალის პროპორციულობა დაზიანებასთან მიმართებაში.

 

აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს მორალური ზიანი, რომ არ მომხდარა იმ ფაქტობრივი გარემოების შეფასება, თუ რა სახის ფიზიკური ზიანი მიადგა მოქალაქე პ----- კ-------–---–ს იმ პირობებში, როდესაც მისი ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული და პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის ცნობილია სამართალდამრღვევად, კერძოდ არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად არ მომხდარა სასამართლოს მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენების ხარისხის სწორად შეფასება მიყენებული ზიანის მიმართ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი ითხოვს ნაწილობრივ გაუქმდეს გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

 

5. პ----- კ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5.1. პ----- კ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმისათვის რომ პირს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება საჭიროა სახეზე იყოს რამდენიმე წინაპირობა: კერძოდ, აუცილებელია, რომ ობიექტური სახით არსებობდეს ზიანი. მიუთითებს, რომ მოცემულ შემთვევაში ზიანი არის ჯანმრთელობის დაზიანება, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მკურნალობის აუცილებლობა და აქედან გამომდინარე, ხარჯების გაწევა. უშუალოდ ზიანი გამოხატულია, იმაში რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2----–-–----------------ის სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის----------- დასკვნის მიხედვით, 2----–-–---------------ისთვის აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულა რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით - დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ასევე მარჯვენა მხრივი გულმკერდის ტრავმა, V და VII ნეკნების მოტეხილობა ცდომის გარეშე. ნეკნების მოტეხილობა იზოლირებულად აღებული ასევე განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. საჩივრის ავტორის განმარტებით, ჯანმრთელობის ამ მდგომარეობამ გამოიწვია ის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში საჭირო გახდა წოლა და ტკივილის ატანა, რაც უშუალოდ ნეკნების მოტეხილობამ გამოიწვია. წოლითი რეჟიმის გამო ვერ დადიოდა სამსახურში. მიუთითებს, რომ გარდა ფიზიკური ტკივილისა, შეილახა მისი როგორც მოქალაქის პატივი და ღირსება, როგორც მოქალაქის, რომელიც ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან.

 

ასევე მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება ან უმოქმედობა. კანონით დაკისრებული მოქმედების ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაში შეუსრულებლობაში - უგულებელყოფაში. მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის მართლსაწინააღმდეგო მოქმდება დგინდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის დარღვევაში. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2005 წლის 15 დეკემბრის 1310 ბრძანების 28-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ - პოლიციელის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები განისაზღვრება „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელს უფლება აქვს, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, მათ შორის, ორთაბრძოლის სპეციალური ილეთები, საკუთარი თავის ან/და პირთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირის დასაკავებლად, თუ არაძალისმიერი მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციელის მიერ მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას, ხოლო 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; აქვე მნიშვნელოვანია თავად ის საკითხიც, რომ არსებობს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან ადგილი ჰქონდა, დისციპლინურ გადაცდომას, რაც თავის მხრივ, სწორედ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს. თავად იმ ფაქტს, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა არათანაზომიერ ძალისმიერ მოქმედებებს ადგენს გენერალური ინსპექციის დასკვნა. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალის გამოყენებას ნამდვილად, რომ ჰქონდა ადგილი ეს დადასტურებულია გარდა გენერალური ინსპექციის დასკვნისა, ასევე პატრულ-ინსპექტორის პატაკში, სადაც აღნიშნულია, რომ მათ გამოიყენეს ძალა მის წინააღმდეგ. მ–----ის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესვლისთანავე ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება და შემოწმება. შესაბამისი აქტის საფუძველზე დადგენილია, რომ შესვლისას აღენიშნებოდა სხვადასხა ექსკორიაციები და დაზიანებები.

 

ასევე მიაჩნია, რომ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და განხორციელებულ – ქმედებას ან უმოქმედობას შორის, ანუ უნდა დადგინდეს ფიზიკური დაზიანებით მიყენებული ზიანი რამდენადაა თანმდევი შედეგი მოპასუხის ქმედებების. განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლეთა მიერ განხორციელებული ქმედების თანამდევი შედეგი იყო მისი ჯანმრთლეობის დაზიანება. ამას ადასტურებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია დაზიანებათა მიყენების სავარაუდო დრო და ზიანის გამომწვევი მიზეზი.

