თავი XIII — საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით.
4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება.
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110
საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5018 – ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 17
მაისის
კანონი №2374
–
ვებგვერდი, 01.06.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 29 აპრილის კანონი №483 – ვებგვერდი, 07.05.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №273 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №875 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
- საქმე №ბს-249(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.10.2025
…173-ე მუხლით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყდა. კ.კ-ი დააკავეს 2021 წლის 30 ოქტომბერს 10:25 საათზე. 2021 წლის 1 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები კ.კ-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იმავე კოდექსის 173-ე მუხლის მ-2 ნაწილით. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 1…
- საქმე №ას-311-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.06.2025
…შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 127-128); 6.15. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 21.02.2024წ. დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე მოსარჩელის მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო. ზემოხსენებული სამართალდარღევევის…
- საქმე №36აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.02.2024
…მსჯავრდებას, რადგან ამავე მუხლის შენიშვნის მე-3 პუნქტში მითებულია, რომ ცივი იარაღის ტარება უნდა იყოს ჩადენილი იმ პირის მიერ ვისაც შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ცივი იარაღის ტარება, ზემოხსენებული განჩინებით კი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის მის მიმართ არსებული ადმინისტარციული საქმის წარმოება შეწყდა.…
- საქმე №5აგ.-2023 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.04.2023
…გამართლების შესახებ, სასამართლო ითვალისწინებს, რომ 2020 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება არ ეხება გ. გ–ს მიერ ცივი იარაღის - დასაკეცი დანის ტარების ფაქტს, მოცემული დადგენილების ფარგლებში სასამართლომ შეაფასა მხოლოდ გ. გ–სის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე(წვრილმანი ხულიგნობა) გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მიიჩნია, რომ…
- საქმე №ბს-1322(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2022
…შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიმართვა თანდართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა (№...) და სხვა მასალებით, დ. ც-ეის (პ/ნ...) მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166.1 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა…
- საქმე №ბს-222(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ბს-1253(ს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2021
- საქმე №ბს-1062(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.01.2021
- საქმე №ბს-1143-1137(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2018
- საქმე №ბს-802(კს-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.07.2018
- საქმე №ას-638-609-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2017
- საქმე №ას-1278-1298-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2012
- საქმე №2კ-915აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 11.03.2011
- საქმე №330100114459489 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.02.2020
- საქმე №180100119002982060 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №010100118002593400 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №010100118002595518 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №010100118002582525 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.07.2019
- საქმე №180100118002353742 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2019
- საქმე №330310015001066943 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
- საქმე №010310017001876588 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2019
- საქმე №330100116001666186 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330310017001964545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.12.2018
- საქმე №330310017002062360 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 06.11.2018
- საქმე №330100117002136443 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.10.2018
- საქმე №120100117002113460 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2018
- საქმე №160100117002193452 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.06.2018
- საქმე №330310017001799873 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.02.2018
- საქმე №330310018002479633 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 03.10.2019
- საქმე №330100114459489 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.09.2019
- საქმე №330100118002607124 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.08.2019
- საქმე №180100119002982060 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 03.07.2019
- საქმე №010100118002593400 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 28.03.2019
- საქმე №330310018002690211 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №140310118002566594 · გორის რაიონული სასამართლო · 24.10.2018
- საქმე №180100118002353742 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 16.10.2018
- საქმე №330310018002475550 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.10.2018
- საქმე №190100118002452854 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 12.07.2018
- საქმე №020100118002437998 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 27.06.2018
- საქმე №080100117002020503 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 01.06.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.