 

ხოლო, რაც შეეხება ბრალის საკითხს, განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელია დადგინდეს მოპასუხის ბრალი - განზრახვა ან გაუფრთხილებლობა. მიუთითებს, რომ განზრახვა სამართლით დაცული ინტერესის ან სიკეთის წინააღმდეგ გაცნობიერებულ მოქმედებას გულისხმობს. ამ დროს პირს შეგნებული აქვს რომ მისი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მას სხვა პირისთვის ზიანის მიყენება მოჰყვება, თუმცა ის მიზანმიმართულად მიდის ამ შედეგის დადგომისკენ. მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლზე რომლის შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს უტარდებათ სპეციალური ინსტრუქტაჟი და მომზადება, რომელიც შინაარსობრივად მოიცავს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის მოქალაქეთა მიმართ თავაზიანობის გამოჩენის, კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას. შესაბამისად, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით უფრო კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება არის კანონით დაცული სიკეთის ხელყოფა.

 

მეორე მოთხოვნასთან დაკავშირებით აპელირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების დროს დამკავებელი მოხელე ვალდებულია დაკავებულს დაკავებისთანავე გასაგები ფორმით განუმარტოს: ა) მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაკავების საფუძველი; ბ) რომ აქვს უფლება ადვოკატზე; გ) რომ აქვს უფლება, მისი სურვილის შემთხვევაში, მისი დაკავების ფაქტი და ადგილსამყოფელი ეცნობოს მის მიერ დასახელებულ ახლობელს, აგრეთვე მისი სამუშაო ან სასწავლო ადგილის ადმინისტრაციას.

 

ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აპელირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციულმა დაკავებამ არ უნდა გასტანოს თორმეტ საათზე მეტ ხანს. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული აუცილებლობის გამო, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით შეიძლება დაწესდეს ადმინისტრაციული დაკავების სხვა ვადები. პირი, რომლის დაკავების ვადა ემთხვევა არასამუშაო დროს, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების საკანში საქმის განმხილველი ორგანოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული დაკავება მოცემულ შემთხვევაში იყო უკანონო და აბსოლუტურად თვითნებური. მხარის განმარტებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს რამდენად იყო სახეზე ადმინისტრაციული წესით დაკავების სამართლებრივი საფუძველი და შემდგომ, იყო თუ არა აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება მოცემულ შემთხვევაში მიზნის მიღწევის ერთადერთი საშუალება და ხომ არ შეიძლებოდა ნაკლებად შემზღუდავი საშუალების გამოყენება.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, დაკავების კანონიერების შეფასებისთვის საჭიროა თავად სამართალდარღვევის ბუნების შესწავლაც. მისივე განმარტებით, მტკიცების ტვირთი დაკავების კანონიერებასთან მიმართებით ეკისრება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. მისივე განმარტებით, ოქმის შედგენისთვის დაკავება თავის თავში გულისხმობს იმ დროს, რაც საჭიროა ოქმის შედგენისთვის და არა პირის გადაყვანას დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ დაყოვნებაში. მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკავება იყო პოლიციელთა მხრიდან პირის პირადი ანგარიშსწორება და სამართალდარღვევისთვის სანქცია, რაც სრულად ეწინააღმდეგება როგორც პოლიციის შესახებ კანონს, ასევე სამართალდარღვევათა კოდექსის პრინციპებს.

 

მხარის განმარტებით, თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, აღნიშნულში იგულისხმება, რომ აღკვეთის ღონისძიება აუცილებლად მართლზომიერი უნდა იყოს. მართლზომიერების მოთხოვნა ეხება როგორც საპროცესო, ისე მატერიალური სამართლის საკითხებს. მართლზომიერება ნიშნავს, რომ თავისუფლების ნებისმიერი აღკვეთა უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ კანონმდებლობასა და ევროპულ კონვენციას და არ უნდა იყოს თვითნებური.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

უპირველესად პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის მიერ გასაჩივრებულია პ----- კ-------–---–ის სასარგებლოდ ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენებთ გამოწვეული მორალური ზიანის 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დაეკისრების ნაწილში, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის ნაწილში პ----- კ-------–---–ის მიერ კანონით დადგენილ ვადაში წარმოდგენილი იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი. ამდენად პალატა მსჯელობს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარზე და პ----- კ-------–---–ის შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარით და პ----- კ-------–---–მა შეგებებული სააპელაციო საჩივრით ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

პალატა მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციით, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას. კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ამ დაპატიმრების მსხვერპლი ან მუხლის დებულებათა დარღვევის გამო აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

პალატა აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.

 

პალატა ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ითვალისწინებს დაზარალებულის მიერ ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობას, რაც გულისხმობს მითითებული ნორმით დადგენილი ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობად ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფას, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.

 

პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ერთის მხრივ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების წესის, ასევე, დაკავების 12 საათიანი ვადის, დარღვევის გამო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (მომჩივანს წარმოადგენდა გ------- მიქიაშვილი), სადაც განმარტებულია, რომ სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, მე-3 მუხლი არ კრძალავს ძალის გამოყენებას დაკავების მიზნებისათვის. თუმცა მსგავსი ძალის გამოყენება შეიძლება მხოლოდ გარდაუვალ ვითარებაში და ის არ უნდა იყოს გადამეტებული (სხვებს შორის, იხ. Altay v. Turkey, no. 22279/93, §54, 22 May 2001; and Ivan Vasilev v. Bulgaria, no. 48130/99, §63, 12 April 2007). თავისულებააღკვეთილ პირთან მიმართებით ფიზიკური ძალის გამოყენება, რაც არ იყო მკაცრად აუცილებელი ამ პირის ქმედებიდან გამომდინარე, ლახავს ადამიანურ ღირსებას და პრინციპში, წარმოადგენს მე-3 მუხლით დაცული უფლების დარღვევას (Ribitsch v. Austria, 4 December 1995, §38, Series A no. 336). სასამართლომ განაცხადა, რომ როდესაც პირი წარადგენს საფუძვლიან პრეტენზიას, რომ პოლიციის ან სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო და კონვენციის მე-3 მუხლის საწინააღმდეგო, სერიოზულ არასათანადო მოპყრობას, აღნიშნული დებულება, კონვენციის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოთა ზოგად ვალდებულებასთან ერთად, „ყველასათვის, თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში, უზრუნველყონ ... კონვენციით ... განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები“, მოითხოვს, რომ ჩატარდეს ეფექტიანი ოფიციალური გამოძიება. აღნიშნულ გამოძიებას შედეგად უნდა მოჰყვეს პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ლეგალური აკრძალვა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის მიუხედავად, პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა და ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, მათ კონტროლქვეშ მყოფ პირთა უფლებების დარღვევას, თითქმის სრული დაუსჯელობის პირობებში (Assenov and Others v. Bulgaria, 28 October 1998, §102, Reports of Judgments and Decisions 1998-VIII).

 

ამრიგად, ადმინისტრაციული დაკავება უნდა განხორციელდეს კანონის სრული დაცვით, ამასთან, პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებისთვის ხშირად აუცილებელია ძალის გამოყენება, რაც, ასევე, დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ არ უნდა მოხდეს პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამატება, ე.ი. განხორციელებული ქმედება შესაბამისობაში უნდა იყოს ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბუნებასთან, დაკავებული პირის ქმედებასთან, მის მიერ პოლიციელთა მიმართ დაუმორჩილებლობასთან, უნდა იყოს აღნიშნულის პროპორციული და უნდა დასტურდებოდეს, რომ სხვა ნაკლებად მძიმე საშუალების გამოყენებით მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ამდენად, ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ადგილი ჰქონდა თუ არა სამართალდამცავთა მიერ ძალის გამოყენებას, იყო თუ არა აღნიშნული გადამეტებული და რა შედეგი გამოიწვია მოსარჩელისთვის.

 

აპელანტის შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დააკისრა მოპასუხეს მორალური ზიანი, რომ არ მომხდარა იმ ფაქტობრივი გარემოების შეფასება, თუ რა სახის ფიზიკური ზიანი მიადგა მოქალაქე პ----- კ-------–---–ს იმ პირობებში, როდესაც მისი ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად არის მიჩნეული და პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის ცნობილია სამართალდამრღვევად, კერძოდ არ ემორჩილებოდა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. შესაბამისად აპელანტის განმარტებით, არ მომხდარა სასამართლოს მხრიდან პროპორციული ძალის გამოყენების ხარისხის სწორად შეფასება მიყენებული ზიანის მიმართ.

 

აპელანტის ზემოაღნიშნულ მოსაზრებაზე, კერძოდ ადმინისტრაციული დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებაში პალატა განმარტავს: ადმინისტრაციული დაკავების ოქმით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პ----- კ-------–---–ის დაკავება განხორციელდა 2----–-–---------------ს, 21:25 სთ-ზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო. დაკავებისას გამოყენებულ იქნა ფიზიკური ძალა, პ----- კ-------–---–ი დაწვენილ იქნა ასფალტზე, რა დროსაც დაუზიანდა თავის არე, ნაკაწრები აღენიშნებოდა მარცხენა ლოყასა და სკალპზე. აღნიშნული დადასტურებულ იქნა გ------- ძ------–---–ის მიერ როგორც 2----–-–---------------ის პატაკით, ასევე, სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით. კერძოდ, გ------- ძ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ პ----- კ-------–---–ი დაკავების დროს უწევდა ისეთ წინააღმდეგობას, რომ წაიქცნენ, რა დროსაც მან თავზე მიიღო ზედაპირული დაზიანებები.

 

დადგენილია, რომ 2----–-–---------------ს, 21:43 საათზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა პ----- კ-------–---–ის შესამოწმებლად. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული პაციენტის №--- სამედიცინო ბარათით დგინდება, რომ 2----–-–---------------ს 22:07 საათზე პ----- კ-------–---–ი უჩიოდა თავის ტკივილს, ექსკორაციები აღენიშნებოდა თხემის მიდამოში, მარცხნივ ლოყის მიდამოში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დაზიანება მიიღო დაკავების დროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ წინასწარ დიაგნოზად განსაზღვრა: თავის ტკივილის სხვა სინდრომები (კოდი----), თავის ზედაპირული ტრავმა (---). ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ----- კ-------–---–ი 2------–-–------------------ს, 23:25 საათზე შეიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც გარეგნული დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ მას აღენიშნებოდა ექსკორაციები თხემის, მარჯვენა წარბის, მარცხენა ლოყის და მარცხენა ყურის მიდამოში, ასევე, ორივე მაჯის მიდამოში კანის ჩანაჭდევი, ირგვლივი მიმართულების.

 

საქმის მასალებით, პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ძ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. განაჩენის თანახმად, გ------- ძ------–---–მა ძალადობით გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და პ----- კ-------–---–ს ხელი დაარტყა თავის არეში.

 

პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის დასკვნაზე, რომლითაც დადგინდა, რომ პ----- კ-------–---–ს სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (0---------წ) აღენიშნებოდა - მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

ექსპერტიზამ, სასამართლო სამედიცინო შემოწმების, შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100-ში №----ის ჩანაწერისა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევების რენტგენოფირის საფუძველზე, ასევე, დაადგინა, რომ V და VII ნეკნების მოტეხილობა, იზოლირებულად აღებული, ასევე, განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ პ----- კ-------–---–ის ადმინისტრაციული წესით დაკავებისას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუწიათ ფიზიკური ძალის გამოყენება, რა დროსაც პ----- კ-------–---–მა მიიღო თავის ტრავმა, რაც აღნიშნული იყო როგორც ადმინისტრაციული დაკავების ოქმში, ასევე, დაფიქსირდა სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–-----------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის მიერ შედგენილ პ----- კ-------–---–ის გარეგნული დათვალიერების ოქმში. აღნიშნული, ასევე, დადასტურდა სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------ის დასკვნით, რომლის თანახმად, პ----- კ-------–---–ს შემოწმებისას (0---------წ) აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები თავის მიდამოში, რომლებიც განვითარებული იყო რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებოდა საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (----------წ.).

 

რაც შეეხება ნეკნების დაზიანების ფაქტს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ მართალია, ნეკნების დაზიანების ფაქტზე არ არის მითითება დაკავების ოქმში, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის რეგიონალური დროებით მოთავსების იზოლატორის მიერ შედგენილ გარეგნული დათვალიერების ოქმში, ხოლო შპს „-------“-ის სამედიცინო ცენტრის №2 ფილიალის ფორმა-100 №----ს დათარიღებულია 2----–-–----------------ით. პალატა ასევე ყურაღებას ამახვილებს იმ გარემებაზე, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტემენტში პ----- კ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმება ჩატარდა 2----–-–----------------ს 17:25-17:45 საათზე. პ----- კ-------–---–ი პირადი შემოწმებისას უჩიოდა ტრავმის მიღების შემდეგ თავის ტკივილებს, ტკივილებს დაზიანების მიდამოებში, უპირატესად, წინამხრის და მარჯვენა მუხლის საპროექციოდ, ასევე, ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, იღლიის წინა ხაზზე, მე-5-6-7 ნეკნების საპროექციოდ, რომელიც ჩასუნთქვისას და მოძრაობისას ძლიერდებოდა, უჩიოდა ორივე ხელებში დაბუჟებას და ძალის დაქვეითებას. მარჯვენა ხელის მტევანში თითების მოძრაობის შეზღუდვას, უპირატესად, მოხრითი ფუნქციის ძალის დაქვეითებას, სხვა ჩივილები არ გააჩნდა. ანალოგიური ჩივილებით მიმართა პ----- კ-------–---–მა 2----–-–-----------------ს შპს ,-----------’’, რაც დაფიქსირდა პაციენტის გასინჯვის ფურცელშიც (ტ.2, ს.ფ. 168). ამასთან, სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია 2----–-–----------------ს პ----- კ-------–---–ის სასამართლო სამედიცინო შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების ლოკალიზაციის ადგილებიც, დაზიანებები დაფიქსირდა არა მხოლოდ თავის არეში, არამედ მარჯვენა წინამხრის და მარჯვეა მხრის მიდამოშიც, კერძოდ: მარჯვენა წინამხრის შუა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარჯვენა მხარის ქვემო მესამედში; მხარის სახსრის საზღვართან, მარჯვენა მხარის სახსრის უკანა და გარეთა ზედაპირის საზღვარზე; წინამხრის ზემო მესამედში, უკანა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის შუა და ქვედა მესამედების საზღვარზე, წინა, უკანა და გვერდითა ზედაპირებზე; წინა და გარეთა ზედაპირის საზღვართან; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, შიგნითა ზედაპირზე; მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა და გარეთა ზედაპირების საზღვარზე; მარჯვენა მხარის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე; მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედში, წინა ზედაპირზე.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ პ----- კ-------–---–ი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა მას შემდეგ რაც სასამართლომ განიხილა მის მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმის განხილვა სასამართლოს მიერ მოხდა 2-----–-–------------------ს, სასამართლო სხდომა დასრულდა 2----–-–---------------ის 15:19::11 საათზე, ხოლო პ----- კ-------–---–მა სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხანდაზმულობის და მიყენების მექანიზმის ექსპერტიზის გზით დადგენის მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა 2----–-–----------------ს. სასამართლო, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლების დროის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ პ----- კ-------–---–მა, დაკავების დროს მიღებული დაზიანებების დადგენის მიზნით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება - მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა - განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ცალსახაა, რომ პ----- კ-------–---–მა ადმინისტრაციული დაკავებისას მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რაც წარმოადგენს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს. ამასთან, სასამართლოს რომც გაეზიარებინა მხარეთა (მოპასუხეთა, მესამე პირების) მოსაზრება და მიეჩნია, რომ პ----- კ-------–---–ს ნეკნების დაზიანება არ მიუღია ადმინისტრაციული დაკავების დროს, საქმის მასალებით უტყურად დადგენილია და მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა, ადმინისტრაციული დაკავების დროს პ----- კ-------–---–ის მიერ თავის ტრავმის მიღების ფაქტი. აღნიშნული კი, სასამართლოს მოსაზრებით, ნეკნების დაზიანების ფაქტისგან დამოუკიდებლად, სრულიად საკმარისი ფაქტობრივი საფუძველია ადმინისტრაციული დაკავების დროს ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების გამო მორალური ზიანის დაკისრებისთვის.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის ნაწილში პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. არაქონებრივი ურთიერთობები, თავისთავად, მოკლებულია რა ეკომონიკურ შინაარსს, არ გააჩნია ღირებულება, სწორედ ამიტომ, ამგვარი ზიანის დამტკიცებისთვის კანონით დაცული უფლების დარღვევაც საკმარისია. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ - ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მისი ანაზღაურების უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს, დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მხრიდან. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულის ცხოვრების პირობებს (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხს და სხვა გარემოებებს. ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების სრული რესტიტუცია, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული უხერხულობის, ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.

 

დელიქტით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიმართ განხორცელებული ქმედების, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ვნების ხარისხის, საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ასაკის და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ვნებისთვის მორალური ზიანის ოდენობად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია 2000 (ორი ათასი) ლარის განსაზღვრა. პალატა განმარტავს, რომ თანხის ოდენობა არ უზრუნველყოფს ხელყოფილი უფლების აღდგენას/რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, თუმცა, კომპენსაციის მიზნიდან გამომდინარე, შესაძლებელია უზრუნველყოს მოსარჩელის ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რაც დაეხმარება მას სულიერი გაწონასწორების მიღწევაში.

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს, სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურებისას აუცილებელია, რომ ზიანის მოთხოვნა მიმართული იყოს სწორედ იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება და რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის ადმინისტრაციული წესით დაკავების შედეგად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება. განსახილველ შემთხვევაში ვინიადან დადგენილია, რომ ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმის მიერ, შესაბამისად, დამდგარი ზიანი სწორედ მათი ქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგია და ზიანის მიმყენებელს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც დამოუკიდებლად აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის.

 

რაც შეეხება პ----- კ-------–---–ის მიერ წარმოდგენილ შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ადმინისტრაციული დაკავების წესის დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ იმ განმარტებაზე, რომ არ არსებობდა ადმინისტრაციული დაკავების საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვვეთა კოდექსით დადგენილი წინაპირობები, ამასთან, დარღვეულ იქნა ადმინისტრაციული დაკავების ვადა, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. ამასთან, მოცემული უფლება არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება, თუმცაღა მისი შეზღუდვა და დაცულ სფეროში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული წესით. სწორედ ამ შემთხვევას ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლი.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა. ამავე კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების შესახებ შედგება ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელშიც აღინიშნება: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი; ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ; დაკავების დრო და საფუძველი. ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული. თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში მიეთითება.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან პროკურორთან. პალატა მიუთითებს, რომ 244-ე მუხლით გათვალისწინებული ჩარევა თავისუფლების ძირითად უფლებაში ემსახურება ისეთი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, როგორიცაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთა, საქმის დროული და სწორი განხილვა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მიღებული დადგენილების აღსრულება. აღსანიშნავია ისიც, რომ პირის ადმინისტრაციულ დაკავებას კანონი მხოლოდ მას შემდეგ ითვალისწინებს, როცა ამოიწურება ზემოქმედების სხვა ზომები. ამდენად, პირის ადმინისტრაციული დაკავება არის ოქმის შემდგენისთვის მინიჭებული შესაძლებლობა, კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით მოახდინოს პირის დაკავება სამართალდარღვევის აღსაკვეთად, სამართალდარღვევაზე რეაგირების მოსახდენად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ზემოქმედების სხვა ზომები ამოწურულია, თუმცა კანონმდებელი არ აკონკრეტებს და ზუსტად არ განსაზღვრავს რა ჩაითვლება ზემოქმედების ზომების ამოწურვაში ან რა სახის შეიძლება ეს ზომები იყოს.

 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით, ასევე, გათვალისწინებულია დაკავების გასაჩივრების წესი. განსახილველ შემთხვევაში ყურადღსაღებია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ადმინისტრაციული დაკავების გასაჩივრების მიზნით არ მიუმართავს, მოსარჩელემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა არა ადმინისტრაციული დაკავების უკანონოდ ცნობის ფაქტთან დაკავშირებით, არამედ პოლიციის თანამშრომლების მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე.

 

პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული დაკავება ემსახურება კონკრეტულ მიზნებს - მართლწესრიგის დაცვას, სამართალდარღვევის აღკვეთას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი სანქციის შეფარდების შესაძლებლობის განხორციელებას. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სამართალდარღვევის აღკვეთისთვის საჭირო ფართო უფლებამოსილებებით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგნენ პირის მიმართ ზემოქმედების ისეთი ზომების გამოყენებას, რომლებიც იწვევს პირისთვის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეზღუდვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო წესრიგის დაცვა შეუძლებელი იქნება და მოხდება პირთა კანონით დაცული ინტერესების შელახვა. ამასთან, ადმინისტრაციული დაკავებისას არსებული ფაქტობრივი გარემოებები შესაძლებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებს უქმნიდეს დასაბუთებულ ეჭვს, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა და აუცილებელია მისი დაკავება, მაგრამ საქმის განხილვისას და სასამართლო გადაწყვეტილებით/დადგენილებით დადგინდეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილების მიღება, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. თუმცა განსახილველ შემთხვევაში საგულისხმოა ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ პ----- კ-------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, ან ამ პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მართალია, პირის სამართალდამრღვევად ცნობა ავტომატურად არ გამორიცხავს ადმინისტრაციული დაკავების უკანონობას, მაგრამ სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც შესაბამის ორგანოში და არც სასამართლოში განსახილველი დავის ფარგლებში არ არის დადგენილი უშუალოდ დაკავების ფაქტის უკანონობა, პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოთხოვნას დაუდგენელი ფაქტიდან რაიმე ზიანის მიყენებასა და შესაბამისად, მის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. პალატა ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირს უნდა ჰქონდეს რეაბილიტაციის შესაძლებლობა იმისგან დამოუკიდებლად მან ჩაიდინა თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თუმცა ამისათვის აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავების სათანადო წესით გასაჩივრება, რასაც, როგორც უკვე აღინიშნა, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებელი გარემოება, ვინაიდან პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ არის შეწყვეტილი, ასევე, სათანადო წესით არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული დაკავება, რა შემთხვევაშიც პირს ექნებოდა ზიანის ანაზღაურების რეალური შესაძლებლობა.

 

პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის აპელირება პ----- კ-------–---–ის დაკავების 12 საათიანი ვადის დარღვევაზეც, ვინიდან დადგენილია, რომ პ----- კ-------–---–ის ადმინისტრაციული დაკავება მოხდა 2----–-–---------------ს, 21:25 სთ-ზე, ანუ არასამუშაო საათებში. ასევე, დადგენილია, რომ პ----- კ-------–---–ი 2----–-–---------------ს 23:25 სთ-ზე შეიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მ–---------------ის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 2----–-–----------------ს, 10:20 საათზე გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში პ----- კ-------–---–ის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა დაიწყო 2----–-–----------------ს, 15:03:02 საათზე და დასრულდა 15:19:11 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ის №4/5227- 14 დადგენილებით პ----- გ---ს ძე კ-------–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------–ს, მისამართი: ქ. წ------, ს----------------, პ/ნ------------) ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამავე დადგენილებით პ----- გ---ს ძე კ-------–---–ი გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცველ ორგანოში. ამავე კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

 

მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას. მართალია, პ----- კ-------–---–ის დაკავება აღემატებოდა 12 საათს, მაგრამ სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი დაკავება მოხდა არასამუშაო საათებში, იგი გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, მოგვიანებით, სამუშაო საათებში სასამართლოში წარდგენის მიზნით. ამასთან, მხარეთა მიერ არ არის სადავო ის გარემოება, რომ მისი დაკავების საერთო ვადა არ აღემატებოდა 48 საათს. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის აპელირებას ხსენებულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული დაკავებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადები.

 

პალატის მოსაზრებით ასევე საფუძველს არის მოკლებული მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, ვინაიდან ამოწურული იყო პ----- კ-------–---–ის ადმინისტრაციული დაკავების მიზანი - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის აღკვეთა, პატრულ-ინსპექტორებს მოსარჩელე უნდა გაეთავისუფლებინათ ადმინისტრაციული დაკავებიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების გარდა, ასევე, მიუთითებს 262-ე მუხლის 11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, ამ კოდექსის 45-ე, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება 3 დღის ვადაში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი რაიონული (საქალაქო) სასამართლო ზეპირ განხილვას იწყებს დაუყოვნებლივ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების სხვა მასალების მიღებისთანავე, თუ პირის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული დაკავება და ამოწურული არ არის ადმინისტრაციული დაკავების ვადა.

 

ამდენად, ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ადმინისტრაციული დაკავების გაუქმება უნდა მოხდეს სათანადო პირობებში უფლებამოსილი პირის მიერ, რასაც განსახილველ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძოდ, დადგენილია, რომ პ----- კ-------–---–ი, რომელიც ადმინისტრაციული წესით დაკავებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის, არასამუშაო საათებში, ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდა უფლებამოსლი ადმინისტრაციული ორგანოს - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ვადებში და წესით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ადმინისტრაციული დაკავების წესის დარღვევიის გამო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ანარარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით და შეგებებული სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნები სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ - სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

6.1. შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ'' ქვეპუნქტის, ხოლო აპელანტი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე- 5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. პ----- კ-------–---–ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება;

 

4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა